ჰანგი პირველი: Yann Tiersen - La Noyée
მადრიდის ცხელ ქუჩებში მტვრის საშინელი ბუღი ტრიალებს. მარცხნივ თუ გაიხედავ მოცეკვავე ბავშვებს დაინახავ, მარჯვნივ - პომიდვრის, კიტრის, ატმის, ვაშლისა და ყვავილების გამყიდველებს. ირგვლივ ისეთი სიცხეა სული შეგეხუთება, მაგრამ ეს ფაქტი სულაც არ აწუხებს ჭილისქუდიან მამაკაცს, რომელიც გავარვარებულ ასფალტზე მიაბიჯებს და თან წამდაუწუმ სანდლებს იფერთხავს, ალბათ, იმიტომ, რომ ფერადი სილა ფეხებში ებლანდება. ღიმილით შეჰყურებს ხმაურიან ესპანელებს, უსმენს მათ ქოთქოთს და წამით არ ევაჭრება მაღალ ფასზე, რომელიც საზამთროს სანაცვლოდ მოსთხოვეს.
- ტურისტია და მეტი დაუფასე! - გასძახა მოხუცმა მეუღლეს.
- სწორედ ამას ვაკეთებ, ალფონსო, ღმერთმანი, სულ რატომ მასწავლი ჭკუას?! - გაცხარდა ქალბატონი.
სავარაუდოდ, ისინი ფიქრობდნენ, რომ ქერათმიანს მათი საუბარი არ ესმოდა, თუმცა მწარედ ცდებოდნენ... მიუხედავად ამისა, სულაც არ შეუმჩნევია წყენა ან რამე ამის მსგავსი. ფული ყოველთვის ხელის ჭუჭყად მიაჩნდა და რაც მეტს გასცემდა, მით მეტ ბედნიერებას გრძნობდა. მწვანე ბურთი ბადისებურ ჩანთაში მოათავსა და გზა განაგრძო.
- შეხედე, მას საზამთრო აქვს! - გადაუჩურჩულა ათიოდე წლის გოგონამ ბიჭუნას ღრმა ცისფერი თვალებით.
- ნუ ნაღვლობ, მარია, - ცხვირი მოიწმინდა დასვრილი სახელოთი - ოდესმე ჩვენც ვიყიდით...
არა, საერთოდ რა ჯანდაბად იყიდა ის უზარმაზარი გორგალი?! თავადაც მშვენივრად იცოდა, რომ სასტუმროში არასდროს დასჭირდებოდა გარეთ ნაყიდი ხილი, მაგრამ უცნაური ჩვევები ჰქონდა... დაინახავდა და მორჩა! მისი უნდა ყოფილიყო!
გაუბედავად მიუახლოვდა ბავშვებს, ჩაიმუხლა და ჩანთა მიწაზე დადო.
- შეგიძლიათ საზამთრო დამიჭრათ? - ჰაეროვანი ჩოლკები შუბლიდან გადაიწია - სახლამდე საკმაოდ დიდი გზაა, მე კი ძალიან მწყურვალი ვარ!
ESTÁS LEYENDO
Estella Brillante (დასრულებული)
Romanceჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, რამხელაა მონმარტრი!!!