12

1.3K 115 10
                                    

-ცოტახნის შემდეგ, ჩვენ- ჩვენ ოთახებში დავბრუნდით.
მთელი ღამე არ მიძინია, მხოლოდ გამთენიისას მოვხუჭე თვალები.
გავიღვიძე, შხაპი მივიღე, გამოვიცვალე და საწოლზე წამოვგორდი. მალევე ნიტამ დამირეკა.
- გოგონი, სად დაიკარგე? გუშინ მთელი დღე გირეკავდი და არ მპასუხობდი.
- ნიტა, ვწუხვარ.. ვერ მოვახერხე შენვის მეპასუხა.
- რატო? რამე ცუდი მოხდა?
- კი და არა.
- ეგ როგორ? ალექსს ეხება რამე? - ნიტამ თითოეული დეტალი იცოდა ჩვენზე... გარდა იმისა, რაც გუშინ მოხდა.
- ხო.
- დღეს გამოგაკითხავ, ცოტა გავისეირნოთ, ვიჭორაოთ და თან ალექსიც გამაცანი.
- კარგი, კარგი. როდისკენ გამოხვალ?
- შუადღისვის.
- ძალიან კარგი, მოუთმენლად გელოდები!
ყურმილის დაკიდების შემდეგ, საწოლზე წამოგორებული ჭერს ვუყურებდი და ალექსზე და ჩვენ კოცნაზე ვფიქრობდი. მგონი ძალიან ვიჩქარეთ.. ან იქნებ ზუსტად დროული იყო? რატომ არ მირეკავს? ან რატომ არ მწერს? იქნებ ფიქრობს, რომ შეცდომა დავუშვით...
ცოტაც და ტვინი გადამეწვებოდა. ახლა, როგორ უნდა მოვიქცე? არ მინდა, იფიქროს ყოველ 3-4 დღის გაცნობილს ასე ვკოცნი. ადრე ალექსი მეზიზღებოდა, ახლა კი, არ ვიცი რას ვგრძნობ მის მიმართ. ისიც არ ვიცი მომწონს თუ არა. ორი დღე.. სულ ორი დღე და შეიძლება ერთმანეთი ვეღარც ვნახოთ.
უცებ ტელეფონმა დარეკა.
- ალექს! - ვუპასუხე.
- ევა! კარგია, რომ გღვიძავს.. დღეისთვის რამე გეგმა გაქვს? - მკითხა.
- სიმართლე გითხრა, კი. ჩემი დაქალი ნიტა უნდა მოვიდეს მერე კი გავისეირნებთ. თუ მოვახერხე, შენც გაგაცნობ.
- ჰმ.. კარგი. ანუ გოგოების დღე გექნებათ?
- ჰო, რაღაც მასეთი.
- კარგი, მაშინ აუზთან დაგელოდები.
- კარგი.
ყურმილი დავკიდე თუ არა, ჩემი ბარგისაკენ გავიქეცი. რა არ ჩავიცვი, რამდენჯერ არ გამოვიცვალე.. ბოლოს კი თეთრი სადა კაბა შევარჩიე, რომელიც მუხლებამდე მწვდებოდა. თმები გავიშალე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და ჩავედი.
როდესაც დავინახე, აუზთან ახლოს იდგა ხელში კოქტეილით. თეთრი ზედა ეცვა ღია, ლურჯი ჯინსის ბრიჯთან და შავი საათვალეები ეკეთა.
როცა, მანაც შემამჩნია, სათვალეები შუბლამდე აიწია, ამათვალიერ- ჩამათვალიერა და მაცდურად გამიღიმა.
მეც გამეღიმა და მისკენ წავედი. ის კი ჩემკენ.
- შესანიშნავად გამოიყურებით, მის. - თვალი ჩამიკრა და დააყოლა. - როგორც, ყოველთვის.
გამეღიმა და ლოყები გამიხურდა.
- გმადლობთ. - თავი ოდნავ დავხარე. შემდეგ კი გავსწორდი და დავამატე. - არ შემიძლია, თქვენი ქარიზმატულობა არ ავღნიშნო. - თვალი ჩავუკარი და გამეღიმა.
მასაც გაეღიმა.
- რამეს ხომ არ დალევ? - მკითხა მოგვიანებით.
- სიამოვნებით, მაგრამ სასმელის არჩევას შენ განდობ. - ეშმაკურად გავუღიმე.
- დიდი პატივია. - მითხრა, გამიღიმა და სასმელის მოსატანად წავიდა.
სანამ დაბრუნდებოდა, ნიტასგან შეტყობინება მივიღიე, სადაც ამბობდა, რომ 15 წუთში სასტუმროსთან იქნებოდა.
ალექსი 5 წუთში ხელში კოქტეილ პინა კოლადათი დაბრუნდა.
- ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია! - ვუთხარი მადლობელი სახით და გამოვართვი.
- ძალიან კარგი. -გამიღიმა.
- ხო, მართლა ნიტამ მომწერა. უკვე 10 წუთში აქ იქნება.
- კარგი. მშვენიერია.

10 წუთში ნიტამ დამირეკა და მე, ტასო და ალექსი მას სასტუმროს გარეთ შევხვდით. ერთმანეთი გავაცანი, ბოლოს კი ალექსსა და მის დას დავემშვიდობე.
ნიტას მანქანაში ჩავჯექით, დავიძარით და მას შემდეგ პირი არ გაუჩერებია.
- აი ეს მესმის! ბიჭიც ამას ქვია.. თან რა კუნთები აქვს..
- ნიტა!
- რა იყო, ტყუილს ვამბობ? არ ვიცი ბედია თუ ბედისწერა, მაგრამ ღმერთმა ასეთ ბიჭს შეგახვედრა.. ჯერ აეროპორტი, მერე თვითმფრინავი, ახლა კი სასტუმრო! ხვდები მაინც, რამდენად გშიფავთ ღმერთი?!
- ნიტა! ნუ სულელობ!
- მე კი არა შენ სულელობ. რას ერჩი ბიჭს? გარეგნობა? - უკეთეს ვერ ინატრებ. ხასიათი? - ზუსტად შენი შესაფერისი. ფინანსური მდგობარეობა? - შეძლებული ჩანს. ასაკი? - მაქსიმუმ 2 წლით თუ იქნება შენზე დიდი... გავაგრძელო? თანაც, მოსწონხარ კიდევაც..
- გუშინ მაკოცა.- ვთქვი ხმამაღლა, რომ შემეჩერებინა.
- რააა?! - დაიყვირა და ისე შემობრუნდა ჩემკენ, ლამის საჭეც შემოაბრუნა და გზას გადაუხვია.
- ნიტა, გადაირიე? ავარიაში მოვხვდებით!! - დავიყვირე.
- გოგონი, შენ მე გორაზე მგონიხარ, შენ კი ევერესტისკენ აგიღია გეზი.
გავუღიმე.
- და როგორ ჩაიარა? სად მოხდა? როდის? და მე ახლა რატო ვიგებ ამას? - კითხვები ისე მომაყარა, დაფიქრებაც ვერ მოვასწარი. თუმცა, ბოლოს ყველაფერი ავუხსენი. ის კი სიამაყით მომჩერებოდა.
- აი, ეს არის ჩემი დაქალი, ევა. მადლობა, რომ დაბრუნდი. - მითხრა ბოლოს სიამაყით.
გამეცინა.
- არც არასდროს წავსულვარ. - ვუპასუხე და გავუღიმე.

ბედი თუ ბედისწერა?Where stories live. Discover now