.

1.3K 57 70
                                    

თოვდა...ისევ....

შენობიდან გამოვიდა, ცოტათი შეამცივნა ამიტომ პალტო შეიკრა, კარის კაცს დაემშვიდობა და მანქანისკენ წავიდა.
მთელი დღის დაძაბულობა და დაღლილობა თითქოს ერთ ამოსუნთქვას გააყოლა.

სანამ სახლში მივიდოდა, მაღაზიაში შევიდა და სახლისათვის საჭირო ნივთები შეიძინა.

როდესაც სახლში შევიდა, თვალი მოავლო ყველაფერს, ფეხზე მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები გაიხადა და სამზარეულოსკენ  წავიდა.
ბინა მყუდრო და პატარა იყო, რომელიც ადრე საოფისე ფართი იყო, ამიტომაც ჰქონდა მთლიანად შუშაბანდები და ამიტომაც იყო მე19 სართულზე.
სახლში დახურული ოთახი არ ჰქონდა, სააბაზანოს გარდა. ყველაფერი ერთად იყო საძინებელიც, სამზარეულოც და მისაღები ოთახიც.
ამ სახლში აურა ამშვიდებდა, მისთვსი ძალიან სასიმავნო იყო დამღლელი დღის შემდეგ აქ მოსვლა და დასვენება.

კომფორტულად მოეწყო პიჟამოებში და დივანზე დაჯდა, ფეხებში ლეპტოპი დაიდო და ისევ საქმე გააგრძელა.

მუშაობა ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა, სათვალე მოიხსნა, რომელასც მარტო მაშინ ატარებდა, როცა კომპიუტერთან მუშაობდა, წიგნს კითხულობდა ან როცა რაიმე პროექტი უნდა წარედგინა.

დიდი ხნის მუშაობის გამო თვალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა და ტელეფონს დახედა, ძმა ურეკავდა, სიხარულით უპასუხა.
- ალიო...
- როგორ ხარ?
- ნორმალურად, შენ?
- რავი ეხლა ვიყავი დედასთან და ისინიც კარგად არიან..., - ცოტახანი დუმილი იყო, - ირინკა ისევ გვიან არ დაიძინო დღეს!
- შემომათენდება ხოლმე.. - დამნაშავესავით ამოილუღლუღა, - შენ რას შვები?
- ეხლა მივდივარ დეას გავუვლი სამსახურში და მერე კინოში მივდივართ..
- რა კარგია... - წამიერად ფიქრებში გადაეშვა, მაგრამ ისევე წამიერად გამოფხიზლდა, - მომიკითხე დეა..
- ირინკა... ადრე დაიძინე დღეს მაინც...
- კარგი, ვეცდები..
- მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ!

ლურჯი ცა (დასრულებული)Where stories live. Discover now