-12-

1.2K 70 4
                                    

-ირინკაა, - მეძახის ლიზა, - მოდი 5 წუთში ახალი წელია.

დიახ, ახალი წელი!

ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი.

სოფისთანაც დამილაგდა ურთიერთობა.
ცოტნესთანაც და ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ.

ახლა კი ახალი წელია.

ახალი ეტაპი.

თან წელს უკვე სრულწლოვანი გავხდები.
სახუმარო თემა, ხომ არაა არა?!

-ირინკა, მერამდენედ უნდა დაგიძახო? - მიყვირის ლიზა მისაღები ოთახიდან.
-აი მოვდივარ უკვე, - პირში ჩავიტენე კიდევ ერთი საახალწლო ორცხობილა და შარვალი გავისწორე.

ახალ წელს ყოველთვის ჩვენ, ლიზა, გეგა, ილია, ბებია-ბაბუები და მე ავღნიშნავდით.
მაგრამ წელს, ირაკლიმ ჩემთან ამოდით 1ზეო ამიტომ, სახლში ავღნიშნავთ ახალ-წელს და მერე ირაკლისთან წავალთ.

-აღარ მოდიხართ? - უკვე მეხუთეჯერ რეკავდა ირაკლი.
-აუუ, ირაკლი აი 5 წუთიც და გამოვალთ, - ილია ისე საუბრობდა გეგონება დიდ და მნიშვნელოვან შეხვედრაზე აგვიანდებაო.
-ირაკლიუს აღარ გვიშვებენ... - ილიას ხმამაღალზე ჰქონდა ჩართული და უცბად შევძახე, რაზეც ილიამ უცბად მიიდო ტელეფონი ყურზე და ირაკლი, რომ არ გადარეულიყო, უთხრა, რომ ახლავე სახლიდან გავიდოდით.

-ქუდი დაიხურე და ქურთუკი ჩაიცვი და გავედით, - ტელეფონი გათიშა და თავისი ოთახისკენ წავიდა.

სახლიდან ძლივს გამოვედით.
ბებიები და ბაბუები აღარ გვიშვებდნენ.
რას ქვია, ასე გვიან, როგორ უნდა იაროთო.
მერე ილია დაარიგეს, ისე თითქოს პირველად გავიდოდით ღამე გარეთ.
არ მოგტაცონ შენი დაო, რაზეც მე და ილიამ თავი ვეღარ შევიკავეთ იმდენი ვიცინეთ.

-მოდით ბავშვებო, - კარები ირაკლის დედამ გაგვიღო, - მრავალს დაესწარით.
-თქვენც ასევე, ხათუნა დეიდა, - ილიამ ტკბილეულით სავსე პარკი გაუწოდა.
ჩვენები ახალი წლის დღეებში არსად არ გვიშვებენ, თუ ტკბილეულით სავსე პარკი და შამპანიური არ წაიღე.

ლურჯი ცა (დასრულებული)Where stories live. Discover now