ჯიმინის *pov*
პირველი ვიღვიძებ ჯონგუკს ისევ სძინავს ოღონდ ჩემზე აკრულს , ისე ვყავარ დაჭერილი თითქოს სადმე გავრბივარ , ხელი წელზე უდევს ცხვირი კი ჩემს ყელში აქვს .
-ჰეი _ თითი ცხვირზე ჩამოვარტყი _ გაიღვიძე .
ის მაინც არ იღვიძებს , კარგი , ვცდილობ მისგან გამოვძვრე , საწოლზე ვცურდები , სულ ცოტაც , მის ხელს ვიშორებ სამაგიეროდ ძირს ვვარდები .
-ააჰ _ ტრაკი მეტკინა , ხმაურზე ჯონგუკმა გაიღვიძა
-ჯიმინ მანდ რა გინდა ? _ თვალებს ძლივს ახელს.
-იატაკს ვწმენდდი იდიოტო , რა უნდა მინდოდეს გადმოვვარდი _ ვბუზღუნებ
ის იცინის .
-მოიცა შენ რა დამცინი ? _ ვბრაზდები საწოლზე ავდივარ , ბალიშს ვიღებ და ვურტყავ
-ეიი მოიცადე კარგი რაა _ თან იცინის თან ყვირის _ კარგი გეყოფა ჯიმინ _ ჩემს ზემოდან ექცევა , მუხლებით საწოლს ეყრდნობა , ხელებს მკერდზე მაწყობს და ზედ ნიკაპს დებს , ქვემოდან მიყურებს ..
-ადექი რააა , მშიაა
-სულ ხუთი წუთიც რა _ ტუჩს აბრუნებს , მეხუტება და თვალებს ხუჭავს .
-არ დაგეძინოს თორე საწოლიდან გადაგაგდებ _ თითებს მის თმებში ვხლართავ და ვეფერები .
ჯონგუკი კრუტუნებს და იტრუნება ...
-ეი გუკი რა გჭირს ?
-მინიი _ ზემოთ იწევა და მკოცნის , ნელა და ნაზად , მშორდება და აბანოში გადის _ მალე გამოვალ
საწოლს ვასწორებ , ჯონგუკს რაღაც სჭირს , აუცილებლად გავარკვევ , გარეთ გავდივარ , ვხედავ , შორიდან ნაპირი წერტილივით ჩანს მაგრამ მაინც , იახტაზე პატარა ბარივით არის ერთი ოთახი იქედან მარწყვს ვიღებ და ისევ გარეთ გავდივარ დივანზე ვჯდები (ანუ იახტაზე ხომ არის დასაჯდომი რბილი რაღაც) .
-პატარავ _ ჯონგუკიც გამოვიდა და უკან მიჯდება მეხუტება _ მარწყვს ჭამს ისევ ?