-6-

1.5K 189 42
                                    

ჰოსოკმა უნდა დატოვოს სტარტის ხაზი. დამშვიდობებისას ის ჯიმინს სთხოვს, არ იყოს გმირული,  უბრალოდ მიიღოს სიამოვნება პროცესისგან ან  გადმოვიდეს მოტოციკლეტიდან და დაივიწყოს ყველაფერი, ეს ასე  მნიშვნელოვანიც  არ არის! მინი შფოთავს, ფრთხილად იქნება. დაწყებამდე მხოლოდ ხუთი წუთია დარჩენილი. ჯიმინმა  გოგოს ახსნა-განმარტებებიდან გააცნობიერა, რომ აუცილებელია აქედან, პარკიდან 5 კილომეტრში მოხვედრა, ორგანიზატორებისგან ,,ბეჭედის'' აღება, უკან დაბრუნება და ბეჭედის ჩარტყმა აღრიცხვის რვეულში, გამარჯვებული მიიღებს ტაშს და ფასდაკლების კუპონს ლაფშაზე, რომელიღაც რესტორანში. ამაში რთული არაფერია, მათთვის ვინც ზუსტად იცის, როგორ გამოიყენოს მოტოციკლი,  მაგრამ ჯიმინისთვის, რომელმაც დაახლოებით იცის სად უნდა წავიდეს და ირჩევს ყველაზე უსაფრთხო და წყნარ გზას,  მთავარია დრო გაითვალისწინოს და ნელა იაროს.

- ჰეი, აზრს არ შეიცვლი? საყვედური ტონით სთხოვს ჯონგუკი.

- არც  იოცნებო.

- მაშინ ფრთხილად იყავი, ახურავს ჯიმინს სათადარიგო ჩაფხუტს, - სულელო ჰიონო.

შეიძლება ჯიმინს უბრალოდ მოეჩვენა, ან შეიძლება გუკის ხმა გახდა თბილი და რბილი, ყოველ შემთხვევაში ჯიმინი იღიმის მისი კითხვის გამო, ეს კარგის ნიშანია.

აქ ყველაფერი კარგად სრულდება, სასტვენის ხმა ისმის და ჯონგუკი გადამწყვეტად იხსნება წინ და თან მიჰყვება დანარჩენი მონაწილეებიც, მხოლოდ ჯიმინი დგას ადგილზე. როდესაც, საბოლოოდ ,,რკინის ცხენი'' თავის ადგილიდან გადაადგილება იწყრბს  შემაწუხებელი და ჟღერადოვანი ხმის გამოცემას, მინი მოულოდნელად ხვდება, რამდენად ახალგაზრდაა და რამდენს არ სურს ახლავე სიკვდილი. ის მთელი ძალით აჭერს გაზს და  არ სჯერა, რომ ის ეხლა  ნამდვილად მართავს მოტოციკლს, მის  თავში მარშრუტის კვალი არ დარჩენილა, ჯიმინი უკანასკნელია, რომელიც მიტოვებულ ტერიტორიას ტოვებს და მისი ერთადერთი მიზანია, საშინელი შემთხვევის თავიდან აცილება საბედისწერო შედეგით და მოტოციკლის გაჩერება  მინიმალური დანაკარგებით.

როგორ მოვეწონოთ ცუდ ბიჭს? (თარგმანი) (დასრულებული)Where stories live. Discover now