4 თავი

165 12 0
                                    

ლია გაშეშებული, თვალებგაფართოვებული შეჰყინვოდა მანქანის სავარძელს და მის წინ გაშლილ სიცარიელეს შეჰყურებდა. მანქანაში გამეფებულ სიჩუმეს, მხოლოდ ლეას აჩქარებული გულისცემა არღვევდა. მთელი სხეულით კანკალებდა ახალგაზრდა ქალი. სიცივემ აიტანა, ტუჩები გალურჯებოდა და იმ მომენტში, ვერც ტკივილს გრძნობდა ზურგისა და საჯდომის არეში. მაშინ პირველად იგრძნო სიკვდილის სიახლოვე, პირველად იყო ის გოგონასთან ძალიან ახლოს და პირველად გადაურჩა მას. კანკალი თანდათან უფრო იმატებდა, ბოლოს კი ხელები დაეგრიხა, ფეხები სავარძელზე შემოაწყო და აკანკალებული ხელები მას შემოხვია. გაურკვეველი ხავილი და უჩვეულო ბგერები ისმოდა მისი პირიდან, იო კი დუმდა. მშვიდად, აუღელვებლად სუნთქავდა და ლეას ნახევრად შიშველ სხეულს ცალყბა ღიმილით ათვალიერებდა.
-გახდილი შედარებით უკეთესად გამოიყურები. -სიცილით წარმოთქვა ბიჭმა. ლეამ კი ცივად გახედა, იდეალურად შეკრული თმა თვალებში ჩამოჰყროდა და შეშლილი სახით უყურებდა მომღიმარ იოს.
-გაჩუმდი! -დაიყვირა ბოლოს მან. -სიტყვა აღარ თქვა! შენი ცინიზმი უკვე ყელში ამომივიდა, გაიგე? -ბოლო ხმაზე გაყვიროდა გოგონა, ბიჭს კი სახე უფრო მეტად ეხსნებოდა და ბოლოს მთელი ხმით გადაიხარხარა.
-ეს სიგიჟეა, ეს ავადმყოფობაა, ეს წარმოუდგენელია, ეს მე არ ვიყავი, შენ მე ჭკუიდან მშლი... -გაფითრებული, სახეწაშლილი და ხმაშეცვლილი ბურტყუნებდა გოგონა და მის წინ გაშლილ სივრცეს შეშტერებოდა. სახე არაადამიანური და შეშლილი ჰქონდა.
-იმაზე დიდ სიგიჟეს ვერ ჩაიდენ, ვიდრე ჩემთან საქმის დაჭერაა. -მშვიდად მიუგო იომ.
-მე ჩემს მოვალეობას შევასრულებ და ყველაფერს დავივიწყებ. ძველ ცხოვრებას დავუბრუნდები. -იგივე ხმით ბურტყუნებდა ახალგაზრდა ქალი და კანკალი უფრო მეტად ერეოდა მის სხეულს.
-არ უნდა დამთანხმებოდი, ახლა უკვე გვიანია. ვერასოდეს ვეღარ დაუბრუნდები ძველ ცხოვრებას. -სიცილით დაუსისინა ბიჭმა.
ლეამ გამოხედა, სავარძელზე აწეული ფეხები მანქანის იატაკზე ჩააცურა და ბიჭისკენ შეტრიალდა. ოდნავ დაწყნარდა და აკანკალებული სხეულიც შედარებით დაუმშვიდდა.
-გვიანი არასოდესაა. ადამიანს ყოველთვის შეუძლია ახალი ფურცლიდან დაიწყოს, ეს შენც შეგიძლია.
-იმ დღეს, როდესაც ჩემს ოთახში ფეხი შემოდგი, უკვე დაიწყე ახალი ფურცლიდან. -ცივი ღიმილი არ შორდებოდა ბიჭს სახიდან.
-გგონია ასეთ სიგიჟეებში კიდევ აგყვები? -ქალი უკვე თავდაჯერებით საუბრობდა, ბიჭს კი მის ნათქვამზე უფრო გაეცინა და უკვე ტუჩებში მოქცეულ სიგარეტის ღერს გაუკიდა.
-ეჭვიც არ მეპარება, რომ ამყვები. -სიცილით გამოუშვა იისფერი კვამლი პირიდან.
-ცდები, იო. მე ეს იმისთვის გავაკეთე, რომ დამემტკიცებინა შენთვის ჩემი ნდობა რომ შეგიძლია.
-არა, შენ ეს იმისთვის გააკეთე, რომ ფული და დიდება გიყვარს. წაგებას ვერ ეგუები, მაგრამ ერთი პატარა ნიუანსი გამოგეპარა.
ქალს კმაყოფილი ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან და დაბნეული თვალებით შეაშტერდა იოს სახეში.
-რა ნიუანსი?
-ის, რომ სანამ შენ შემისწავლი, მე უკვე შესწავლილი მყავხარ. -თვალი ჩაუკრა ბიჭმა, შემდეგ მისი მკერდისკენ დაიხარა, რომელსაც შავი ბრა ფარავდა და პირიდან იისფერი კვამლი გამოუშვა, რომელიც გოგონას მთელს სხეულს მოედო. ლეას მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ეკლებმა დააყარა, ეს იოსთვისაც შესამჩნევი გახლდათ და მკერდიდან ამოხედა თავისი ლურჯებით. ქალი სუნთქვააჩქარებული დაჰყურებდა მას, რამაც იოს სერიოზულ სახეს ცივი ღიმილი მოჰგვარა, შემდეგ კი ხარხარით დაუბრუნდა თავის სავარძელს.

იო [დასრულებული ]Where stories live. Discover now