Batumi !

799 52 9
                                    

დილით ჰარის შეხება მაღვიძებს , თვალებს ვახელ და მწვანე ფერის თვალებს ვეჩეხები . რომელოც ასე ძალიან მიყვარს .
მისკენ ვიწევი და ტუჩებში ვკოცნი , ისიც იმავეს იმეორებს .
მერე კი ლოგინიდან ვდგები , სამზარეულოში შევდივარ და ყავას ვაკეთებ , მერე კი ლოგინში ვბრუნდები . და ჩემს ქმართან ერთად დღის დაგეგმვას ვიწყებ .

- ჰაზ
- ხო
- დღეს რა გეგმები გვაქვს ?
- რავიცი , მინდა ბათუმში წავიდეთ .
- ამმ . ზამთარში ?
- ხო , არ გინდა ?
- კი როგორ არა.
- ხოდა წავიდეთ
- კარგი

კიდევ ერთი საათი ვიკოტრიალეთ საწოლში , ალბათ მიხვდით რაც გავაკეთეთ ....

საწოლიდან წამოვდექი , შხაპი მივიღე ტანისამოსი ჩავიცვი , მერე კი მცირედი მაკიაჟი გავიკეთე , ამასობაში ჰარიც მოემზადა და ერთად გავედით სახლიდან .

ტაქსი გავაჩერეთ და სადგურის მისამართი ვუთხარით , ალბათ ერთ ორმოც წუთში მოვედით , ჰარიმ თბილისი-ბათუმის რეისი იყიდა . და დაველოდეთ , ჩვენს რეისს .

როგორც იქნა მოვდა ჩვენი რეისიც , და მატარებელში მოვთავსდით . როგორც ვიცი მთელი 5 საათი უნდა ვიმგზავროთ , ამიტომ კომფორტულად მოვთავსდის ჰარის ტორებში და დავტკბი გარემოს ყურებით .

*ხუთი საათის შემდეგ *

დიდ ხნის ძილის შემდეგ , მყუდროებას ჰარის ხმა მირღვევს , თუ არ ვცდები მეუბნება რომ მოვედით .თვალს ვახელ , და მართლაც ბათუმში ვართ . ფოტოებიდან გამომდინარე ვიცი როგორიცაა .

სადგურიდან გამოვედით და ეხლა სასტუმროში მივდივართ . საათს რომ დავხედეთ საღამოს 12 საათი იყო . უფრო ციოდა , ვიდრე თბილისში მაგრამ გასაკვირი არცაა . ეს ხომ
ზღვასთან ძალიან ახლოსა .

ჰარიმ ზღვის ნაპირას ერთ სახლთან მიმიყვანა მერე კი გასაღებით გააღო და შიგნით შევიდა, მეც შევყევი. სახლს თვალი მოვავლე ძალიან მყუდრო და პატარა იყო, მაგრამ კომფორტული .

Deal✅Where stories live. Discover now