11

1.3K 119 10
                                    

    კიდევ ცოტახანი ვიდექით კარებთან. ალექსს ვთხოვე სანამ ჯეიმსი არ გამოვიდოდა, არ წავსულიყავით. ვინც არ უნდა ყოფილიყო, ასე ვერ დავტოვებდი.

  საბოლოოდ ჯეიმსმა კარი გააღო, გამოვიდა და ჩვენთვის არც კი შემოუხედავს, თავდახრილი მაშინვე გაუდგა გზას.
- ამ ნომერში დარჩენა თუ არ გინდა, გაგიგებ. - მითხრა ალექსმა როდესაც ჯეიმსი ჩვენი თვალთახედვის ჰორიზონტს მოშორდა და თავით ჩემი ოთახის ნომრის კარზე მანიშნა.
- არა, არაუშავს. უბრალოდ, ცოტახნით მინდა აქაურობას მოვშორდე. რამოდენიმე საათით მაინც. - ვუთხარი.
- კარგი, ტასოს გავაფრთხილებ. არაფერი მოუვა რამოდენიმე საათით ნომერში თუ დარჩება.
- კი მაგრამ, ხომ არ ეწყინება?
- ჩიფსებით და შოკოლადებით თუ დაბრუნდებით, არა. - თვალი ჩამიკრა და  თბილად გამიღიმა.
   ტასოს პრობლემა არ ჰქონია. ალექსის ნომერში გაჩერდა ჩვენ კი კარგი დროის გატარება გვისურვა.
  რომ გამოვედით სასტუმროდან, საღამოს 7 საათი იყო.
- სად გინდა, რომ წავიდეთ? - მკითხა.
- სანაპიროზე. - ბევრი ფიქრის გარეშე ვუპასუხე.
- მაშინ, წავიდეთ. - მითხრა და ხელი გამომიწოდა. მეც გავუწოდე. ერთმანეთს გავუღიმეთ და ხელები მჭიდროდ ჩავჭიდეთ. სანაპირო იქვე იყო ამიტომაც ფეხით გავისეირნეთ. მსუბუქი ნიავი ჩემ წითელ კაბას აშრიალებდა და თმებს მიწეწავდა. ალექსს თეთრი, მოკლე მკლავიანი ზედა და ნაცრისფერი ბრიჯი ეცვა.
  სანაპირომდე ისე მივედით, არცერთს ხმა არ ამოგვიღია. ნაპირთან დავჯექით. ტალხღების ხმა ჩვენზე დადებითად მოქმედებდა. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, მაგრამ ვერცერთი ვერ ვბედავდით სიჩუმის დარღვევას.
- რამე მითხარი შენზე, ისეთი არავინ, რომ არ იცის. - მითხრა ბოლოს.
- ჰმმ.. პატარაობისას ასტროლოგობაზე ვოცნებობდი. - გავუღიმე.
მანაც გამიღიმა.
- ახლა რაზე ოცნებობ? - მკითხა.
- ბავშვთა თავშეფარის აშენებაზე. - გავუღიმე.
  წარბები აზიდა და გაიღიმა.
- ესე იგი, ბავშვები გიყვარს? - მკითხა.
- ვგიჟდები! ისინი ისეთი საყვარლები არიან..
კვლავ გაეღიმა.
- ვიცი, ერთერთს ახლა ვუყურებ. - თვალი ჩამიკრა.
დავიბენი.
- შენზე ვამბობ, შენზე. შენც პატარა ბავშვი ხარ. - ცხვირზე გამეთამაშა და ეშმაკურად გამიღიმა.
- პატარა ბავშვის რა შემატყვე? - თავი გვერდზე გადავხარე. თითქოს მესიამოვნა კიდეც ასე, რომ მითხრა.
- მხიარული, საყვარელი და საშინლად ჯიუტი ხარ. - დაიკრიჭა.
- მე ძალიან მომწონს ჩემი სიჯიუტე. - კმაყოფილად გავუღიმე.
- არ მითქვამს, რომ არ მომწონს. - მაცდურად გამიღიმა.
- ჰმ... კაი და.. შენი ოცნება რა არის? - ახლა მე ვკითხე.
- ეს წუთები უსასრულოდ, რომ გაგრძელდეს. - თვალებში შემომხედა და ისე მითხრა.
გამეღიმა.
- და ხელს რა გვიშლის? - ვკითხე.
- არც არაფერი. - გაიღიმა.
   ცოტახანი კვლავ სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მოგვიანებით მე დავარღვიე.
- სიმართლე თუ მოქმედება? - ვკითხე.
- სიმართლე. - მაშინვე მიპასუხა.
      გამეღიმა.
- რამდენი გოგო გყოლია? - ვკითხე მოურიდებლად.
- რატომ მეკითხები?
- რამდენი გოგო გყოლია- მეთქი!
- გოგო, ანუ.. როგორც შეყვარებული?
- ხო. რამდენი?
- 2.
- კარგი. ახლა შენ მკითხე.
- სიმართლე თუ მოქმედება? - მკითხა.
- სიმართლე. - თავდაჯერებულად ვუპასუხე.
- რამდენი შეყვარებული გყოლია?
- არცერთი. - თამამად ვუპასუხე.
- არცერთი?
- ხო, რა იყო?
- არა არაფერი.
- კარგი, ახლა ისევ, მე ვარ. სიმართლე თუ მოქმედება?
- მოქმედება. - მითხრა გაბედულად.
  დავიკრიჭე.
- წყალში შევიდეთ! - ვუთხარი, წამოვდექი და ხელი გავუწოდე, რომ წამომეყენებინა.
  წარბები აზიდა.
- ახლა?
- ხო, ახლა. წამოდი!
  გაეღიმა და ხელი ჩამკიდა, წამოვაყენე. ორივე წყალში შევედით. წყალი თბილი იყო.. შესვლისას ნელ- ნელა სხეულს გვიფარავდა. ბოლოს მკლავებდე მწვდებოდა და შევჩერდით. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, მერე კი ჩემი სახე ხელებში მოიქცია. გული ამიჩქარდა, სუნთქვა გამიძნელდა. მის ტუჩებს ვუყურებდი, ის ჩემსას. ჯერ, ტუჩის კუთხეში მაკოცა, მერე ცხვირზე ბოლოს კი კვლავ ტუჩებზე. თავს ფაიფურის თოჯინად ვგრძნობდი. თითქოს, მსუბუქ ნიავსაც კი შეეძლო ჩემი წაღება. ჟრუანტელმა დამიარა. იმ წუთებში თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი.

ბედი თუ ბედისწერა?Donde viven las historias. Descúbrelo ahora