Part 13

776 34 3
                                    


-არ ვთვლი რომ საჭიროა აგიხსნა რამე

-როგორ თუ რა საჭიროა შენ ჩემი..

-რა შენი?რატომ აღარ დაამთავრე

სწრაფად გაჩუმდა სათქმელი არაფერი არ ჰქონდა.

-მანქანა გააჩერე გადავალ

-არა არსად არ გაგიშვებ მანამ არ დავილაპარაკებთ ნორმალურად

-მე სალაპარაკო არაფერი მაქვს,საბოლოოდ დამანებე თავი

მთელი გზა არ მივეცი საშუალება,რომ რაიმე ეთქვა.სახლში მიმიყვანა,თუ არა მაშინვე მანქანიდან გადმოვედი და სახლში შევედი.ფანჯრიდან   გავიხედე და მანქანასთან მდგომი ალექსი დავინახე,ნეტავ რატომ არ მიდის სახლში,ან აქ როდემდე უნდა იდგას ,გარეთ გასვლა და მასთან ლაპარაკი არ მინდოდა ამიტომ მესიჯი მივწერე 

-როდემდე უნდა იდგე აქ?

-მანამ არ მოგინდება ჩემთან ლაპარაკი

-ეგ არასოდეს არ მოხდება

აღარაფერი მოუწერია.მთელი დღე  სწავლას დავუთმე,გვიან კი გადავწყვიტე ინტერნეტში ვაკანსიების მომეძებნა,მინდოდა რომელიმე სავადმყოფოში დამეწყო მუშაობა და რამდენიმე ადგილას  დავრეკე,მითხრეს რომ გასაუბრებაზე მივსულიყავი.ამ დროს facebook ზე  გიორგის სურათს მოვკარი თვალი და გამახსენდა რომ  მთაში  ვაპირებდით წასვლას და მივწერე

-გიო რას ვშვრებით როდის მივდივართ მთაში?

-როდის და ხვალ 

-ესე მალე?რატომ არ მითხარი  ცოტა ადრე, ჩასაბარგებელი ვარ

-გინდა მოგეხმარო

-როგორ მომეხმარები

-მოვალ

-უკვე გვიანია

-ოოო კაი რა

15 წუთში კარებზე ზარის ხმა გაისმა,გავაღე კარი და გიო დავინახე,სპორტული შარვალი და თეთრი  მაისური ეცვა თითქოს ამ წამს ლოგინიდან წამოდგაო,მის დანახვაზე სიცილი ამიტყდა

სიძულვილსა  და სიყვარულს შორისWhere stories live. Discover now