-1-

5.2K 129 1
                                    

_________

6 წლის როცა ვიყავი, ბავშვთა სახლში თავი უცნობმა წყვილმა შემოყო,ამ წყვილის უკან კი მორცხვი ბიჭი ატუზულიყო, რომელიც დედის კაბას ექაჩებოდა წავიდეთო, მაგრამ მისი სიტყვების მიუხედავად წყვილი ამან არ შეაჩერა, პირიქით უფრო მეტი გამბედაობაც კი შემატა.

ლიზა და გეგა მაშინ მხოლოდ 29ის თუ იქნებოდნენ, ილუშა კი 6ის,ჩემს ნაირად. მათ 6წლის ბიჭის შვილად აყვანა ჰქონდათ განზრახული, არჩევანიც კი ჰქონდათ გაკეთებული, თუ რომელს აიყვანდნენ, მაგრამ თურმე ამას არ შევუშინებივარ და ილიასკენ წავსულვარ - განსაკუთრებით მომწონს, როგორ იხსენებს ლიზა იმ მომენტებს, როდესაც ჩემი გაჩეჩილი და გაპუტული თმით ილიას მივუახლოვდი, ვუთხარი წამომყევი თქო და მასაც არ დაუყოვნებია.
თითქოს მეც მახსოვს ეს მაგრამ სრულად მაინც არა, მხოლოდ ის მახსოვს, თუ, როგორი აფორიაქებული დაეძებდა ლიზა ილიას, ის ხომ მისი შვილი იყო, ნამდვილი შვილი და ერთადერთი, რომელიც მეტი აღარ ეყოლებოდა და რომელიც 20 წუთი სადღაც გამქრალიყო და ობოლ გოგონასთან ერთად სხვენში მჯდარიყო.

ასე და ამგვარად მოხდა ყველაფერი. ზუსტად არ ვიცი იმ 20 წუთის განმავლობაში ილიას რეები ვებოდიალე, მაგრამ აშკარად შთაბეჭდილება დამიტოვებია თანაც ისე, რომ ჩემს გარეშე აღარსად მიდიოდა.

გამოსაცდელი ვადით, 1 თვით გავემგზავრე ლოლაძეების სახლში, ახლა კი აქ ვარ, ისევ აქ. მახსოვს, როგორ შემოვდგი აქ პორველად ფეხი, როგორ მთხოვდა ლიზა, წამოდი დაგბანო და შემდეგ სუფთა ტანსაცმელს ჩაგაცმევო, მაგრამ მე ეს არ მაინტერესბდა, მინდოდა სახლის ყველა დეტალი შემესწავლა, ყველა ნივთი და კუთხე, ამას ვაკეთებდი ყოველთვის, როდესაც გამოსაცდელი ვადით მიშვებდნენ უამრავ ოჯახში, მაგრამ იქ, სწორედ იმ სახლში, რაღაც ახალი დამხვდა, არავინ ყურადღებას არ მაქცევდა, არც ილია, რომელიც თავისი მანქანებით იყო გართული, არც ლიზა, რომელიც სადილს ამზადებდა და არც მომღიმარე გეგა, რომელსაც ხან ძვირფასი ცოლისკენ, ხანაც ტელევიზორისკენ გაურბოდა თვალები. სწორედ ეს იყო ახალი, რაც აქამდე სხვა სახლში არ შემიმჩნევია, როდესაც სახლში ახალი შესული, თავზე ათას კითხვას მაყრიდნენ, როდესაც ფიქრობდნენ, რომ ბავშვის აყვანით მათ ურთიერთობას რამე ეშველებოდა, ან მაშინ, როდესაც დანაკარგის ანაზღაურება უნდოდათ.
ოჯახიდან ოჯახში დავდიოდი, იმის იმედით, რომ ვიპოვიდი, ნამდვილ ოჯახს, ვიპოვიდი ნამდვილ სიყვარულს და არა ვალდებულებს ერთმანეთის მიმართ. და აი ისიც ვიპოვე და აღარ მინდოდა სადმე წავსულიყავი, მათბობდა ის გარემო, როდესაც ბედნიერ წყვილს შევყურებდი, როდესაც გამოშტერებულ ბიჭს ვხედავდი, რომელიც ბედნიერებას სულელურ მანქანებში ხედავდა.
ასე გაგრძელდა 1 თვე, ამის შემდეგ 1 თვე 6 თვედ იქცა,და შემდეგ 12 თვედ და შემდეგ სუდამოდ, სამუდამოდ ამ ოჯახში დავბინავდი.

ლურჯი ცა (დასრულებული)Where stories live. Discover now