.

759 46 1
                                    

  სახლში მივედით.მანქანის ძრავa გამოვრთე,სიმღერა დაბალ ხმაზე იყო ჩართული,ალექსიმ აუწია ხმას,მერე შემომხედა,ხელი ჩამკიდა და  მკითხა:გიყვარს ?

-რა გინდა?

-გამეცი პასუხი,სულ ვერ დაიძვრენ თავს

-არა არ მიყვარს.დაწყნარდი?

-კი,მითხრა და გამიღიმა,ასე ხელჩაკიდებულები ვისხედით ნახევარი საათი.მერე გადავედი მანქანიდან,ძლივს გადმოვიტანე,რასაც ქვია ალექსი და სახლში შევედით.დედას ეძინა უკვე როგორ ჩანს ,რადგან კარი გასაღებით იყო ჩაკეტილი.ალექსი ჩემს ოთახში შევიყვანე და დავაწვინე,ფეხსაცმელი გავხადე და ზევიდან პლედი დავაფარე,მალევე ჩაეძინა,რადგან გათიშული მთვრალი იყო.საათს დავხედე  ღამის 2 საათი იყო,არ მეძინებოდა ამიტომ ჩემთვის ჩაი გავიკეთე და მეორე სართულზე ავედი,აივანზე  გავიტანე წიგნი და კითხვა დავიწყე,დიდხანს ვიყავი აქ,მერე როგორც ჩანს დამეძინა  და დილით ჩემს ლოგინში გავიღვიძე.

   რა მშვენიერი დილაა,გავიღვიძე თუ არა ეს ვთქვი.საათს გავხედე  11 საათი იყო,ავდექი და დავინახე ჩემს წინ დივანზე ალექსი  იწვა,მივედი და პლედი დავაფარე,უნდა წამოვსულიყავი როდესაც გაიღვიძა.

-სად მიდიხარ

-არსად მეგონა გეძინა

-უკვე აღარ

-რა მიანტერესებს იცი  საწოლში როგორ აღმოვჩნდი

-არვიცი

-აუ კაი რა შენც ქვემოთ დაგტოვე და აქ ხარ ახლა

-კაი ხო მე დაგაწვინე გარეთ დაგეძინა და ხო არ დავუშვებდი რომ გაციებულიყო ჩემი დიდთვალება

-კარგი მადლობა,არ გშია?

-კი და ეხლა შენ შეგჭამ

 მომვარდა და  ისე ჩამეხუტა,რომ არ გაეშვა მალევე გავიგუდებოდი

-გამიშვი დავიხრჩე

-კაი ჰო ბოდიში

 ქვემოთ ჩავედი დედაჩემი არ იყო სახლში,დარეკა და მითხრა რომ ბებიჩემთან წავიდა,მეკიდე მოვუყევი რომ ალექსი ჩვენთან იყო ღამით და ახლა უნდა გვესაუზმა,გაუხარდა რადგან ალექსი დედაჩემს ძალიან უყვარს.

-დღეს ჩემთან ხო წამოხვალ?

-რატო?რახდება?

-წვეულებას ვაწყობა,წამო რა

-არა არ მინდა,ვერცერთ შენ მეგობარს ვერ ვიტან

-აუ გთხოვ რა

-კაი ვნახოთ

-წავალ ეხლა მე და საღამოს 6ზე გამოგივლი

-რით წახვალ,მე წაგიყვან არ გინდა

-შენი შეწუხება არ მინდა

-არა რა შეწუხება,გამოვიცვლი და წაგიყვან

-კაი გარეთ დაგელოდები

 მოკლე შორტი და გრძელი მაისური ჩავიცვი,მანქანის გასაღები ავიღე და გარეთ გავედი.

-მიყვარს შენი ფეხები

-კაი ერთი,წავედით

-მოვდივარ

 გზაში ალექსის ძმაკაცი,ლაშა შეგვხვდა და ისიც წავიყვანე,სახლში როცა მივედით,გარეთ ალექსის დედა ანა იდგა,ეს ქალი ძალიან მიყვარს,ამიტომ გადავედი და თბილად მოვიკითხე.სახლში შემიპატიჟა  ყავაზე და უარი ვეღარ ვუთხარი.

-მია შვილო როგორ მომენატრე,რამდენი ხანი გავიდა ბოლოს რომ გნახე,ყავას ხომ დალევ

-კი დავლევ მადლობა

-მია თუ არ შეწუხდები ალექსის ოთახიდან წითელი ყუთი გამომიტანე,რაღაც უნდა გაჩვენო.მეც ავდექი და შევედი,არც მიკითხავს ოტახი სად იყო რადგან ნამყოფი ვიყავი

შევდეი ალექსის ოთახში და რაც იქ ვნახე ის დიდხანს ჩემს მეხსიერებაში იყო და ვეერაფრით ვივიწყებდი...

სიძულვილსა  და სიყვარულს შორისWhere stories live. Discover now