ჯონგუკი ბუსანში ყველაზე დიდი ბანდის, სამ იონგპას ნარკოდილერია.
ერთ დღეს, შემთხვევით, სხვა ნარკოდილერს გადაეყრება, რომელიც მათი მოწინააღმდეგე ბანდიდან, გომ სანპადან არის. ჯიმინს მეგობარი ყავს, რომელიც ამ ბანდის ხულიგანია.
თეჰიონის ცხოვრების დიდ ნაწილს, ხალხის ცემა შეადგენს და ღმერთო, ნამდვილად არაჩვეულებრივად გამოიყურება, როცა ამას აკეთებს.
მათი მეგობრობა, ძველ, მოწინააღმდეგე ბანდებს შორის ცეცხლს აჩენს და იწვევს ისეთ ომს, რომელიც აქამდე ქვეყანას არ ახსოვს.
დრაკონები ანადგურებენ და ვარსკვლავები ფეთქდებიან.
----------------------
სამ იონგპა - სამი დრაკონის ბანდა, სადაც ჯონგუკი ნარკოდილერია.
გომ სანპა - ოქროს ვარსკვლავის ბანდა, სადაც ჯიმინი ნარკოდილერია და თეჰიონი ხულიგანი.
სამხრეთ კორეის ბანდის კულტურაში, ტატუებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ. თითოეულ ბანდის წევრს, უნდა ჰქონდეს ერთი მაინც და ნებისმიერი დაპირისპირების დროს, რომელიც კი ბანდას და მის საქმიანობას უკავშირდება, უნდა გამოაჩინონ. სწორედ ამიტომ, ამ ისტორიაშიც ძალიან დიდი წონა და მნიშვნელობა აქვს ტატუსა და მათ მატარებლებს.
-----------------------
ფანფიქცია ჩემი არ არის, მე მას ვთარგმნი და ავტორისგანაც მაქვს უფლება.
აქვე ავხსნი რამდენიმე სიტყვას, რომელიც ტექსტში გამოყენებული მექნება და ორიგინალისგან განსხვავებით, ამ ტექსტში სხვა მნიშვნელობას ატარებენ.
ხულიგანი - ადამიანი, რომელიც ხალხის ცემითა და დაშინებით იღებს სასურველ ფულს და ზოგიერთ შემთხვევაში, არამხოლოდ მას. ხულიგნებს ნება აქვთ, სიკვდილამდე სცემონ ადამიანები და თუ საჭირო იქნება, მოკლან კიდეც ისინი.
ეგზორცისტი - ადამიანი, რომელიც ხულიგანისგან განსხვავებით, ფულს მხოლოდ დაშინებით იღებს იმ ხალხისგან, რომლებიც ვალს არ უხდიან. შეიძლება მათ ხალხი ცემონ, მაგრამ არასდროს კლავენ.
ნარკოდილერი - ადამიანი, რომელსაც კლიენტებამდე ნარკოტიკი მიაქვს და სანაცვლოდ ფულს იღებს.