უსიამოვნო და ამავე დროს სასიამოვნო ამბავი

2K 55 4
                                    


ჩემი დილა როგორც ყოველთვის 1 საათზე იწყება,მიუხედავად ასე გვიან გაღვიძებისა ადგომა ყოველთვის მიჭირს,ვცდილობ რაც შეიძლება დიდი ხნით გავჩერდე საწოლში,თუმცა ვინ დაგაცდის,მიუხედავად იმისა რომ ზაფხულია და უნიში არ ვარ წასასვლელი დედა მაინც ყოველთვის ცდილობს მალე ამაყენოს საწოლიდან.

-მია ადექი,რომელი საათია

-დე კარგი რა,მეძინება ცოტაც და ავდგები

-შენმა ლექტორმა დარეკა

-ისეთი წამოვხვტი ამის გაგონებაზე,რო რავი.რა უნდოდა?

-რადა მიას,როგორც საუკეთესო სტუდენტს ვგზავნით ამსტერდამში 2 კვირით,თან დავალებაც გვაქვს მისთვის,დანარჩენს  დღეს რომ მოვა ვეტყვი,გთხოვთ გადაეცით  3 ზე შემხვდეს კაფეში,უნივერსიტეთან რომაა იქო

-ამის გაგონებაზე გიჟივით დავიწყე ხტუნვა,ძალიან გამიხარდა ,დე მერე შენ მიშვებ?

-კი აბა რას ვშვები,თან მოგიხდება დასვენება,მე ჩემებთან წავალ ქალაქში

-აუ საუკეთესო ხარ  ვყვიროდი და თან ვეხუტებოდი

-დროზე მია 2 დაიწყო გაემზადე და წადი არ დაგაგვიანდეს

-ეხლავე...ეხლავე.

ავდექი, აბაზანაში შევედი და მოვწესრიგდი.მაღალწელიანი ჯინსი და მწვანე მაისური ჩავიცვი,კეტები ამოვიცვი და გავეშურე,უნისკენ.გზაში ძალიან ვნერვიულობდი,თან მიხაროდა უკვე წარმომედგინა როგორ გავატარებდი დროს ამსტერდამში ყველაფერი დავგეგმე ჩემს გონებაში,როცა მივუახლოვდი კაფეს,მეორე მხრიდან მომავალი ნინო დავინახე.

-მია როგორ ხარ?ჩემო გოგო უკვე მომენატრე

-კარგად, ნინ შენ

ნინო ჩემი ლექტორი იყო ლიტერატურის,მე  ჟურნალისტიკას ვსწავლობდი,ნინოსთან კარგი ურთიერტობა მქონდა ამიტომ უნის გარეთ ერთმანეთს შენობით ისე მოვიკითხავდით,რომ  დიდი წლის მეგობრებს შეშეურდებოდათ.

-მია დავალება რაში მდგომარეობს იცი  ამსტერდამში შენთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე უნდა მოამზადო რეპორტაჟი,შენთან ერთად სამი  სტუდენტი მოდის,მერე თქვენს რეპორტაჟებს გავგზავნით ტელევიზიაში და რომელიც  მოეწონებათ,იმას დაიტოვებენ და აგიყვანენ თქვენგან ერთ-ერთს  ჟურნალისტად.

-ვაუუუუ ნინ როგორ გამიხარდა რა მაგარი ამბავია და ის სამი სტუდენტი ვინ არის? როდის მივდივარ?

-ლაზარე,ტასო,შენ და ...

-და ვინ კიდე?

-ეგ არ მოგეწონება


სიძულვილსა  და სიყვარულს შორისWhere stories live. Discover now