-20-

1.2K 59 16
                                    

-ილია ირაკლის ისევ არ მოუწერია?! - მისმა დუმილმა ყველაფერი მითხრა უკვე და მეც თავი დავანებე.

ჩემს თავს უკვე მეორე კვირაა ვპირდები,რომ ირაკლის აღარ მოვიკითხავ მაგრამ ერთი თვე გავიდა.
ჯანდაბა მართლა ერთი თვე გავიდა.
როგორ გაიწელა ეს ერთი თვე....
მიუხედავად იმისა,რომ ჩემთვის საყვარელი ოცნება ავიხდინე,მასაც უნდა გაეზიარებინა ეს ბედნიერაბა ჩემთან ერთად თუნდაც ათასი კილომეტრის მოშორებით,მაგრამ ასე არაფერი?!
დუმილი და ისევ უპასუხოდ დატოვებული მესიჯები?!

დიახ სწორად გაიგეთ 1 თვე.
სასაცლიოა არა?!
მე და ილია უკვე მეორე კვირაა ბრიტანეთში ვართ.
ახლაც ოთახში სადაც ორი პატრა ლოგინი დგას, მე და ილია ვზივართ მე ტელეოფნს დავყურებ,იქნებ მისი სახელი გამოჩნდეს ან რაიმე ნიშანი იმისა,რომ ცოცხალია.

არა,ვიცი რომ ცოცხალია, წინა კვირას კესოს ველაპარაკე და სკოლაშიც ყოფილა.
სანამ აქ წამოვიდოდით გაუჩინარდა, რა მეგონა,რომ მაშინ როცა ჩვენი სახლიდან გავიდა,ბოლოჯერ ვნახავდი.
ჩემი ბედნიერი სახე უნდა გენახათ,როცა ირაკლის ვურეკავდი და ვწერდი 2 კვირაში მივდივარ და ძალიან ბედნიერი ვართქო,მაგრამ ამის მაგივრად უპასუხოდ დარჩენილი მესიჯები დამხვდა.

ვიცი,რომ ილიას აქვს მასთან კონტაქტი.
უბრალოდ ვიცი...
თბილისშიც უცნაურად იქცეოდა,როცა მის ოთახში შევარდი და ირაკლის გაუჩინარების შესახებ ვაცნობე,გაკვირვებული არ იყო და თან თითქოს ჩემთვის რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო,რადგან ვიღაც ან რაღაც აკავებდა.

ფეხზე წამოვდექი, აივანზე გავედი და კვლავ გავუშვი ზარი ირაკლის  ნომერზე.
ღმერთო როგორ მინდა მისი სუნთქვა მაინც გავიგო.
ძალიან მომენატრა, ძალიან.
და ჩემს თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებ,რადგან ამ მომენტში მასზე გაბრაზებული უნდა ვიყო.
ოღონდ ეხლა აიღე ირაკლი და დავივიწყებ იმ ერთ თვეს.
მართლა დავივიწყებ, ოღონდ შენი ხმა გამაგონე და არ მაინტერესებს აღარფერი.
შინაგანად მჭამს ყველაფერი და ტვინი მეუბნება,რომ ტელეფონის ყურმილი დავკიდო, ჩემი ცხოვრებით გავგრძელო ცხოვრება და დარჩენილი 3 დღე ბედნიერად დედაჩემთან ერთად გავატარო.

ლურჯი ცა (დასრულებული)Where stories live. Discover now