8.

814 117 26
                                    

შუადღეს უკვე ოთახიდან გავდივარ,  ვხვდები რომ მას უნდა დავუმეგობრდე, ხელახლა უნდა დავიწყოთ ყველაფერი. მენატრება უკვე ძალიან, თავს ძლივს ვიკავებ რომ არ ვეცე ყოველი დანახვისას. კიბეებზე როგორც ყოველთვის ხმაურით ჩავდივარ, ჯიმინის ყურადღებასაც ვიქცევ, რომელიც დივანზე ზის და პიცას მიირთმევს. შეეძლო ჩემთვის დაეძახა და ერთად გვეჭამა, ჩემი მუცელიც ითხოვს საჭმელს, მაგრამ არა, ამჯობინა მარტო ყოფილიყო და ისე ეჭამა.

- ოჰ, ახლა მაინც მოდი, ჯონგუკ,- ახლა მაინც? დამიძახა და უარი ვუთხარი?

-  შენ და ასეთი მსუნაგი?- გაბრაზებული უზარმზარ ნაჭერს ვიღებ და ვიტენი პირში. ჯიმინი გაოგნებული სულაც არ ჩანს, პირიქით ეღიმება ისე როგორც ძველად.

- ყოველთვის ასეთი იყავი, - იღიმის, მე კი ნახევრად დაღეჭილი ლუკმა მცდება და სახე მიწითლდება,- ფრთხილად არ დაიხრჩო.

სრული შოკი მაქვს, ნუთუ გაახსენდა? ნუთუ ძველი ჯიმინი ბრუნდება.

- რას მივაწერო შენი ასეთი საუბარი ვერ ვხვდები, ჯიმინ,- მის სახელს მკვეთრად წარმოვთქვამ, ის კი იცინის. ვიცი, ეს ის ღიმილია, ის ღიმილი, როგორადაც ჩემი ჯიმინი იღიმოდა. რა ემართება ვერ ვხვდები.

- ჯერ კიდევ ვერ მცნობ? თუ მართლა გჯერა იმის რომ შენი მეგობარი ჯიმინი მოკვდა?-  უეცრად ედება მთელს გონებას მისი ნათქვამი და გაოგნებული შევყურებ მის მომღიმარ სახეს. ტვინი ამდენს ვერ ხარშავს.

- რას ამბობ, რას გულისხმობ,- სულელივით ვიმეორებდი ამ კითხვებს, არადა ყველაფერი ნათელია. ის ჯიმინია, ჩემი ჯიმინი, რომელიც წლების მანძილზე ასე ძალიან მენატრებოდა, რომელიც ისევ ისე ძალიან მიყვარს. ჯანდაბა, ვერც კი ვბრაზდები. არვიცი რა რეაქცია გამოვხატო. ჩავეხუტო თუ არა? ვეჩხუბო თუ გავუცინო.

- გამოფხიზლდი, ჯონგუკ,- მანჯღრევს ის და მთელი ძალით მიკრავს სხეულზე.

- ჯიმინი, ჩემი ჯიმინი,- კვლავ იგივე სიტყვები სცდება ჩემს ბაგეებს, ხელებს ზურგზე ვუცურებ და ისე ვეხუტები, როგორც არასდროს. უბრალოდ ახლა ვხვდები როგორ მომნატრებია.

He Doesn't Know Me || JikookWhere stories live. Discover now