-9-

1.3K 70 2
                                    

-ერთი, ორი და საააამი! - ბოლი ხმაზე იყვირეს და ყველა აუზში ჩახტა, ნუუ ჩემს და ცოტნეს გარდა.
პატარა ბავშვებივით იყვნენ, წყალს გვასხმადენენ და არა და არ გვეშვებოდნენ.

-ირინკა, ორი წუთი თმისამაგრი გამომართვი რა. - კესოს თმისამაგრი ეჭირა ხელში,, ახლოს მივედი და ჰოპ....... რაღათქმა უნდა მახე იყო. ტანსაცმლით და ყველაფრით აუზში ჩამაგდეს, რაზეც ყველამ სიცილი დაიწყო.

-გეყოთ უკვე ამდენი სიურპრიზები, თორემ ალბათ თქვენი სიურპრიზებით ვინმეს შეიწირავთ, - ავდუდღუნდი და ამოსვლა დავაპირე. ცოტნე მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა დაგეხმარებიო.

-აუუ მიდი რა, ეგეც ჩამოაგდე! - აზუზუნდნენ ერთდროულად, მე კი ყველას 2 წლის ბავშვივით ენა გამოვუყავი.

-მადლობა! - წყლიდან ამოვედი, მაგრამ ყველაფერი დამპალი მქონდა, - ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც დღეს საღ გონებაზეა, ნუუ რათქმაუნდა ჩემს მერე.
-უნდა წავიდე, თორემ გავცივდები!
-გზაში პირიქით გაცივდები, ჯობია ჩემს ტანსაცმელს მოგცემ გამოიცვალე და თმები გაიშრე, - სახლში შევიდა, თვალი გავაყოლე.

-სად წავიდა ჩვენი მწვანე თავლება პრინცი? - ირონიულად იკიხთა კესომ.
-კესო მოკეტე და იჭყუმპალავე!
-დებილებს ვგავართ? არ უნდოდა შენი გაშვება და თან თავის ტანსაცმელს გთხოვნის, - არ დააკლო ანამ, რაზეც სახლში შევედი და პირდაპირ მეორე სართულზე ავედი.

-აქ ამოხვედი?! - შეეშინდასავით, და ტანსაცმელი გამომიწოდა.
საინტერსეო იყო, გოგოს დიდი წითელი ჰუდი და ჯინსები.

-არა იყოს, ტანსაცმელს გავაშრობ, - უკან დავუბრუნე ტანსაცმელი.
-რატომ, რა პრობლემაა? - შეცბუნებული მიყურებდა.
-შენს შეყვარებულს არ მოეწონება, რომ მისი ტანსაცმელის ჩაცმის უფლებას მაძლევ, - ჯანდაბა ირინკა, რა შენი საქმეა, უბრალოდ უარი უთხარი და წამოდი.
-მოიცა, რაა?! - ხარხარი დაიწყო,-სოფის გულისხმობ...... - ისე იცინოდა, გეგონება რამე ძალიან სასაცილო მეთქვა.
-კარგად ხარ? ფრთხილად იყავი სიცილისგანაც კვდებიან!
-არა უბრალოდ, მე და სოფი წარმოვიდგინე წყვილად და ძაან შეუძლებელია ეგეთი რაღაცა, - დასერიოზულდა, - სოფის დედა გარდაეცვალა და 10 წლის ასაკში ბავშვთა სახლში ჩააბრა მამამისმა, მე 12 წლის ვიყავი და ესე ვთქვათ, შენს მერე ჩემი მეგობარი ეგ იყო, - ამის გაგონება იყო და იქვე გავქვავდი, მანაც შეამჩნია ეს,და თითქოს ახლა მიხვდა რა თქვა წეღან, ტანსაცმელი საწოლზე დადო და კარებისკენ წავიდა.

ლურჯი ცა (დასრულებული)Where stories live. Discover now