23

1.2K 115 6
                                    

რამოდენიმე დღეში ალექსმა მითხრა, რომ მისთვის ანის დაურეკავს. თავიდან, არ ვუპასუხე მაგრამ არ გაჩერდა და მომიწიაო. თურმე, ალექსი დაბადების დღეზე დაპატიჟა. მან კი, უთხრა " არ ვიცი რამდენად მოვალ, მაგრამ თუ მოვალ მარტო არ ვიქნები, ევაც წამოვა." - ო.
რაზეც, ანიმ ასე უპასუხა: " ხო რა თქმა უნდა, ისიც წამოიყვანე. მასაც დავურეკავდი, მაგრამ ნომერი არ ჩამაწერინა. "
ხო, ხო აბა, რა. ზუსტად ჩემი დაპატიჟება იყო მისი მიზანი. თითქოს ვერ ვხვდებოდე, ალექსით რომ მოიხიბლა, ახლა კი მის წართმევას ცდილობს. მაგრამ, ვერ მივართვი.
- აბა, რას იტყვი წავიდეთ თუ არა? - მკითხა ალექსმა ვიდეო ზარით, მას შემდეგ რაც ანისთან საუბარი დაასრულა.
- წავიდეთ. - ვუპასუხე თავდაჯერებულად.
კამერიდან ეჭვით შემათვალიერა.
- დარწმუნებული ხარ? - მკითხა წარბ აზიდულმა.
- სრულიად. - ვუპასუხე ღიმილით და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- ევა, ხომ იცი, რომ ამას არავინ გაიძულებს. არც ვართ ვალდებული მის წვეულებაზე წავიდეთ.
- მე არ ვარ ის ადამიანი, რამე ძალით ან სურვილის გარეშე გავაკეთო. - თვალი ჩავუკარი.
წარბები აზიდა და ტუჩი გადმოაბრუნა.
- ვაუ.. მოხიბლული ვარ!
- სხვანაირად ვერც იქნები. შენ ხომ, თავად ევა სანიძეს ესაუბრები. - მზაკვრულად გავუღიმე.
ჩაეცინა. მეც ჩამეცინა. ორივე უაზროდ ვიცინოდით ერთმანეთზე.
- წვეულება ხვალ საღამოს 6ზე იწყება. გამოგივლი და წავიდეთ... და ხო მართლა, საჩუქარი ერთად ავარჩიოთ თუ მე ავურჩიო ცალკე?
სიტყვა " ცალკე" , რომ თქვა თვალები ლამის გადმომიცვივდა. ეგღა მაკლდა, ახლა ანის ტრაბახი მომესმინა თუ რა კარგი და რა ლამაზი საჩუქარი აურჩია ალექსმა მას.
- ერთად. ხვალ 5 ისკენ გამომიარე და წავიდეთ. - ვუპასუხე.
- კარგი.. და რა ვუყიდოთ?
- რამე ჩვეულებრივი.
- ჩვეულებრივი? - წარბები ოდნავ აზიდა.
- ჰო რა იყო? ჩვეულებრივს ჩვეულებრივი საჩუქრები უნდა აჩუქო ხოლმე... თუ გგონია, რომ ის არაჩვეულებრივია? - ცალი წარბი ავზიდე.
- არა, არა. ის ძალიან ჩვეულებრივია. სუპერ ჩვეულებრივი! - პატარა ბავშვი, რომ იფიცება შოკოლადი მე არ მომიპარავსო, ისე გამოიყურებოდა.
კვლავ ორივეს ჩაგვეცინა. შემდეგ კი, ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

ბედი თუ ბედისწერა?Donde viven las historias. Descúbrelo ahora