არ მჯერა, რომ ამას ვაკეთებ, მაგრამ ჰანგი უკანასკნელი: Vladimir Cosma - Lè Jouet
გაოფლილს გამოეღვიძა. წამოიწია და დასიებული თვალები მოისრისა. წამოდგა, სარკმელი გამოაღო, ცას გაუბედავად ახედა. მზე ზენიტში ნავარდობდა, უდიერად სტყორცნიდა სხივებს ფანჯარას... მაშ, რა ჯანდაბა ესაქმებოდა მკრთალი მთვარის სილუეტს შორეულ კამარაზე?! ნუთუ...
"- განა, მთვარეს შეუძლია აკრძალული გრძნობის მფარველი გახდეს?
- როცა საქმე წყლის სტიქიას ეხება, ღამის მცველი ყოველთვის მზადაა ოკეანეს შეუერთდეს..."
და მაინც... ეს ფრიად უცნაურად ეჩვენებოდა პატარა ქალბატონს. როგორ?! რანაირად უნდა დაეჯერებინა, რომ ამხელა მნათობი მხოლოდ მის გამო ფხიზლობდა?!
სასწრაფოდ მოშორდა იქაურობას, კიბეზე ჩაირბინა და ნაცნობ ქუჩაზე ფეხშიშველი დაეშვა.
- კარმენ! - ეძახდა ბოშას და აქეთ-იქით იყურებოდა - კარმენ, სად ხარ!!!
- დღე მშვიდობისა, ძვირფასო... - მოესმა სასიამოვნოდ მეტყველი ბგერები - რამ შეგაწუხა?
- კარმენ, შეხედე... ზეცას შეხედე, კარმენ... - სულს ვერ ითქვამდა აქოშინებული - ეს რას უნდა ნიშნავდეს?!
- ეს იმას ნიშნავს, - გაეღიმა და სამკაულები ააჩხრიალა - რომ ვარსკვლავები მზად არიან შენ დასახმარებლად, ტკბილო...
- კარმენ... - ნერწყვი ნერვიულად გადაყლაპა ესმემ - ამბობ, რომ...
- ვამბობ, რომ უნდა წახვიდე! - ჰორიზონტისკენ ანიშნა - ახლავე უნდა გაიქცე მასთან!
- მაგრამ...
- მაგრამ თუ გაგიჭირდება? მთვარე იქნება შენთან, რისი გეშინია?! - გრძელი კაბა ააფრიალა და გოგონას წრე შემოარტყა.
- რომ არ მიმიღოს?!
- შეუძლებელია! - ხელი ჩაიქნია უხალისოდ - მე ეს ვნახე... საკუთარი თვალებით ვნახე თქვენი შეხვედრა პარიზში!
DU LIEST GERADE
Estella Brillante (დასრულებული)
Romantikჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, რამხელაა მონმარტრი!!!