თავი 18

999 76 16
                                    

მეიმ ჯიმინის გადარწმუნება ვერ შეძლო,ამიტომ ერთად წავიდნენ.გზაში გოგონამ კიდევ ერთხელ ჰკითხა მომხდარზე,მისთვის მნიშვნელოვანი იყო მთელი სიმართლის ცოდნა.მაგრამ როდესაც დაინახა,როგორ გაბრაზდა ჯიმინი და საჭეს ხელები მაგრად მოუჭირა,გაჩუმდა.ისევ დაძაბული ატმოსფერო,რის გამოც გოგონას თავისთვის მოკუნტვა და არავის ნახვა უნდოდა.რამდენიმე წუთში,მძღოლმა ხმამაღლა ამოიხვნეშა და შეპირდა,რომ მოგვიანებით ყველაფერს მოუყვებოდა.ამ სიტყვებმა გოგონაც და მათ შორის დაძაბული ატმოსფეროც დაამშვიდა...

კიდევ ერთი შვება სახლში მისვლა იყო,როგორც კი მანქანა გაჩერდა,მეი იქედან მომენტალურად გადმოხტა.ბიჭს მადლობა სწრაფად გადაუხადა,ბინისაკენ წავიდა და კარებში შეფრინდა.ის ისე ჩქარობდა,გეგონებოდა მგელი შესაჭმელად მოსდევდა.უსაფრთხო ზონაში აღმოჩენის შემდეგ,მეიმ ფეხსაცმელები მოისროლა და საწოლზე სახით დაეხეთქა.ძალიან დამღლელი საღამო და ღამე გამოვიდა,ხოლო სახლში მხოლოდ დილისთვის აღმოჩნდა...

<<ხო მართლა,საღამო!>> - გაიფიქრა გოგონამ და ტელეფონს წვდა.რა მოუვიდა იუნგის,მისთვის უცნობია.ის მასთან ერთად იმ ოთახში არ იყო,და თან პრაქტიკულად მათ შეხვედრაზე არაფერი ახსოვდა.ტელეფონი ძალიან დიდხანს ირთვებოდა - ნუ მეის ასე ეგონა.როგორც კი მთავარი ეკრანი გამოჩნდა,KakaoTalk-ში უამრავი შეტყობინება მოუვიდა.1 დედასგან,3 სოფისგან და 20 იუგნისგან.მეის კინაღამ თვალები გადმოუვარდა,როდესაც ეს დაინახა.ჩატის გახნის შემდეგ,მიხვდა,რომ ყველა შეტყობინება ასეთი სახის იყო: <<მეი,სად ხარ?>>,<<როდესაც დავბრუნდი,რატომ არ დამხვდი?>>,<<მეი,სად წახვედი?>>,<<მომწერე,ძალიან ვნერვიულობ>>.გოგონას თვითონაც არ ესმოდა,რა მოხდა ამ საღამოს.სავარაუდოდ მას ბევრი არ დაულევია,რომ მომენტალურად გათიშულიყო.ყველაფერი ძალიან უცნაური იყო და ჯიმინი არაფერს ეუბნებოდა - ეს უფრო ანერვიულებდა მეის.არ იცოდა,საღამოობით სეირნობის დროს უნდა შეშინებოდა თუ არა - და საერთოდ რა უნდა გააკეთოს?

ნაბიჭვარი | P.JMWhere stories live. Discover now