1.

2.1K 149 50
                                    

ნოემბერია, ცივი ქარი უბერავს, წვიმის გამო უარესად ცივა. ცხვირი მეყინება. სერიოზულად, ვერ ვიტან სიცივეს. პალტოში უფრო ვიმალები, გაყინულ ცხვირს კი შარფში ვრგავ და როგორც ყოველთვის, თავქუდმოგლეჯილი გავბრივარ სამსახურში. ისე დავაგვიანე, შორიდანაც კი ვხედავ ჩემი უფროსის გაბრაზებულ სახეს, რა გავაკეთო, არ გამომდის დილით ადრე გაღვიძება. ამიტომაც მიწევს ყოველ დღიურად ახალ - ახალი სალანღავი სიტყვების მიღება.

- ისევ დააგვიანე,- და აი ისევ, ვაპირებდი რომ ჩემს მაგიდასთან ჩუმად მივსულიყავი, გამეგრძელებინა სტატიების დახარისხება ისე თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ არა, ყოველ ნაბიჯზე მითვალთვალებს.

- ვიცი, მაპატიეთ, აღარ განმეორდება,- დაჯდომა ვერ მივასწარი რომ უკვე ფეხზე ვდგავარ მის წინ თავ დახრილი, ჩემი ოცნების ასრულება რომ არ მქონდეს მიზნად დასახული, უკან არც კი მოვიხედებოდი ისე წამოვიდოდი ამ სამსახურიდან. ვერ ვიტან აქაურობას, მიუხედავად იმისა რომ ასე ძალიან მომწონს ჩემი სამუშაო.

- ჰმმ, უკვე ზუსტად ოცდა მეჩვიდმეტე შემთხვევაა, როდესაც ამას მეუბნები, ჯონგუკ,- მკაცრად ამბობს ქალი და გრძელ ცხვირზე სათვალეს ისწორებს. სახე მემანჭება, აღარ მომშორდება?

- მაპატიეთ,- თავს იმდენად დაბლა ვხრი, ლამის იატაკს შევეხო. ქალი მხოლოდ ცხვირს იბზუებს და გვერდს მივლის, თავს მანამ არ ვწევ სანამ კაბინეტში არ შედის.

- ძმაო, მერამდენედ,- სიცილით მოდის ჩემთან ჩემი კოლეგა, თეჰიონი და ჩემს მაგიდაზე ჯდება. მე კი დანამულ შუბლს ვიწმენდ და საბუთებით სავსე ჩანთას თეჰიონს ვაჩეჩებ, შემდეგ კი ღონემიხდილი სკამზე ვენარცხები. რთულია ცხოვრება.

- შემეშვი თეჰიონ, მეზარება შენთან ლაპარაკი,- ხელი ვკარი და მაგიდიდან გადავაგდე, მასთან საუბარი რომ დავიწყო, არ გაჩერდება, მე კი გვიანობამდე ვერ დავასრულებ სამუშაოს, დღეს ადრე უნდა წავიდე, სამი თვეა იუნგის შევუსახლდი. ყოველ დღე სახლიდან იმის თქმით გამოვდივარ რომ ბინა ვიპოვე და დასათვალიერებლად მივდივარ. საღამოს კი ისევ იუნგისთან ვბრუნდები ყურებჩამოყრილი.

He Doesn't Know Me || JikookWhere stories live. Discover now