-15-

1.2K 71 23
                                    

-აცივდა უფრო, და თან არაფერი არ გაქვს რომ მოიცვა, სახლში შედი.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე გეგას, მხოლოდ ახლა ვიგრძენი სიცივე, როცა მის მკლავებს გამოვეშორე.

სახლში უკანა კარიდან შევედი, ლიზას ოთახს გვერდი ავუარე და კიბეებისკენ წავედი, ოთახში შევედი და იმ წამსვე დამაცემინა.

ცემინება ამიტყდა.

გავცივდი.

არ მინდოდა ჩემი ხმაურით ლიზა გამეღვიძებინა და კვლავ უსიამოვნება გამომეწვია, ამიტომ აბაზანაში შევედი.

ცემინებისგან ძალა გამომეცალა, და კარებთან ჩავჯექი, ჩემს თავს ვაკვირებდოდი, გაციება უფრო და უფრო მირთულდებოდა, აფთიაქში უნდა წავსულიყავი და წამალი და გაციების საწინააღმდეგო ჩაი უნდა მეყიდა. მართალია არაფრის თავი არ მქონდა, მაგრამ, უარესად გავხდებოდი.

თბილად ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი, ქვევით ჩავედი, ილია ისევ ტელევიზორთან იჯდა, არ ვარ დარწმუნებული, რომ უყურებდა.
ქურთუკი ჩავიცვი და გარეთ გავედი.
უკან გამომყვა, ისიც.
არ მინდოდა რომ დამლაპარაკებოდა, არც ის მინდოდა, რომ საერთოდ გამოსულიყო და გამომყოლოდა, ახლა მარტო მინდოდა ყოფნა, მარტო ჩემს თავთან.

გავჩერდი და ველოდებოდი, როდის გადაწყვეტდა უკან შებრუნებას, ამის მაგივრად კი გვერდით ამომიდგა და ჩემდა გასაკვირად, თბილად ჩაცმულ დახურული იყო, არც კი  ვიცი როდის მოასწრო ჩაცმა.
ხმა არც ეხლა გაუცია, უბრალოდ გვერდით მედგა და ქუჩისკენ იყურებდა, თვალს არ მისწორებდა.

არ მინდოდა ისეთი რაღაც ეთქვა ჩემთვის.
არ მინდოდა ასე შეექცია ჩემთვის ზურგი, არ მინდოდა დღევანდელი დღე მომხდარიყო, არ მინდოდა აქ ყოფნა და ამ წამს, მინდოდა ისევ ისე ვყოფილოყავით, ძველებურად, ყველას გარეშე, მე და ილია, ილია და მე, არ მინდოდა ჩემში მისდამი ნდობა ჩამკვდარიყო, არც ის მინდოდა, რომ მისთვის ბოლო ხმაზე მეყვირა.

ლურჯი ცა (დასრულებული)Where stories live. Discover now