4

1.4K 114 2
                                    

15 წუთი არ იყო გასული, მე და ალექსი კვლავ წავკინკლავდით.
როდესაც, ყავა შევუკვეთე, ეგრევე მოვსვი. არ გამითვალისწინებია, რომ ცხელი იქნებოდა. იმდენად ცხელი იყო, კუჭში სანამ ჩავიდოდა, ყველაფერი ამომიწვა. ავკანკალდი და ალექსს ფეხზე გადავაქციე.
- შენ ნორმალური თუ ხარ? - წამოხტა.
- ძალით არ მინდოდა! უბრალოდ ძალიან ცხელია და ყველაფერი დამეწვა.
- და გადაწყვიტე, რომ მეც დაგეწვი არა?
- გეფიცები არა! - თან ჩანთიდან სველი სალფეთქი ამოვიღე.
- ჰო როგორ არა! - დამეჭყანა.
- კარგი, ახლა! ძალინაც ნუ გააზვიადებ! დაჯექი. სველისალფეთქით მოგაშორებ ლაქას. - დანაშაულის გრძნობას ვგრძნობდი.
- შენ რა მეკაიფები? - ყველა ჩვენ გვიყურებდა. - არა შეხედეთ, დამწვა ახლა კი სალფეთქით ლაქის მოშორებაზე ფიქრობს.
- სველი სალფეთქით. - შევუსწორე.
ღრმად ამოისუნთქა. ცდილობდა ნერვები დაეწყნარებინა.
ბორტგამცილებელი მოგვიახლოვდა.
- ბატონო, გთხოვთ დაბრძანდეთ. მგზავრებს ნუ შეაწუხებთ. - მიმართა ალექსს.
- მე ნუ შევაწუხებ? მე ნუ შევაწუხებ? თქვენ რა დამცინით? მდუღარე ყავა მან გადამასხა და კიდევ მე ნუ შევაწუხებ ვინმეს? - ნელ- ნელა უფრო და უფრო გამოდიოდა წყობილებიდან.
- ალბათ, შემთხვევით მოუვიდა. ახლა კი, გთხოვთ დაბრძანდეთ. - გაუმეორა თხოვნა ბორტგამცილებელმა.
- კარგით, კარგით. - დაჯდა.
   გადავიწიე მისთვის ლაქა მომეშორებინა. მოვაშორე კიდეც.
- მორჩა! ხედავ? ყველაფერი კარგადაა. ლაქაც აღარ ჩანს. - იმედიანად გავხედე. - თანაც ძალიან აზვიადებ. ბოლოს და ბოლოს ბიჭი ხარ.. კუნთებით..
- არა რა.. მგონი ჩემი ჭკუიდან შეშლა გინდა... კუნთებს დამწვრობასთან რა კავშირი აქვს? - ცოტახანი ისე მიყურებდა როგორც იდიოტს უყურებენ ხოლმე. მერე, კი გააგრძელა - მოდი ასე მოვიქცეთ: სანამ თვითმფრინავიდან არ ჩავალთ, ხმა არ გამცე. არც შემეხო. არც კი შემომხედო. უბრალოდ ჩუმად იჯექი მომდევნო 11 საათი.
- რა უფლება გაქვს გამაჩუმო ვერ ვხვდები?
- ოი, ქალბატონს თავისი უფლებების დაცვა მოუნდა?
- რატომაც არა?
- საკუთარი უფლებების დაცვასთან ერთად, სხვისი არ უნდა დაარღვიო. გსმენია რამე ამის შესახებ?
- შემთხვევით მომივიდა- მეთქი. - და ისედაც, ძალიან გააზვიადე! დამშვიდდი რა!
- მეკაიფები ხო?
- შემეშვი. - გავღიზიანდი.
- მეც იგივეს გთხოვ.
უბრალოდ დავეჭყანე. აღარაფერი მითქვამს.
    ასე 20- 25 წუთში ანასტასიამაც გაიღვიძა.
ცოტა ხანი, ფანჯრიდან იყურებოდა. ცოტა მე მელაპარაკა. მერე კი ნაყინი მოუნდა.
ალექსიმ შეუკვეთა.
- შენც ხომ არ გინდა? - მკითხა.
- არა გმადლობ. - უარი ვუთხარი. განა იმიტომ, რომ არ მინდოდა. არამედ, ჩემი ჯიუტი ხასიათის გამო. თუმცა, ალექსი ამასაც მიხვდა და მაინც შეუკვეთა 3 ნაყინი.
როდესაც მოგვართვეს, ჯერ ერთი აიღო და ანასტასიას გადააწოდა. მერე კი დანარჩენი ორი ერთდროულად აიღო. ბორტგამცილებელი გავიდა, მას კი ჩემთვის კვლავ არ გამოუწოდებია ნაყინი. ბოლოს გადავწყვიტე მე თვითონ გამომერთმია და ხელი გავიშვირე.
- რას აკეთებ? - მკითხა და ნაყინი მისკენ გაწია.
- რას უნდა ვაკეთებდე? ვიფიქრე გამოგართმევდი.
- რატომ?
- ერთი ჩემთვის ხოა?
- შენ არ თქვი არ მინდაო?
- ხო მაგრამ...
- რა მაგრამ?
- მაშინ სამი რატომ შეუკვეთე?
- იმიტომ, რომ ორი მიმერთმია.
- ორი?
- დიახ, ორი. რა იყო? რამე არ მოგწონს?
- არა არაფერი. უბრალოდ ისე. მაინც არ მინდოდა.
- მაშინ რატომ მართმევდი?
- ზრდილობის საკითხია.
- ზრდილობის?
- ხო.
- ვა, შენ ზრდილობაზეც გსმენია რამე? - უკვე უზრდელიც გამომიყვანა.
- თავს ნუ მაბეზრებ. - ვუთხარი ბოლოს.
- ეგ მე უნდა მეთქვა შენთვის.
- შემეშვი.
- დიდი სიამოვნებით. - კვლავ ზიზღით გამიღიმა. შემდეგ კი ნაყინი გამომიწოდა.
- რა იყო? - ვკითხე.
- ვიხუმრე. რა თქმა უნდა ერთი შენთვისაა.
- კაია, მაგრამ არ მინდა.
- როგორ არ გინდა? წეღან ლამის ხელიდან ამაცალე.
- ჯერ ეს ერთი, შენთვის ხელიდან აცლა არ მიცდია. მერე მეორეც, წეღან წეღან იყო.
- კარგი ახლა. გეყოფა ჯიუტობა. ისედაც მთელი დღეა ჯიუტობ. - უფრო ახლოს მოსწია.
- არ მინდა მეთქი.
- აიღი მეთქი.
- არ მინდა!
- მიდი რა... კიდევ უფრო ახლოს მოწია.
- არ მინდა! - ვუთხარი და შემთხვევით ხელი ავარტყი ნაყინს რომელიც პლასტმასის ჭიქაში იყო. ჭიქა ამოყირავდა და პირდაპირ ალექსის ზედას მოხვდა. მთელი მაისური დაესვარა.
   სანამ რამეს იტყოდა, ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. შემდეგ კი ხმა ამოიღო:
- მოდი, მე გამოვიცნობ: ძალით არ გინდოდა. - მითხრა და თან ძალით, ზიზღით და უემოციოდ გამიღიმა.
- გე-ფი-ცე-ბი! ძალით მართლა არ მინდოდა. უბრალოდ შენ მაძალებდი და ყელში ამომივიდა.
წარბები აზიდა. - ანუ ჩემი ბრალია?
- რა თქმა უნდა, რომ არ დაგეძალებინა, არაფერიც არ მოხდებოდა.
- არ ვიცი, ასეთი რა დავაშავე, მაგრამ, რაც არ უნდა ყოფილიყო დარწმუნებული ვარ შენ ჩემ გასამწარებლად დაიბადე. - მითხრა.
- ხო, ძვირფასო, აბა როგორ?! მხოლოდ ეგ არის ჩემი მიზანი. სხვა არაფერი. - ძალით გავუღიმე.

ბედი თუ ბედისწერა?Where stories live. Discover now