თავი 29

875 73 11
                                    

ჯიმინის სიტყვები მეის პირდაპირ გულში ჩაწვდა,მაგრამ მას მაინც ესმოდა,რომ მისი ნდობა მოლომდე არ შეეძლო და მის თბილ მკლავებში მოდუნებულიყო,რომელიც მას ძალიან უნდოდა.მისი სიამაყე უბრალოდ ნებას არ მისცემს ჯიმინისთვის ასე ადვილად მოსაპოვებელი იყოს.ის მშიშარა კნუტივით კი გახდა,მაგრამ მისი ბოლომდე გატყდომა არავის შეუძლია.

მეიმ მშვიდად მოიშორა ბიჭის ხელები მხრებიდან და დასაწოლად წავიდა.რატომღაც სჯეროდა,რომ ჯიმინი დამადვილებით მიხვდა ყველაფერს და ცუდს არაფერს მოიმოქმედებდა,ამიტომაც ასეთი საქციელი ნორმალური მიაჩნდა.ადიელას ქვეშ შეძრომის შემდეგ,იმ ადგილის საპირისპიროდ შებრუნდა სადაც ბიჭი უნდა დაწოლილიყო და თვალები დახუჭა.ახლა გოგონას საუბარი არ უნდოდა,არც შეხება,უბრალოდ უნდოდა სიმშვიდე,უაზრო ფიქრების გარეშე ძილი,რომელის ახლა თავში უტრიალებდა.მაგრამ,როგორც ჩანს მისი სურვილების ასრულება შეუძლებელია.ჯიმინი გვერდით მიუწვა,გოგონას ზურგიდან ჩაეხუტა და ახლოს მიიკრო.

- საჭირო არაა,ჯიმინ.შეიძლება ნორმალურად დავიძინო?, - თქვა მან და ბიჭს წელიდან ხელი მოაშორებინა.

ბიჭმა ამოიხვნეშა,ტუჩები ერთმანეთს დააჭირა და საწოლიდან ადგა: - კარგი,მე შხაპს მივიღებ,შენ კი დაიძინე, - ცოტათი ნერვებ მოშლილი იყო მეის ასეთი ქცევის გამო,მაგრამ ესმოდა,რომ ყველაფერში თვითონ იყო დამნაშავე.

ოთახის ჩუმად დატოვების შემდეგ,ჯიმინი სააბაზანოში შევიდა.ტანსაცმლისგან განთავისუფლების შემდეგ,ცივი წყლის ქვეშ დადგა და ცალი ხელით კედელს მიეყრდნო.მასში ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ემოცია ტრიალებდა,სინაზისგან და სითბოსგან დაწყებული,რომლის ჩუქება მეისთვის უნდა,სიძულვილით და სიბრაზით დამთავრებული,რომლითაც უნდა მამამის მოეპყროს.

ნახევარსაათიანი შხაპის ქვეშ უბრალო დგომის შემდეგ,5 წუთში დაიბანა და საძინებელში შევიდა,სადაც გოგონას უკვე ეძინა.გადაწყვიტა მეი არ შეეწუხებინა,როგორც თვითონ სთხოვა,იმის იმედით რომ გოგონა ამ საქციელს დაუფასებდა.ბიჭი დასაწოლად ემზადებოდა,მაგრამ ტელეფონის ვიბრაციის ხმამ შეაჩერა.თვალების გადატრიალების შემდეგ,ტელეფონი აიღო და ოთახიდან გავიდა.

ნაბიჭვარი | P.JMWhere stories live. Discover now