ვფიქრობდი რა ჩამეცვა,რაღაც ისეთი მინდოდა ალექსის აღფრთოვანება რომ გამომეწვია და გადავწყვიტე გრძელი ვარდისფერი სარაფანა და შავი მაღალქუსლიანი ჩამეცვა,თმები გავისწორე,სახეზეც მცირე მაკიაჟი გავიკეთე,როცა ალექსის მესიჯი მომივიდა:: დაბლა ვართ დროზე ჩამოდი!
ჩავედი თუ არა ალექსის სახეზე ღიმილი შევნიშნე.
ლაზარე-მია წვეულებაზე კი არ მივდივართ,ესე რატო გამოიპრანჭე
ტასო-რა გინდა შენ?იქნებ წვეულების კი არა ვინმეს გამო გამოიპრანჭა
მე-რას გულისხმობ ტასო,უბრალოდ მომინდა გამოპრანჭვა თან ფოტოების გადაღებაც მინდა
ალექსის ხმა არ ამოუღია,ორი ნაბიჯის გავლის მერე შემატყო რომ ქუსლებზე ვერ დავდიოდი და გვერდში ამომიდგა.
-დამეყრდენი თუ ვერ დადიხარ
-არ მინდა იყოს
-აუ ნუ ბავშობ რა,დამეყრდენი ეხლა შენი წაქცევა ნაღდად არ მინდა
-რატო ხო გაგიხარდება მე თუ რამე დამიშავდა
-გეყოს
მთელი გზა გვერდით მედგა და ცდილობდა ქუსლებიდან თუ გადმოვარდებოდი,ხელი შეეშველებინა.გულში ვფიქრობდი იქნებ არც იყო ალექსი ისეთი ცუდი როგორადაც მე მას აღვიქვავდი,იქნებ მე ვაბუქებ ბევრ რამეს,იქნებ სულაც ჩემი ფანტაზიის ნაწილია მისი სიცუდე,თავხედობა და ამპარტავნება,ეს ეჭვები მჭამდა,ამ მოგზაურობისას სრულიად ახალი ალექსი გავიცანი.
ბევრი ადგილი მოვიარეთ,მთელი რუმინეთი დავათვალიერეთ,ალექსი დავტანჯე ფოტოებს ვაღებინებდი,ყოველ ნაბიჯზე.საღამოსკენ გადავწყვიტეთ სადმე შევსულიყავით.ლაზარემ დაიჩემა კლუბში წავიდეთ,ტასოს დაბადების დღის მერე არ ვყოფილვარო,გართობა მინდაო აღარ ჩუმდებოდა,ამიტომ დავგუგლეთ და ყველაზე პოპულარულ კლუბში გადავწყვიტეთ წასვლა,ტაქსი გამოიძახა ალექსიმ.როცა მივედით უამრავი ადამიანი დაგხვდა,სასიამოვნო მუსიკა ჟღერდა,რომელმაც ცეკვა მომანდომა,დავსხედით თუ არა,ტასომ კონიაკი შეუკვეთა ჩვენთვის,ბიჭებმა კი წვენები,ლაზარემ უთხრა ტასოს არ გინდა,ნუ დალევო,მაგრამ ტასო რის ტასოა თავისი თუ არ გაიტანა.
-ალექს წამო ვიცეკვოთ
-შენ უკვე მთვრალი ხარ
-მე....ჰაჰა
-წავიდეთ,მგონი აჯობებს
-აუ წამო რა ვიცეკვოთ
არ ვეშვებოდი ალექსის,მაგრამ ვერ დავიყოლიე,მერე ლაზარემ ტასო გაიყვანა საცეკვაოდ.მე მეძინებოდა უკვე და ჩემდაუნებურად ალექსის მხარზე თავი დავადე,ალექსის გაუკვირდა შევატყე მაგრამ თან ესიამოვნა.
-მია
-გაჩუმდი...გაჩუმდი დამაძინე რაა
-აქ არ დაიძინო,გთხოვ
-რატო?
-გეშინია რო შენი წასაყვანი გავხდები?!იცი რა მაინტერესებს რატომ გძულვარ ასე ძალიან,რა დაგიშავე
-მია შენ მთვრალი ხარ
-რა მნიშვნელობა აქვს,მიპასუხე
-იმიტომ რომ...
თქმა ვეღარ მოასწრო,რომ ტასო და ლაზარე დაბრუნდნენ.
ლაზარე-წავიდეთ რა დავიღალე ძაან
ტასო-აუ ვიყოთ რაა
ალექსი-აუ ხოო წავიდეთ რა,მიასაც ეძინება უკვე თუ არ დაიძინა
ძლივს ვიდექი ფეხზე,ამიტომ ალექსიმ ხელში ამიყვანა,ლაზარემ ტაქსი გააჩერა,მერე ყველანი შიგჩავსხედით,მთელი გზა ვგრძნობდი მისი გულის ცემას,რომელიც მეტად აჩქარებული მეჩვენა,მინდოდა მეკითხა,რამდენი რამის კითხვა მინდოდა,მაგრამ სიმთვრალე თავისას შვებოდა,ძალიან მეძინებოდა.
სახლში როგორ?!როდის ან რით?! მივედით არაფერი არ მახსოვს,როცა გავიღვიძე საწოლში ვიწექი,მაგრამ ეს ჩემი საწოლი არ იყო,გვერძე გადავბრუნდი და ალექსის ეძინა.მერე მობილურს დავუწყე ძებნა,ვცდილობდი გამეხსენებინა წინა ღამით რა მოხდა,მაგრამ დიდად არაფერი მახსოვდა.ადგომას ვაპირებდი,როცა
-გაიღვიძე ჩემო დიდთვალებავ.
ალექსიმ ხელი ჩამავლო და მაგრად მიმიხუტა
-მორჩა მე არსად არ გაგიშვებ
-ხო კარგდა ხარ ?
-ამაზე კარგად ვერც ვიოცნებებდი
-უნდა ავდგე,გამიშვი
-გთხოვ ცოტა ხანიც ვიყოთ ასე რა
YOU ARE READING
სიძულვილსა და სიყვარულს შორის
Romanceყოველთვის სასიამოვნოა,როდესაც ვიღაცას უყვარხარ.ვიღაც შენთან ყოფნაზე ოცნებობს და ცდილობს თავი მოგაწონოს,როგორმე შენი ყურადღება მიპყროს.უამრავი გოგო არის სწორედ ასეთ გარემოცვაში მაგრამ არა მია,რომელიც სულაც არ არის განებივრებული ყურადღებით,არადა მას ძ...