2თავი."მცდელობა რომ დავამთამრო ეს ჯოჯოხეთი"

2.7K 129 157
                                    

ქუქის P.o.v

დილით მზის საოცარმა და ფერადად მნათობმა სხივებმა გამაღვიძა.ადგომა არ მიჭირს ამიტომ მარტივად ავდექი,დავიბანე და ჩავიცვი.გადავწყვიტე რომ დღეს სახლში დავრჩებოდი.ფილმის ყურება დავიწყე 4 ფილმს ვუყურე,აქედან 3-ზე მეძინა.ნუ უკვე 7 საათი იყო და გადავწყვიტე მოწყენილობა სასმელით ჩამეკლო.დავიწყე სმა,ერთი "ბოთლი",ორი,სამი,ოთხი,მერე აღარ დამითვლია....
ხო უკვე ვგრძნობ ჩემს თვალებზე ცრემლებს,ჩემს თავს ვაგინებ ნუ უფრო სასტიკ ცხოვრებას,რომელიც ასე მეთამაშება.უკვე აღარ შემიძლია ამდენი ყალბი ცხოვრებით ცხოვრება.ერთი ხალხის თვალში მამიკოს საყვარელი ბიჭია .მეორე მამაზე მოძულე ბიჭუნა.მესამე ბიჭი, რომელიც აგენტია და ხალხის გადასარჩენად სიცოცხლეს წირავს.და მეოთხე...რომლის ცხოვრების შესახებ არავინ არაფერი  არ იცის.ამ მომენტში დედაჩემის სიკვდილმა თვალწინ გადამირბინა .ღმერთო თურმე მართლა რა მწარე ყოფილა დედის დაკარგვა... ავდექი და გადავწყვიტე ამ უაზრო ცხოვრებისთვის წერტილი დამესვა.

ახლა ხიდზე ვდგავარ და ვფიქრობ რა მოხდება თუ მოვკვდები? ინერვიულებენ ჩემზე?ვინმეს ეწყინება?ნუ დარწმუნებული ვარ ზოგს გაუხარდება.მართლა ამას გავაკეთებ?!გადავხტები და დავიდებ ცოდვათა ცოდვით უცოდველს? ვიცი,რომ დედა გამიბრაზდება!რადგან ის სამოთხეში მელოდა და ჯოჯოხეთში ამოვყოფ თავს,მაგრამ არ ვიცი უბრალოდ აღარ შემიძლია ჩემ ცხოვრებასთან ბრძოლა და უარესი მასთან იმ მონსტრთან ბრძოლა, რომელიც ყოველ დღე მახსენებს თავს.იმ არსებას მახსენებს, რომელმაც პირველად დასვარა ჩემი ხელი სისხლში.არსებამ, რომელმაც ის გოგო მოკლა,რომელთანაც პირველი ღამე დავკარგე( ნუ იმედია მიხვდით რაც ვიგულისხმე😁)მან ის მომიკლა.მამაჩემმა ეს დაფარა მისთვის ეს ჩვეული ამბავია,მისთვის ეს არაფერია ის ხომ განგსტერია მას ეს ფეხებზე ჰკიდია მის სამყაროში ეს ყოველდღე ხდება.ჩემგან ცოტა გაუკვირდა,მაგრამ არც კითხვები დაუსვამს.ერთადერთი რაზეც ჩემ მეორე მეს ვემხრობი ისაა რომ ორივეს გვძულს მამაჩემი ხო უბრალოდ მეზიზღება უფროსწორად გვეზიზღება.ეს საიდან ვიცი?როცა 14ის ვიყავი მან გამოაღწია ჩემი გონების უფსკრულიდან და მამაჩემის მოკვლა სცადა სულ იგინებოდა და დედის სიკვდილის გამო პასუხს სთხოვდა.ვიცი ის უგულოა,მაგრამ მასაც ახსოვს დედის ტკბილი კოცნა შუბლზე,მასაც ახსოვს ის ტკბილი ზღაპარი,რომელსაც დედა ყოველ ღამე გვიკითხავდა.მაშინ ის ბავშვი იყო და არავის არ ერჩოდა მაგრამ ის სულ ბოროტად იქცეოდა.ხო პატარაობაში ხშირად გამოდიოდა ჩემგან მაშინ ვერ ვაკონტროლებდი არ ვიცოდი რა იყო,როგორ უნდა მებრძოლა მის წკნააღმდეგ,მაგრამ ნელნელა ვისწავლე მისი გაკონტროლება,თუმცაღა სოგიერთ მომენტებში მაინც რთულია მისი გაკონტროლება,ამიტომ წამლებს ვსვამ.ეხ იმის გამო,რომ თავი არ მოვიკლა ჩემი მთელი ისტორია გავიხსენე იცი ეს იმას ჰგავს სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება წინ  გადაგირბენსო რომ ამბობენ.ჰეჰ ვიცი მთვრალი ვარ და გრძნობების კორიანტელში ვიწვი და ფხიზელი რომ ვიყო ამას არ გავაკეთებდი მაგრამ ამას ახლა მაინც გავაკეთებ. გავიფიქრე გონებაში ბოლო ცრემლი გადმომიგორდა და ხელი გავუშვი მოაჯირს,მაგრამ ვიღაცამ დამიჭირა მაჯაზე მაგრად მომიჭირა და ძლიერი მოქმედებით მისკენ მიბიძგა.მის ზემოდან აღვმოვჩნდი აშკარად თავი დაარტყა როცა მისკენ მიბიძგა ასფალტზე ბრახვანი მოადინა მე კი მგონი შედარებით გამოვფხიზლდი.ხო აშკარად ახალგაზრდა გოგოა.19-ი ან  20-ი წლის.ახლა რა ვქნა გადარჩენისთვის მადლობა გადავუხადო?!

მე და ჩემი მეორე მე😈(დასრულებული)Where stories live. Discover now