25

1.8K 132 22
                                    

თვეები გადიოდა და ერთმანეთი კიდევ უფრო და უფრო გვიყვარდებოდა. რაღაცეები შეიცვალა. ჩვენმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს. ალექსმა მითხრა, რომ მის მშობლებს ძალიან მოვეწონე. დედაჩემმა კი, ალექსის გამოჩენამდე შენ ლოყაზე, ღიმილისას ნაჩხვლეტებს ასე ხშირად ვერ ვხედავდიო.
იყო ნაკლებად ბედნიერი დღეებიც. რა თქმა უნდა, გვიჩხუბია კიდეც, ეს ხომ ბუნებრივია. ერთხელ, სადღაც წავიკითხე:
" არ არსებობს ურთიერთობა კამათისა და წყენის გარეშე. ადამიანები ბრაზდებიან, იბუტებიან... მაგრამ მხოლოდ ძლიერები ახერხებენ ერთად დარჩენას."
მართლაც ასეა. აქამდე ვერ ვწვდებოდი ამ სიტყვების აზრს, ყოველ შემთხვევაში ისე ვერა, როგორც ახლა.
გარემო და გარშემო მყოფები ყველას გვცვლის, მთავარია სწორ ადგილას, სწორ დროს, სწორ ადამიანთან აღმოჩნდე.
ალექსი დამეხმარა, რომ მივმხვდარიყავი ბედნიერება არ არის ნივთი, რომელიც უნდა მოძებნო. ეს არის ლამაზი და ნაზი შეგრძნება, რომელიც უნდა შექმნა და გაავრცელო, იმისათვის რომ დიდი ხანი გაგრძელდეს.
თუმცა, ხანდახან ბედნიერება ადამიანია...  და არა, ის არ იბადება ასეთი. მას შენს ბედნიერებად თავად აქცევ და ვერც აანალიზებ თუ რამდენად დამოკიდებული ხდები მასზე. ეს ბედნიერება კი, ეგოისტად გაქცევს. არ გინდა რომ გაუშვა ან სხვას დაუთმო. კლანჭებით გყავს დაჭერილი და გეშინია, რომ თუ წასვლის ნებას მისცემ, უკან აღარასოსეს დაბრუნდება. გჭამს შიში, რომ ის სხვას შეხედავს ისე, როგორც ადრე შენ გიყურებდა ხოლმე.
ეს ასეც უნდა იყოს. თუ კი, მისი დაკარგვის არ გეშინია, თუ კი ზემოთ ჩამოთვლილიდან არცერთის არ გეშინია, მაშინ რა აზრი აქვს მის ყოფნას შენ ცხოვრებაში?
სანამ ალექს შევხვდებოდი, იქამდეც გვისაუბრია მე და ჩემ დაქალებს ნამდვილ სიყვარულზე. როდესაც ვამბობდი, რომ მე მჯეროდა ჭეშმარიტი სიყვარულის ისე მიყურებდნენ როგორც, 7 წლის გოგონას უყურებენ ხოლმე, რომელიც ამბობს რომ არ დაქორწინდება და დედასთან დარჩება.
ნამდვილი სიყვარულის დღემდე მჯერა. მაგრამ ისიც მესმის, რომ ეს ბრილიანტივითაა. - ძნელად იშოვნება და ბევრი ყალბი ასლი არსებობს.
როდესაც ალექსს ვუყურებ ვხვდები, რომ ის სწორედ ის სწორად შერჩეული ადამიანია, რომელსაც სწორ დროს, სწორ გარემოში შევხვდი.
ახლა კი, მდელოზე პიკნიკი გვაქვს და მზის ჩასვლას ერთად ვუყურებთ თან ყოველივე ამას, ჩემში ვინახავ.
- ალექს?!
- გისმენ.
- რა მოხდება თუ კი, ერთხელაც ვინმე ჩემზე მეტად შეგიყვარდება?
- ეგ როგორ? - წარბები შეკრა.
- აი ვთქვათ, კიდევ ერთი გოგო გამოჩნდა შენს ცხოვრებაში, რომელიც ძალიან მოგეწონა და შეგიყვარდა... ჩემზე მეტადაც კი.
- შუბლზე ვაკოცებ და ვეტყვი, თუ რა იღბლიანია შენნაირი დედა, რომ ყავს. - მითხრა და თბილად გამიღიმა.
წარბები ავზიდე და სიხარულისგან ცრემლი გადმომივარდა. ეს, რომ შემამჩნია შემომეხვია და ლოყაზე მაკოცა.
- რამდენი შვილი გინდა? - ვკითხე.
- ორი - გოგო და ბიჭი. - გამეღიმა და ვუთხარი, რომ მეც სწორედ ასე მინდოდა.
ამ დღიდან წელიწადში, დავქორწინდით. ხელი დენვერში, იმ სანაპიროზე მთხოვა, სადაც პირველად მაკოცა.
2 წელიწადში უკვე ერთი წლის ბიჭი და ოთხი თვის გოგონა გვყავდა. პატარა, ბედნიერი ოჯახი შევქმენით.
  არ ვიტყოდი, რომ ასე დასრულდა ჩვენი ამბავი, რადგან წინ კიდევ ბევრი რამ გველოდბა. უბრალოდ, მინდა იცოდეთ, ყველა თქვენთაგანს ელოდება სიყვარული. შეიძლება დღეს არა, არც ხვალ ან არც ერთი წლის მერე არ შეხვდეთ მას, მაგრამ სადღაც, თუნდაც დედამიწის ბოლოში, ის გელოდებათ. ნუ ინატრებთ, რომ მას დაუყონებლივ შეხვდეთ რადგან თუკი, სწორ ადამიანს, არასწორ დროს შეხვდებით, ვერასოდეს მიხვდებით თუ რამდენად სწორი იყო ის თქვენთვის.
    აბა თქვენ იცით, არ დაკარგოთ იმედი და დატკბით ცხოვრებით. არ შეალიოთ თავი მათ, ვისაც მხოლოდ მაშინ უნდიხართ, როცა ეს მათ საჭიროებას ერგება.
     დასასრული... ან ახალი დასაწყისი.

ბედი თუ ბედისწერა?Where stories live. Discover now