-16-

1.3K 63 12
                                    

-ირინკა, - კარს მიღმა ხმა იყო, - შეიძლება შემოვიდე? - პაუზის შემდეგ დააყოლა.
-კი, შემ... - და აი ისევ დამაცემინა.

ოთახში ირაკლი შემოვიდა.

-ირაკლი?! - ილია მეგონა, რა მჭირს ღმერთო ილიას და ირაკლის ხმას ვეღარ ვანსხვავებ. ალბათ გაციებასთან და სიცხესთან ერთად, ტვინშიც ამერია რაღაცეები.
-ხო, რა მოხდა არ მელოდი? - ჩაეღიმა და თან ცალი ლოყა ჩაეკეცა, გრძელი შავი პალტო გაიხადა და სკამზე დადო და ჩემსკენ გადაწყვიტა წამოსვლა.

-მოიცა, მოიცა, - ხელით შევაჩერე და თან პირზე ხელსახოცი ავიფარე, რომ რამე ბაქტერია არ გადამედო, - უმჯობესია მანდ დაჯდე, - და ოთახის კუთხეში მდგარ პუფზე ვანიშნე.
-არაუშავს, ფეხზე ვიდგები.
-კარგი რა, - სიცილი დავიწყე, - სულ შავებში ხარ გამოწყობილი თან ეს გრძელი შავი პალტოც, - პალტოზე ვანიშნე, - თან ფეხზე დგახარ და ზევიდან მიყურებ, თავი დაკითხვაზე მგონია, რა ჩავიდინე ბატონო ირაკლი? თუ მე ბოდიში, გვარით ხომ არ მოგმართოთ? ესე ძაან არა ოფიციალურია ხო? - სიცილს ვეღარ ვიკავებდი.
-როგორც მახსოვს მითხარი, რომ სიცხე 38 მაქვსო და 38ზე შენ თუ ასე ბოდავ, 40ზე რა დაგემართება, - ეშამკურად თვალი ჩამიკრა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.

-სხვები? - კარებისკენ გავიხედე, - სად არიან?
-ოოოო, მაგაზე შენ ძმას უნდა დაელაპარაკო, - საწოლზე ჩამომიჯდა.
-ირაკლი, ხო გთხოვე არა?! - გადავიხარე, რადგან პირბადე გამეკეთებინა, - გადაგედება და მერე შენს თავს დააბრალე და არა მე.
-არაუშავს, - ლოგინზე წამოწვა, - მაინც დავიღალე და არ მაწყენს ერთი კარგი გაციებია.
-აი რა დებილი ხარ რა, ოღონდ ეხლა თოვლში გასვლა ან საერთოდ გარეთ გასვლა შემეძლოს და სხვას აღარ დავეძებ, თან ილიას ამბავიც ხო იცი, გამოვკეთდები და მერე კიდე 1 კვირა სახლიდან არ გამიშვებს, - ირაკლიმ ხარხარი დაიწყო,ვერ მივხვდი ასეთი სასაცილო რა ვთქვი.
-რა გაცინებს, ხო კარგად ხარ? - მუჯლუგუნი წავკარი.
-არა, კი კარგად ვარ, უბრალოდ ეხლა კესო წარმომიდგა თვალ წინ, როგორ დაიწყო ტირილი ილიამ რო უთხრა ვერავის ვერ აგიშვებთო.
-და შენ?
-რაა? - სიცილი შეწყვიტა და ამომხედა.
-შენ რატო ამოგიშვა? - ეჭვიანი მზერით შევხედე.
-მე..... გამონაკლისი ხარო, ირინკას ყველაზე მეტად შენ უყვარხარო, - ისევ ჩაიცინა, მაგრამ აღარ მიყურებდა, - ისე, მართლა მე გიყვარვარ ხო ყველაზე მეტად?
-ირაკლი!
-ჰოუ, - ამომხედა.
-შენ რა, შემოიპარე?
-არა, რა სისულელეა,-მისი მწვანე თვალებით ჰგონია რომ დამაჯერებს.
-ირაკლი, ილიამ, რო გაგიგოს გადაირევა, მე უბრალოდ გაფრთხილებ, პატარა ბავშვი ხომ აღარ ხარ, არა?!
-აუ კაი რა, ილიას ვინ ეკითხება, შენი ნახვა მინდოდა, - წამოჯდა და ზურგით დაჯდა.
-აუუ, წადი რა, - ძალიან მუდარასავუთ გამომივიდა, მაგრამ არაუშავს არ მინდა, რომ ჩემნაირ დღეში ჩავარდეს.
-კარგი, - ფეხზე წამოდგა, პალტოს ხელი დაავლო და შემომიტრიალდა, - წავალ.
-კარგი, რა, ნუ გწყინს, უბრალოდ არ მინდა, რომ რამე დაგემართოს.
-ეგ შეუძლებელია, - პალტო მოიცვა.
-რა არის შეუძლებელი? სიცხემ რომ აგიწიოს, შეუძლებელია?
-არა, ის რომ შენს გვერდით რამე დამემართოს, - უცბად დაიხარა და ლოყაზე მაკოცა, უცბადვე გავარდა ოთახიდან, რადგან იცოდა, როგორი რეაქცია მექნებოდა მის ამ ქცევაზე.

ლურჯი ცა (დასრულებული)Where stories live. Discover now