10 თავი

140 11 1
                                    

რისკენ მიისწრაფვიან ადამიანები? იმისთკენ რომ გაზოგადდნენ, იმისკენ რომ დაემგვანონ მათზე უფრო დიადს, თუმცა თავადაც არ იციან ვინ არის, ან რა არის ეს დიადი?! მოაქციეს მარწუხებში იდეა, რომლისკენაც მიისწრაფვიან და ყოველი ფეხის გადატრიალებაზე, თავს იმართლებენ, რომ ეს ადამიანური სისუსტის გამო მოუვიდათ. გამოიგონეს უამრავი ცნება, სიკეთისა და ბოროტების, სისუსტისა და სიძლიერის შესახებ და თავადაც ვერ გაურკვევიათ, რისთვის გაურბიან თავიანთ შინაგან ბუნებას?! თვლიან, რომ სისუსტე სიძლიერეს გაშორებს. სიმართლე კი ის არის, რომ მათაც არ იციან რა იმალება ამ ცნებების მიღმა. საიდუმლო აშინებთ, აშინებთ ჩაღრმავება, აშინებთ გარკვევა, აშინებთ ყოველივე უცხო, მხოლოდ იმიტომ რომ პასუხი ჩარჩოებს მიღმაა. ჩუმად აპარებენ თვალს ერთმანეთისგან მალულად და როგორც კი რაიმეს ვერ გაიგებენ, უმალვე უარყოფენ, უკუაგდებენ და იძულებენ. სიძულვილს იმით ამართლებენ, რომ ბოროტებას დევნიან. ბოროტებას კი სიძულვილი წარმოშობს, ალბათ... თუმცა, ვინ იცის... იქნებ, სულაც არ არსებობს ზუსტი ცნება, იქნებ სულაც არ არსებობს უკიდურესად მცდარი, ან უკიდურესად სწორი. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. სიბნელე წარმოშობს სინათლეს და სინათლე წარმოშობს სიბნელეს. ეს კი ისეთივე ცხადია, როგორიც ლეას ტკივილი. ისეთივე აშკარაა, როგორიც ლეას თავგანწირვა საყოველთაოდ აღიარებული ბოროტების წინაშე. მაინც, ვინ არის ადამიანი? მსაჯული თუ დამნაშავე? ალბათ, ორივე... დამნაშავე ყველაზე დიდ მსაჯულად წარმოგვიდგება ხოლმე, რადგან თავისი სიბოროტე გადაფაროს. თავისი სისუსტე გადაღებოს უხარისხო ფუნჯებით, რომელიც დაბრმავებულ თვალს მოატყუებს. ისინი კი, როგორც დაგიპნოზებულნი, მორჩილად შეაბიჯებენ განმკითხველთა ბრბოში და იმთავითვე წარმოშობენ უსამართლობით გამოწვეულ ვითომდა, კაცობრიობის გადასარჩენად და დასაცავად გამიზნულ სიკეთეს, განდევნონ მათგან განსხვავებულნი. ყველაფერს კი იმ დიადის წინაშე მუხლმოსადრეკად აკეთებენ. თითქოს და ამით იცავენ მას, თითქოს და იმ უცხოს მისი წაბილწვა სურს. ბოროტებას ბოროტებითვე პასუხობენ და მათი შემხედვარე, სუფთა სული იბინძურებს თავს. ისვება ბრბოსაგან წამოსული სიძულვილით სავსე შეძახილებით და ამ სუფთა სულის ბავშვთაგან, შეიძლება ერთმა სულ სხვაგვარად დაინახოს. შეიძლება მსაჯულის ნაცვლად, დამნაშავეობა აირჩიოს, რადგან არ სურს დაემგვანოს ბრბოს. ბრბო კი მასაც ჩაქოლავს, მასაც გაწირავს და ეს უსაშველო ჯაჭვი იქამდე გაიჭიმება, სანამ კაცობრიობა იარსებებს. სულ რომ ერთი ადამიანი დარჩეს დედამიწაზე, საბოლოოდ, ისიც დაიღლება საკუთარი არასრულფასოვნებით, დანაშაულის შეგრძნებით, ანდაც სისასტიკით, რადგან ბრბოთა საყოველთაო იდეა, თითოეულში დევს. მარტოდ დარჩენილი კი ერთ დღესაც, მსაჯულად მოევლინება საკუთარ თავს და საკუთარ თავსვე ჩაქოლავს, რადგან იცის რომ ვერასოდეს გახდება ის დიადი. ვერასოდეს გახდება ღმერთი და არც ვისმე მსაჯული ყოფილა არასდროს, საკუთარი თავის გარდა.

იო [დასრულებული ]Where stories live. Discover now