1 თავი

1.1K 25 0
                                    

      ისტორია მე არ მეკუთვნის!

„მე აქ ვერ დავდებ ზღვარს,
მე აქ ვერ ვიტყვი ლექსს,
ყველაფერს ამბობს ზღვა,
თუმცა არაფერს წერს.
ვფიცავ მიწას და მზეს,
ზღვის მაჯისცემა მშურს,
ზღვაო, არ გეტყვი ლექსს,
მხოლოდ დაგიგდებ ყურს.
მერე მოგანდობ თავს,
მერე მოგანდობ სულს,
თუ არ დამიმსხვრევ ნავს,
თუ არ გამწირავ სულ.“
ნ.დუმბაძე
***

ჩამავალი მზის შუქი, თვალწამრტაც პეიზაჟს ქმნიდა ზღვისპირა, დიდ ქალაქში. მშვიდი, აუღელვებელი ზღვა, მხოლოდ ნაპირს ეჩურჩულებოდა თეთრი ბუჟბუჟით და ქვიშაზე ტოვებდა გაუფასურებულ ნაშთებს. შეჯგუფული ნაძვები, მესაიდუმლეს თამაშობდნენ და წყლის მშვიდ ხმაურს, მათში გუდავდნენ. ზღვის საიდუმლო, სულელ კაცსაც წამით დაამდუმარებს. კაცთა მდუმარება კი, სულელსაც ჭკვიანად წარმოაჩენს ხოლმე. მაინც, არაფერი ამშვენებს კაცს, ვიდრე მდუმარება.

ქალაქსაც ხმა გაეკმინდა, თითქოს. ლურჯ ტალღებში ჩატეხილი მზის ეშვების დაუჯერებელი პეიზაჟი, ხმის იოგებს უხშობდა ქალაქის მცხოვრებთ და ისინიც, მშვიდი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ ტროტუარს. სიმყუდროვეს მხოლოდ სასწრაფოსა და პოლიციის ეკიპაჟის ხმამაღალი კივილი არღვევდა. მთავარი გზის თავზე აჭიმულ მაღალ შენობებს შორის, უღიმღამო, მონაცრისფრო ვარდისფერი კორპუსის ქვეშ, რამოდენიმე ადამიანი შეჯგუფულიყო ხმამაღალი ყიჟინით. თავები ცისკენ აღეპყროთ და თვალებგაფართოვებული შეჰყურებდნენ. მათში შეიმჩნეოდა ახალგაზრდა მამაკაცები, მოხუცები, ხალათიანი დედაკაცები და მათზე მიკრული ბავშვები.
-რას აკეთებს? გადმოვარდება. ვინმემ პოლიციას გამოუძახოს. -გაჰკიოდა მუცელგამობერილი, ორსული ქალი.
-მგონი თავის მო*ვლა უნდა, ვინმე ავიდეს. -მათ შორის, გაისმა ბოხი, მამაკაცის ხმაც.
მშფოთვარე ყიჟინისა და შეკივლების დრამატული სცენა გაჩაღებულიყო ბრბოთა შორის და პირზე ხელაფარებული შესჩერებოდნენ კორპუსის მე9 სართულს. გაშლილ დარაბებს შორის, კიაფობდა ახალგაზრდა ქალის შიშველი მკერდი, რომელსაც ვერ ფარავდა ჯინსის კომბინიზონის წვრილი სახელურები. მისი თმის შავი ტალღები გადმოჰფენოდა კორპუსის აგურის კედელს. მარცხენა ხელი თავს ქვევით ჩამოეგდო, ხოლო მარჯვენა ხელში ანთებული სიგარეტი ეჭირა და მშვიდად ურტყამდა ნაფაზს. ქალის ბაგეებიდან გამონაბოლქვი იისფერი კვამლი, მთვარისა და ჩამავალი მზის შეხვედრას, უფრო საინტერესო ფერებით ავსებდა. მოხრილი მუხლები, სარკმლის რაფაზე მყარად შემოეჭდო და თვალდახუჭული, სრულ სიმშვიდეს მისცემოდა. კორპუსის ძირიდან ამომავალ ხმებს, ნაზი მოძრაობით აყოლებდა თხელ მკლავებს და დროდადრო პირიდან თოლიების შეძახილის იმიტაციას აკეთებდა. მოსწონდა ადამიანთა აღშფოთებისა და შიშისგან გამოწვეული შერეული ხმები და ეს უფრო ათამამებდა მისი მკლავების ჰარმონიულ რხევებს. ბრბოთა თითქმის მონოტონურად გაჭიმულ შეძახილებს, სხეულის თამაშით აცოცხლებდა. ჯერ, მყარად შემოჭდობილი ფეხები შედარებით მოადუნა და უფრო გადმოიხარა, რაზეც ხალხის აღშფოთება იმატებდა და ახალგაზრდა ქალის ღიმილიც მათთან ერთად. შემდეგ კი უფრო გათამამდა, ცალი ფეხი სარკმლის მარჯვენა დარაბზე გაჭიმა ვერტიკალურად და მხოლოდ მარცხენა ფეხით იკავებდა სხეულს. ამან სულ გააგიჟა შერეული ხმები და ბრბომ, კივილსა და შეძახილებს უმატა. გოგონა კი ნაზად, ლასლასით ხლართავდა ხელებს სივრცეში. მარჯვენა, სიგარეტიანი ხელიდან იისფერი კვამლით ხატავდა წრეებს, რომელიც მის შავ თმაში იჟღინთებოდა, პირიდან კი კვლავ თოლიების შეძახილებს აჟღერებდა.

იო [დასრულებული ]Where stories live. Discover now