20

1.1K 115 5
                                    

დილით, მზის სხივების ნაცვლად, მოხუცი კაცის ხმამ გამომაღვიძა.
- ეი, ახალგაზრდებო! გაიღვიძეთ.
თავს ძალა დავატანე, რომ თვალები გამეხილა. როდესაც, გამოვფხიზლდი მივხვდი, რომ ალექსის მკლავებში ვიყავი. ალექსმაც გამოიღვიძა და რამოდენიმე წამი ერთმანეთს დაჭყეტილი თვალებით ვუყურებდით, მერე კი მზერა მოხუცი კაცისკენ გადავიტანეთ. იმხელა თოფი ჰქონდა მხარზე გადაკიდებული, ნამდვილად მონადირე იყო.
- აბა, ამიხსნით აქ რას აკეთებთ? - კარგად შეგვათვალიერა.
მე და ალექსი მაშინვე წამოვდექით.
- ძია, ბოდიშს გიხდით. გზა აგვერია, შემდეგ საწვავიც გაგვითავდა და იძულებულები ვიყავით თავი რამესთვის შეგვეფარებინა. - აუხსნა ალექსმა.
- დიახ, ასე მოხდა. - დავაზუსტე მეც. - კარზე დავაკაკუნეთ, მაგრამ რადგან არავინ გვიპასუხა და ირგვლივ სხვა ქოხი არ ჩანს, აქ შემოვედით. გთხოვთ, არ გაგვიბრაზდეთ. ბოდიშს გიხდით.
- კარგით, კარგით. გასაგებია, არც პირველები ხართ და არც უკანასკნელები ამ სიტუაციაში მყოფებიდან. მაგრამ, ახლა რას აპირებთ?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ალბათ, ცოტას გავივლით, მანამ სანამ ტელეფონი სიგნალს დაიჭერს. მერე, კი ჩემ მეგობარს დავურეკავ და ის წაგვიყვანს. - უპასუხა ალექსმა.
   მე კი იმაზე ვფიქრობდი, მშობლებისთვის როგორ ამეხსნა ეს სიტუაცია.
- ასე გაწვალდებით. მანქანაში რამოდენიმე ლიტრი ბენზინი მაქვს ბოთლებში. აქედან შორს არ უნდა ცხოვრობდეთ. ნახევარს ჩაგისხამთ და დანარჩენს ბენზინ გასამართ სადგურზეც დაამატებთ.
- ხო მაგრამ, თქვენ თავშესაფარში ისედაც დაუკითხავად გავჩერდით.. მგონი ეს ზედმეტი იქნება. - დაიმორცხვა ალექსმა.
- არ იქნება, არა. წამოდი გადაგისხამთ.
მოხუცს, ალექსმა მადლობის ნიშნად, ცოტა ფულიც დაუტოვა. მან კი ჩაი დაგვალევინა და 1-2 ამბავიც მოგვიყვა თავისი ახალგაზრდობის სიყვარულზე.

გზაში, მე და ალექსი რა თქმა უნდა კვლავ წავკინკლავდით.
- ევა ნერვები შემერყა. დილაა და ცოტა ნაზი სიმღერა მაინც ჩართე.
- რომ გამოფხიზლდე მხოლოდ იმიტომ ალექს.
- საკმარისად გამოფხიზლებული ვარ. ახლა კი ან შენ გადართავ ან მე.
- ვერაფერსაც ვერ გადართავ! უნდა აყვე სიმღერას. მართალია, თეძოების ვერა, მაგრამ ხელების ქნევა შეგიძლია.
- აჰამ.. ხელები ვიქნიო ხო? ... და საჭე შენ განდო? არასოდეს!
- უჰჰ, ალექს რა! ხო მიხვდი, რაც ვიგულისხმე.
  წამიერად ტუჩები დაბერა და სიმღერა გადართო.
- ალექსს! კარგი რა!
- რა იყო? მშვენიერი სიმღერაა. თანაც მშვიდია.
თვალები გადავატრიალე დაბლუთუზით One Direction - ის One Way Or Another- ჩავრთე ტელეფონიდან.
-
- შენ რა, One Direction- ს უსმენდი? - ღიმილით მკითხა როდესაც, სიმღერა დაიწყო.
- შენ რა, არა?
- რაც თავი მახსოვს. - გამიღიმა.
- არარსებობს! ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი ჩვენი გემოვნება რამეში მაინც თუ დაემთხვეოდა.
- ვერც მე! - მიპასუხა და სიმღერას ბოლომდე აუწია რამაც, ძალიან გამაკვირვა.. ცოტახნის წინ ხომ წუწუნებდა რამე მშვიდს მოვუსმინოთო.. მაგრამ One Direction- ი მაინც სულ სხვაა.
ჩემი საყვარელი მომენტი, რომ დაიწყო, ღვედი გავიხსენი, მანქანის სავარძელზე დავდექი, ლუქი გავაღე, თავი და ხელები გავყავი და ბოლო ხმაზე დავიწყე სიმღერა.. თუ მაგას, სიმღერას ვიწოდებდით.
- ევა, რას აკეთებ?! - სიცილით მკითხა ალექსმა და ხელით ფეხზე მომიჭირა, რომ არ დავცემულიყავი.
{ სიმღერის ორიგინალი ⬇️ }

- one way, or another, I'm gonna find ya..
I'm gonna get ya get ya get ya get ya. - თან ვიცინოდი თან ვმღეროდი.
- ალექს, ამყევი!! - ჩავხედე და ისე ვუთხარი. ისიც დაუყონებლივ ამყვა და ორივე ერთად ვმღეროდით:
" one way or another I'm gonna win ya.. I'll get ya, I'll get ya.
One way or another I'm gonna meet ya.. I'm gonna meet ya, meet ya, meet ya, meet ya.
One day, maybe next week.. I'm gonna meet ya..."
ისე ვიცინოდით, სიტყვები ვერ ვაბამდით. შემდეგ, დგომით დავიღალე, ჩვეულებრივად დავჯექი და ისე გავაგრძელე. მთელი გზა One Direction- ის სიმღერებს ვმღეროდით.

ბედი თუ ბედისწერა?Where stories live. Discover now