12 თავი

141 12 0
                                    

ყოველი დღე, ერთმანეთს ჰგავდა ლეასთვის. უინტერესო, უმიზნო და გაუფასურებული გახდა ყოველი მზის სხივი ლეას სარკმელში. გოგონას დღეები ან უკიდურესად პოზიტიური იყო, ანდაც უკიდურესად სევდიანი. ბოლოს კი, ერთიანად მოიცვა სევდამ და თავისი პატარა ბინის კრემისფერი კედლები, დამცავ მუზარადებად შემოირტყა. ყოველი დღე უფრო და უფრო სევდიანი ხდებოდა. ლეა მხოლოდ ინსტიქტებს ჰყვებოდა, ღამ-ღამობით სეირნობდა კიდეც, მაგრამ ვერ აანალიზებდა რომ ქუჩაში იყო. თავი არც სახლში ეგონა, მთლიანად იოს ძახილში იყო გადართული მისი გონება, სხეული, გრძნობები...

ერთ-ერთი ასეთი გასეირნების დროს, პატარა კაფეს ჩაუარა, სადაც ნიკოლოზი დალანდა ქერა მანდილოსანთან ერთად. მამაკაცს ქალის ხელი ხელში ეჭირა და საჩვენებელ თითს ფრთხილად უსვამდა ხელის ზურგზე. თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს. ლეა ერთხანს კაფის გრძელ, მთელს სიგრძეზე აყოლებულ სარკმელთან იდგა, გაშლილი ხელები მასზე დაეწყო და ნიკოლოზის საჩვენებელი თითის მოძრაობას თვალს აყოლებდა. არ უგრძვნია გულის წყვეტა, არც სინანული, არაფერი უგრძვნია. უბრალოდ თითის ნაზი მოძრაობა მოსწონდა, თითქოს. ქალმა გაკვირვებით შემოხედა, მისი თავის მოძრაობას ნიკოლოზიც აჰყვა და სარკმელზე მობჯენილ ლეას რომ შეხედა, სინანულით დააცქერდა. ლეა კი კვლავ თითს უყურებდა, რომელმაც მომენტალურად შეწყვიტა ქალის ხელის ზურგზე ლასლასი და მაგიდის ზედაპირზე დადებულ მუჭში ჩაიმალა. ლეა სწრაფად მოშორდა ადგილს და ნელი მოძრაობით გაუყვა გზას. ნიკოლოზი არ ადევნებია, ერთხანდ მაგიდის ზედაპირზე გაუშტერდა თვალი, შემდეგ კი კვლავ გაუღიმა ქერა ქალბატონს და ისევ განაგრძეს, თბილი მუსაიფი.

იმ საღამოს ლეა საიდუმლო სანაპიროს ესტუმრა, თვალი გაუშტერდა ზღვის ჰორიზონტზე და ერთხელაც არ გახსენებია ნიკოლოზი. მხოლოდ იო ახსოვდა, მხოლოდ მისი შეხება, მხოლოდ მისი სიტყები უნდოდა, როგორი უხეში, როგორი სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო. ყველაფრით დაღლილს, წყლის უზარმაზარი ცხელი ბურთები გადმოუგორდა თვალთაგან, რომელსაც ხმამაღალი ძახილიც ამოაყოლა. გაჰყვიროდა იოს სახელს, მაგრამ უზარმაზარი ტალღების ხმამაღალი ხათქუნი, მაშინვე ჭამდა მის მისტყვებს. ზღვა საიდუმლოდ ინახავდა გოგონას ძახილს და მასში გუდავდა. იო კი არ ჩანდა, გაქრა ისე , თითქოს არც არასდროს ყოფილა. თითქოს, ლეამ თავად გამოიგონა და ახლა, მის მიბნედილ, მისუსტებულ გონებას აღარ შესწევდა ძალა, კვლავ დაეხატა ილუზია, რომელსაც იო ერქვა. შუაღამით, პრეზიდენტის სახლთან მივიდა. შორიახლოს დადგა და გათენებამდე იქ იყო. უყურებდა მესამე სართულის კრემისფერ ჟალუზებს. მოეჩვენა, რომ ჟალუზები შეირხა და იქედან ლურჯებმა გამოანათეს, მაგრამ ვერ გაარკვია ეს მისი წარმოსახვა იყო თუ სინამდვილე. უკვე ვეღარაფერში არჩევდა სინამდვილეს და ილუზიას.
ერთხელაც, ყავის გამზადების დროს, ჭიქა დადგა გაზქურაზე და წუთებში ერთიანად იფეთქა. ნამსხვრევები მიმოიბნია ირგვლივ, ერთი ორი ლეასაც მოხვდა და მარჯვენა ლოყა გაუსერა, თუმცა ლეას ესეც კი არ უგრძვნია. შუამდე გადატეხილი ჭიქა აიღო გაზქურიდან და იქედან მოსვა. ტუჩები დაუწვა გაცხელებულმა ჭიქამ, მაგრამ ესეც ვერ იგრძნო. გამხმარ ვარდს, რომელსაც თავისივე სისხლი ჰქონდა მიმხმარი, ესაუბრებოდა, ზღაპრებს უყვებოდა, ეფერებოდა. ახსენდებოდა, რომ ამ ვარდს იო შეეხო და ჰკოცნიდა ეკლიან ტოტს. გულში იკრავდა, მასთან ერთად იძინებდა, მასთან ერთად იღვიძებდა. მასთან ერთად ჭამდა და მასთან ერთად სვამდა. ღამ ღამობით, როდესაც სახლიდან გავიდოდა, სახლში ამ ვარდის ლოდინი აბრუნებდა. მხოლოდ ეს ვარდი იყო გზა, რომელსაც სახლამდე მიჰყავდა უგზო-უკვლოდ მოხეტიალე გოგონა.
ერთხელ, როდესაც საიდუმლო სანაპიროს ესტუმრა, მაღალ კლდის ფორმის ქვაზე, იო დაინახა. სირბილით აძვრა კენწეროზე, მაგრამ როცა მიუახლოვდა, ქვის პირი ცარიელი დაუხვდა. მუხლებით დაემხო გოგონა ქვაზე და ჯერ ისტერიკული ტირილი დაიწყო, ხმამაღლა ბღაოდა, ისევ იოს ეძახდა. შემდეგ კი, მომენტალურად დამშვიდდა, თვალი გაუშტერდა მშიერ, ამაღლებულ ტალღებზე, თითქოს ეძახდნენ, თითქოს მასში გადახტომისაკენ უბიძგებდნენ გოგონას, მაგრამ ლეა დროზე მოვიდა გონს. გააკეთებდა კიდეც ამას, სურდა კიდეც გადახტომა, მაგრამ იოსთვის უნდა ეთქვა, იოსთვის უნდა მიეწვდინა ხმა, რომ მას ის უყვარდა, რომ ის მარტო არ იყო, მას ლეა ჰყავდა. რომ მასაც ლამაზად მოეჩვენა ის ნახატი, რაც იომ შექმნა. რომ ისიც სიკეთედ თვლიდა ამას, რომ მას იოს სიკეთის აღქმის ესმოდა.

იო [დასრულებული ]Where stories live. Discover now