11 თავი."მე შენ მიყვარხარ..."😭😭

751 61 24
                                    

იონჯუს პ.ო.ვ

შუგამ მისამართს მიაგნო და ჩვენც მანქნებით დარაზმული წავედით იქ.შუგამ მითხრა,რომ არ წავსულიყავი,მაგრამ ეგონა შემაჩერებდა?

მივდიოდი და გზაში გუკს ველაპარაკებოდი

-ჰეი იონჯუ ჩემი გესმის საყვარელო?

-კი მესმის(მე)

-მომისმინე იცი როცა პირველად შეგხვდი ეს შენთვის არასდროს მითქვამს.ჩვენი პირველი შეხვედრა გახსოვს?(ქუქი)

-კი მახსოვს პარკში შევხვდით ერთმანეთს(მე)

-არა პირველად მე და შენ ხიდთან შევხვდით ერთმანეთს,როცა შენ შემაჩერე რომ თავი არ მომეკლა გახსოვს?(ქუქი)

-მოიცა ის შენ იყავი?(მე)

-კი მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი.ჩემი ცხოვრება არეული იყო.მეგონა,რომ ყველასთვის უმნიშვნელო ვიყავი.მაგრამ გამოჩნდი შენ და დამანახე რომ მე მნიშვნელოვანი ვარ და რაღაცას წარმოვადგენ,რომ მე ვიღაცას ვუყვარვარ და მეც მიყვარს სხვა,რომ ჩემი საძულველი ოჯახი ჩემთვის ძვირფასია და ჩემი სიცოცხლე მილიონობით ადამიანს გადაარჩენს.მადლობა რომ ამის შანსი მომეცი და მადლობა რომ დედაჩემის სიტყვები გამახსენე"შეიძლება ცხოვრება უსამართლოდ მოგექცეს,მაგრამ მაინც გამოჩნდება ის ადამიანი ვინც ამას გადაგატანინებს და ადამიანი,რომელიც ამ ტანჯვად ღირს"ეს სიტყვები მითხრა იმ ღამეს.დედა ხშირად მიმეორებდა კიდეც, მაგრამ ყველაზე კარგად იმ დღეს დამამახსოვრდა როცა ის გარდაიცვალა და შენც ჩემი სიცოცხლის ბოლო წამებზე გამოჩნდი და გაანათე ჩემი ცხოვრება, როგორც მზის სხივმა.-ამ სიტყვებზე ვერ ვწყნარდები.ვტირი და ვერ ვეუბნები იმ სიტყვებს რისი თქმაც ახლა მინდა რომ ისიც ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა სხვადასხვა უამრავი ფერით. უამრავ ფერი განმაცდევინა ჩემი შავთეთრი ცხოვრება შეცვალა.ჩემი ცხოვრება ფუნჯით სხვადასხვა ფერებში შეაზავა და ულამაზესი დღეები დამიხატა მასთან ერთად.ამას ვერ ვამბობ ვერ ვამბობ რომ სიგიჟემდე მიყვარს და ვაფანატებ მასზე.

მე და ჩემი მეორე მე😈(დასრულებული)Where stories live. Discover now