-არაფერი უბრალოდ შენი ხელის ჩაკიდება მომენატრა
-უაზრობებს ნუ ლაპარაკობ
მთელი გზა ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის.როცა მივედით აეროპორტში იქ ნინო დაგხვდა ჩვენი ლექტორი ბილეთები მოგვცა,რეგისტრაციაც მალევე გავიარეთ.თვითმფრინავში მე ვიღაც უცხო ბიჭთან ერტად მომიხდა დაჯდომა,ტასო და ლაზარე ერთად ისხდნენ, ჩემ წინ კი ალექსი იჯდა.მანამ ავფრინდებოდით ალექსიმ ჩემს გვერძე მჯდომს ადგილი გაუცვალა.
-მია შენთან საუბარი მინდა
-მე არ მინდა ბოდიში
-ნუ ბავშობ რა
-კიდე მე ვბავშობ?თავი დამანებე რა,აქ მაინც დამასვენე
-კაი ხოო
2 საათია ჰაერში ვართ ,ალექსის დაეძინა.მე ვკითხულობდი წიგნს,ძილი არ მეკარებოდა,როდესაც ალექსის ტელეფონზე მესიჯი მოვიდა,ვცდილობდი თავი შემეკავებინა და მის მობილურში არ ჩავმძვრალიყავი,მაგრამ ვერ მოვითმინე.ნიკა იყო მისი ძმა,წერდა მიასთან ურთიერთობა თუ გამოასწორეო,მერე მობილურის გახსნა გადავწყვიტე,პაროლი ედო ისე როგორ იქნებოდა,რო არ დებოდა ეგ უფრო გამიკვირდებოდა,ბევრი პაროლი მოვსინჯე,ბევრჯერაც დამებლოკა,ბოლოს ვთქვი ამასაც ვსინჯავ მეთქი და თუ არ გამოვიდა თავს დავანებებ,მაფრამ გაამართლა,პაროლი დიდთვალება იყო.ნიკას და ალექსის მესიჯებს გადავხედე,თურმე შერიგებას აპირებს.მერე ფოტოებში შევედი და იმდენი ფოტო ვიპოვე ჩემი,გაგიკვირდებათ და მე არც ერთი არ მქონდა ნანახი,აშკარად ჩემი გადაღებული არ იყო,სულ ისეთი ფოტოები იყო,როდესაც გოგოებთან ერთად სასეირნოდ ვიყავი,პარკში ან კაფეში.ნუთუ ალექსი მითვალთვალებს,რაში სჭირდება ეს,ამაზე ფიქრმა თავგზა ამიბნია.
-უამინდობის გამო დაშვება მოგვიწევს,პანიკაში ნუ ჩავარდებით
ეს ხმა გაისმა და მალევე დაშვება დავიწყეთ.რუმინეთში მოგვიწია დაჯდომა.ალექსიმ დაფეთებულმა გაიღვიძა.
YOU ARE READING
სიძულვილსა და სიყვარულს შორის
Romanceყოველთვის სასიამოვნოა,როდესაც ვიღაცას უყვარხარ.ვიღაც შენთან ყოფნაზე ოცნებობს და ცდილობს თავი მოგაწონოს,როგორმე შენი ყურადღება მიპყროს.უამრავი გოგო არის სწორედ ასეთ გარემოცვაში მაგრამ არა მია,რომელიც სულაც არ არის განებივრებული ყურადღებით,არადა მას ძ...