24

1.2K 113 12
                                    

როდესაც ალექსს ტელეფონი დაუჯდა დამტენის სათხოვნელად გავიდა და მითხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. მე კი, დივანზე ჩამოვჯექი.
  საკმაოდ დიდი ხანი ველოდებოდი. ბოლოს კი, მისი მოძებნა გადავწყვიტე.
- ალექსი ხომ არ იცი სად არის? - ვკითხე ანის რომელსაც, ხელში შამპანურის ბოთლი ეჭირა და ერთ-ერთი სიმღერის ტექსტს ბოლო ხმაზე ყვიროდა.
- რამე მითხარი? - დამიყვირა.
- გკითხე, ალექსი სად არის-მეთქი.
- ააა.. ალექსი.. ხო. - გალეშილი იყო და მის სიტყვებს ძლივს ვარჩევდი.
- რა ხო?
- ისა.. ამ... არაფერი. ალბათ მალე დაბრუნდებიან.
- დაბრუნდებიან? ანუ, ვინმესთანაა?
- ამმმ... კი.. არა... ჯობია არ იცოდე.
- ანი, მომიყევი ან თავად გავარკვევ.
- ოუფფ რა! სალომესთანაა. დაწყნარდი?
წარბები ავზიდე და ტანში უცნაურმა შეგრძნებამ დამიარა.
- სალომე ვინაა? - ვკითხე და თან
ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
- ერთი გოგოა რა..
- სად არიან?
- მგონი აუზზე. პირდაპირ და ხელმარცხნივ კარებია. იქიდან გახვალ.
- კარგი. მადლობა. - ვუთხარი და მისი ნაკარნახევი მიმართულებით წავედი.
აუზს, რომ მივუახლოვდი ალექსის ზურგს და იმ გოგოს, სალომეს ვხედავდი რომელიც მის წინ იდგა.
მიახლოვება, რომ დავაპირე გოგონამ შემამჩნია და თითქოს განზრახ ან შეიძლება არც ისე თითქოს, ალექსის სახე ხელებში მოიქცია და მისკენ მიიზიდა. შემდეგ კი აკოცა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა მაგრამ, ჩემთვის ნელა დასრულდა. გონებაში ფირივით ვატრიალებდი ამ მომენტს და მანქანის ფარების სინათლეზე გაშეშებული ირემივით ვიდექი ერთ ადგილზე.
რას აკეთებ?! -გაღიზიანებული ტონით ჰკითხა ალექსმა. ოდნავ, გამოვფხიზლდი და შევამჩნიე, ხელით როგორ იწმინდავდა კოცნას, თითქოს ეს რამეს შეცვლიდა. უკან არც შემობრუნებულა, პირდაპირ სახლში შევიდა. ვერც შემამჩნია.
გოგონა კი ნიშნის მოგებით შემომცქეროდა. ის ფაქტი, რომ ალექსს მისი კოცნა არ უნდოდა ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, თუმცა არც იმდენად საკმარისი იყო, რომ ჩემი სიბრაზე ჩემთავში შემენახა და ისე მოვქცეულიყავი, თითქოს არაფერი მომხდარა. ამიტომაც, სალომესთან მივედი და თან ირონიულად ვიცინოდი.
- კარგი ცდა იყო! - ტუჩები გადმოვაბრუნე.- იქნებ, შემდეგში ვიღაცას ისეთს აკოცო, შენი კოცნა რომ სურდეს... - თვალი ჩავუკარი.
სახლში ისე შევედი, სალომემ ვერაფრის თქმა მოახერხა, უბრალოდ თვალები გადაატრიალა.

ბედი თუ ბედისწერა?Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang