Bistro Fada

529 96 41
                                    

ჰანგი მეოთხე: Stephane Wrembel - Bistro Fada

ის დღე იყო და ის საბედისწერო შემთხვევა, რის შემდეგაც ესმერალდა მხატვარს გაურბოდა - ოთახში საუზმობდა, ყვავილებს მსახურები რწყავდნენ, გვიან საღამოს კი გადიასთან ერთად იკარგებოდა ესპანეთის ქუჩებში და მხოლოდ მაშინ ბრუნდებოდა, როცა უკანასკნელი სტუმარი ტოვებდა საცეკვაო მოედანს. თეჰიონს უკვირდა, თუმცა წამით არ გაუპროტესტებია გოგონას გადაწვეტილება. ყოველ მზიან დილას ერთნაირად ხვდებოდა - სვამდა ტკბილ ესპრესოს და მიირთმევდა მზესუმზირის ფუნთუშას კარაქთან ერთად, შემდეგ ბაღში ხატავდა, ბოშებთან ბაასობდა, ზოგჯერ ბუენ-რეტიროს ტბაზეც დადიოდა... მხოლოდ ფიქრისთვის, მეგობრებო, არაფერი პირადული!

მაგრამ რა არის ჩვენი ცხოვრება თუ არა ბედის სცენარი?!  ხოდა, ერთხელ, როდესაც ესპანეთის მხარეში მზე ამოვიდა, სამყაროს ძალებმა ისურვეს ორი სული კვლავ შეეხვედრებინათ ერთმანეთისთვის და უხერხულობისგან სირცხვილამდე აეწურათ... ასეც მოხდა!

წაბლისფერთმიანი ჰოლში მიიპარებოდა, ქერა კი სასაუზმოდ აპირებდა ტერასაზე ჩასვლას. წაბლისფერთმიანი აქეთ-იქით იყურებოდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას ემალებოდა, ქერა კი ფეხდაფეხ მისდევდა და ინტერესით ადევნებდა თვალს მის ყოველ მოქმედებას. წაბლისფერთმიანი კუთხესთან შეჩერდა, კედელს ხელებით დაეყრდნო და კიბეზე ჩაიხედა, იგივე გააკეთა ქერამაც და მათი თავები სივრცეში ერთმანეთის პარალელურად აღმოჩნდა. შემთხვევითი შეხება...

- ღმერთო! - იკივლა გოგონამ.

- შეგიძლიათ უბრალოდ თეჰიონი დამიძახოთ! - გაეცინა, არა, უფრო სწორედ ღვთაებრივად, არაამქვეყნიურად დაფანტა მარგალიტის ქათქათა მძივი.

- სენიორ... - დაიბნა და ხელებით კაბას ჩაებღაუჭა, პატარა რევერანსი გააკეთა და დადუმდა.

- გაკვეთილების გაცდენა მძიმე დანაშაულია, ესმე! - ნიკაპი მსუბუქად ააწევინა, აიძულა მზერა გაესწორებინა.

Estella Brillante (დასრულებული)Where stories live. Discover now