ახალი სემესტრი დაიწყო.
ახალი საგნები და ახალი პროფესორები დაგვემატა.
აუდიტორიაში შევედი, პირველად უნდა გვქონოდა ახალი საგნის ლექცია.
მე დ ბექიონი გვერდიგვერდ დავჯექით,
მთელ აუდიტორიაში ბავშვების ჩურჩული ისმოდა... მეც დამაინტერესა რა აჩურჩულებდათ.. ერთ-ერთ ჯგუფელს ვკითხე.- ამ საგანს ძალიან სიმპატიური პროფესორი ასწავლის. - მითხრა ერთმა
- არა მარტო სიმპატიური ულამაზესი და უსექსულურესი. - ჩაერთო მეორე.
- ამას გარდა არცისე დიდია... ახალგაზრდაა - განაგრძო მესამემ...საუბარში ვერც კი შევამჩნიე ისე შემოვიდა პროფესორი აუდიტორიაშია და მისი ბოხი ხმით სტუდენტებს დაწყნარება სთხოვა...
მზერა მაშინვე მას მივაპყრე... გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა...
თვალები შუბლზე ამივიდა გაოცებისგან...
რაც ბექიმაც შეამჩნია...- პატარავ რა მოხდა?
- არაფერი!- ვუარყე ის რომ პროფესორი ვიცანი და დამშვიდება ვცადე...
- აბა რა დაგემართა...? - ჩამეძია ბექი..
- არაფერი, მართლა ლამაზი პროფესორო ყოფილა.. - ისევ განვაგრძე იმის უარყოფა რომ ვიცნობდი...
ან როგორ უნდა მეთქვა, რომ მე ამ პროფესორთან სექსი მქონია. და არამარტო მქონია, ისე მიხმარა, დღემდე რომ მახსენდება ტანში ჟრუანტელი მივლის.პროფესორი სტუდენტების სახელებს კითხულობდა და მათ იცნობდა..
ჩემი ჯერიც დადგა.. ჩემი სახელი ამოიკითხა.
- ლი სოჰიონ!ფეხზე წამოვდექი და ჩემი თავი წარვადგინე. თუმცა ურეაქციოდ დარჩა, თითქოს ვერ მიცნო... ან იქნებ მართლა ვერ მიცნო... იმ ღამის მერე ხომ არც კი მინახავს.
საბოლოოდ თვითონაც გაგვეცნო - კიმ ჯონგინი...
მაგრამ მე რატომ მახსოვს რომ ქაი ჰქვია... ესე გამაცნო ჩანიოლმა...
ლექცია რომ დამთავრდა და სტუდენტები გავიდნენ აუდიტორიიდან.. მე უკან შევბრუნდი, ბექის ვუთხარი რომ ტელეფონი მაგიდის ქვეშ დამრჩა.. და არ იყო უკან გამოყოლა საჭირო...
YOU ARE READING
🔞 dirty Doctor🔞 (დასრულებული)
Short Story- როდესაც ფეხსაცმელს ყიდულობთ, მას ისინჯავთ? - ზუსტად ასეა პარტნიორის არჩევის დროსაც!