2 თავი

215 13 0
                                    

უშედეგოდ აკაკუნებდა ლეა თეთრ კარზე, არც ადამიანის ხმა ესმოდა და არც ნაბიჯების. შეამჩნია, რომ კარი გამოღებით იღებოდა და არა შეღებით. ტუჩები მოკუმა და ფრთხილად დასწვდა მრგვალ სახელურს. ერთ გადატრიალებაზე კარი გამოაღო და თვალები შიშისგან გაუფართოვდა.
კარის ზღურბლზე ძალიან ახლოს იდგა 191 სმ. სიმაღლის, გამხდარი ბიჭი. თოვლივით თეთრი კანი ჰქონდა და მუქი წაბლისფერი თმა, გვერდებზე მოკლედ შეკრეჭილი. შუაში მოზრდილი თმა მარცხენა მხარეს გადაეფინა და თითქმის სახის ნახევარს უფარავდა. გამოკვეთილი ყბები ჰქონდა და სწორი, ფართე, შუაში ოდნავ გატეხილი ცხვირი. მის საშუალო ზომის ტუჩებს ცოცხალი ვარდისფერი გადაჰკვროდა. ბუდეში ღრმად ჩამჯდარი და ცისფერი, მკვეთრი ზღვისფერი თვალები ჰქონდა. სწორედ რომ ზღვას ჰგავდა ეს თვალები, ზღვასავით საიდუმლოებებითა და თავსატეხებით იყო სავსე მისი მზერა და ფერი. მარცხენა ყურის ბიბილო მრგვალად, ფართედ გამოეჭრა და შავი რგოლი გაერჭო შიგნით, რომელშიც სიგარეტის ღერი გაეჩხირა. შავი, კოჭებთან გადაჭრილი თხელი შარვალი ეცვა. წელსზევით, შიშველი სხეული და მკლავები კი ფერადი ტატუებით ჰქონდა სავსე. მათ შორის გაარჩევდით ფერად თუ შავ-თეთრ ჩონჩხებს, ობობის ქსელებს, ადამიანების სახეებს, გაუგებარ წარწერებს... კისრის მთელს მარჯვენა მხარეზე ფრთებგაშლილი, მფრინავი ჩიტი დაეხატა. მარცხენა თვალის უპის კუთხეში კი მომცრო ზომის ჯვარი გამოესახა. იგივე ფორმის, შედარებით მოზრდილი ჯვარი კი მკერდს შორისაც ჰქონდა. იდგა ბიჭი კარის ზღურბლზე და ქვევიდან, გაურკვეველი, უცნაური ღიმილით შეჰყურებდა ლეას. ეს უკანასკნელი კი მიხვდა, რომ იოანე სპეციალურად არ უღებდა თავად კარს და მის შესვლას ელოდა.

ლეამ წამიერი შიში მკრთალი ხველებით გადაფარა და ღიმილით აუარა გვერდი ზღურბლზე გაჯგიმულ ბიჭს. ოთახს თეთრად შეღებილი კედლები ჰქონდა. შესასვლელის მოპირდაპირედ, დიდი, მთელს კედელს აყოლებული სარკმელი გამოეჭრათ. ოთახის მარცხენა კუთხეში მრგვალი, წითელი აბრეშუმის ზეწრითა და ბალიშებით გაწყობილი საწოლი იდგა, ხოლო შუაში კი მრგვალი, თეთრი მაგიდა, ერთმანეთის პირისპირ მდგარი ორი სკამით. ლეამ ფრთილად მოავლო თვალი ოთახს და მაგიდის მარჯვენა სკამზე მოთავსდა. შემდეგ ისევ კარისკენ გაიხედა. იოანე ისევ მისგან ზურგით იდგა და გოგონამ შეამჩნია მის შიშველ ზურგზე, თეძოებიდან დაწყებული შავი ბუმბულების წყობა, რომელიც თანდათან ბეჭების მიმართულებით მიდიოდა და ფართოვდებოდა. მიხვდა ლეა, რომ ჯერ დაუსრულებელ ტატუს უყურებდა და მზერა თავისი ჩანთისკენ გადაიტანა. პატარა წიგნაკი ამოიღო და მაგიდაზე, მის წინ დაიდო. მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, რომ მაგიდა ცარიელი არ გახლდათ, კალათბურთის ბურთი იდო ზედ, ზუსტად შუაში. დაძაბულობის მოსახსნელად, გოგონამ კალამი მოიქცია ორ თითს შორის და წიგნაკზე კენკვა დაიწყო. ფეხი ფეხზე გადაედო და მშვიდად ელოდა, როდის დაჯდებოდა იოანე მის მოპირდაპირედ. თვალს ჯიუტად არ აშორებდა წიგნაკს და თავს სიმშვიდეს აიძულებდა.
რამოდენიმე წამში, შიშველი ფეხების მძიმე მოძრაობის ხმა გაიგო ლეამ, რომელიც თანდათან უახლოვდებოდა თეთრ მაგიდას, შემდეგ კი ერთიანად დაეხეთქა ბიჭი მის მოპირდაპირედ, მაგიდის ბოლოში მდგარ სკამზე და ქვევიდან, ცივად გაუღიმა გოგონას. ლეამაც მაშინვე მიაპყრო მას მზერა. შემდეგ კი ბიჭმა, ფეხები აქეთ იქით შემოაწყო მაგიდაზე და ღრმად ჩაჯდა სავარძელში. ლეა უკვე მხოლოდ მის ლურჯ თვალებს ხედავდა, მისკენ დაჟინებულად მომართულს. ბიჭის სახის დანარჩენ ნაწილს კი, მაგიდის შუაში დადებული ბურთი ყლაპავდა.
ახალგაზრდა ქალმა, მაგიდაზე დადებულ ფეხებს შეავლო თვალი, მაგრამ შენიშვნის მიცემა არც უფიქრია. მისი დანიშნულება იყო, გაცნობოდა იოანეს ფსიქიკას, შეესწავლა იგი და შემდეგ მისი ტვინის ჯანსაღ მუშაობაში დახმარებოდა. მკრთალად ჩაახველა მან, ფეხი ფეხზე გადაიდო და კომფორტულად მოკალათდა.
-იოანე... -დაიწყო საუბარი გოგონამ და მაშინვე გააწყვეტინა ბოხმა, მშვიდმა ხმამ.
-იო... უბრალოდ, იო. -ბიჭი თვალს არ აშორებდა და გოგონას თითქოს აფორიაქებდა მისი დაჟინებული ლურჯი თვალები.
-კარგი... იო, აბა როგორ ხარ? -თბილი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან ლეას.
-ეგ შენ უნდა მითხრა. აქ მაგისთვის არ ხარ? -მზერა უფრო დაჟინებული ხდებოდა და ხმაც უფრო ცივი.
-მგონი, ჯობს ვითანამშრომლოთ. მე მინდა დაგეხმარო. -სრული სიმშვიდით განაგრძნობდა ახალგაზრდა ქალი.
-დამეხმარო? - ხმაში ირონია, ხოლო ბურთის ზედაპირიდან მომავალ ლურჯ თვალებში ოდნავი ცივი ღიმილი დაინახა ლეამ. -დახმარება შენ უფრო გჭირდება.
-რატომ? -ღიმილშერეული გაკვირვებით შეეკითხა ლეა და თავი ოდნავ გვერდზე გადახარა.
იომ მარჯვენა ხელი ბურთს დაადო და თავისკენ გადააგორა. შემდეგ კი, ორივე ხელში მოიქცია და მარჯვენა ფეხი მაგიდიდან ჩამოაგდო. ლეამ ბიჭის მთელს სახეს შეხედა, რომელიც სკამში კარგად ჩამჯდარიყო და ისევ ქვევიდან შეჰყურებდა ლეას. უცნაური მოეჩვენა გოგონას ეს მზერა, თითქოს მასში საკუთარ შიშველ სულს ხედავდა. თითქოს არაფერი იყო დაფარული ამ თვალებისთვის. ამან ოდნავ ააღელვა გოგონა და ფრთხილად გადაისვა იდეალურად მიწყობილ თმაზე ხელი. იო კი უფრო ღრმად ჩაჯდა სკამში, მაგიდის ქვევიდან გაიჭყიტა და ცალყბა ღიმილით შეათვალიერა გოგონას ფეხები, შემდეგ კი ურცხვად აჰყვა ზევით, ლეას თვალებთან შეჩერდა.
-მაღალი ქუსლები, მუხლამდე კაბა. თეთრი პერანგი ყელამდე შეკრული, თმის დავარცხნაზე ალბათ, დიდი ხანი წვალობდი. ჰო, და ეს დაყენებული... მომღიმარი სახე. -თავის მოძრაობით საკუთარი სახისკენ ანიშნა ლეას. -უშინაარსო ფიტულს ჰგავხარ.

იო [დასრულებული ]Donde viven las historias. Descúbrelo ahora