ჰანგი მეშვიდე: ვაჟა აზარაშვილი - საცეკვაო მოედანზე
ცხოვრება ისე მალე გადის... გაიხედავ და მზე ჰორიზონტს მისდევს, თვალს დახუჭავ და მთვარე ტოვებს სარეცელს... თან როცა გიყვარს, არასდროს გყოფნის ეს მომადლებული წამები! დრო ყოველთვის არასაკმარისია ტრფობისთვის - აი, რაშია პრობლემა!
ის საღამო ორივესთვის ამაღელვებლად სასიამოვნო გამოდგა. ერთი კოცნა და მეტი არაფერი! ცოტა ხომ არ გგონიათ?! ალბათ, მკლავებშიც ჩაადნებოდა გონებადაბინდული, მაგრამ ცხელმა ტუჩებმა, რომელმაც ქალიშვილს პირველი კოცნა მოსტაცა, ამის საშუალებაც სრულებით წაართვა.
და შეხება იყო გრძელი - არა მოძრავი. ვნებამორეული - არა თავხედურად ზღვარგადასული. ნეტავ, სამუდამოდ გაგრძელებულიყო...
- სენიორ... - სუნთქვაარეულმა ამოიჩურჩულა და უფროსის სხეულს აეკრო.
- არაფერი თქვა... - ცხრაკლიტული აღმართა აცახცახებული ბავშვის გარშემო. ისე ჩაიხუტა, როგორც დიდიხნის მოწყურებული სიყვარული პირველად...
აღმერთებდა, მაგრამ ვერ ამტკიდებდა...
შეეხო და ამით საბოლოოდ გატეხა საკუთარ თავთან დადებული ფიცი...
***
- ძვირფასო, სწავლის საქმეები როგორ მიდის? - იკითხა სერხიომ და ბრაზილიური სიგარა გააბოლა.- გმადლობთ, მამა, მშვენივრად! - ფეხები გადააჯვარედინა ესმერალდამ - მასწავლებელი მალე გაიღვიძებს და მასაც ჰკითხეთ!
- როგორც ჩანს, მოგწონს თეჰიონი, არა? - შევერცხლილი თმა შეისწორა.
- დიახ, ძალიან! ისეთი დახვეწილი და ელეგანტური მანერები აქვს - ძალაუნებურად ვინუსხები... - გაეღიმა გოგონას.
- გეთანხმები, ნამდვილად კარგი მაგალითია შენთვის! - კვერი დაუკრა ქალიშვილს - სამწუხაროა, რომ ასე მალე გვტოვებს...
- გ-გვტოვებს?! - ენა დაება და ნერწყვი მტკივნეულად გადაყლაპა.
VOCÊ ESTÁ LENDO
Estella Brillante (დასრულებული)
Romanceჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, რამხელაა მონმარტრი!!!