6.

834 124 42
                                    

დილიდანვე სამსახურში ვარ. აღარ ვიცი რა ვაკეთო, ზარებს ვუპასუხო თუ სტატიები ვახარსიხო. მგონია რომ ერთ დღეს ჩავამთავრებ ყველაფერს, მეორე დღეს სტატიების გორა მიდევს მაგიდაზე. რატომ ვმუშაობ ამ საქმეზე მხოლოდ მე და არა სხვა?

უფროსისგან საყვედურიც მივიღე გაუფრთხილებლად გაცდენის გამო, მაგრამ თეჰიონის მეშვეობით იოლად გამოვძვერი. ახლა კი ვზივარ დასჯილი ბავშვივით, ცალი ხელით სხვა რედაქტორებს ვესაუბრები, ცალით კი სტატიებს ვხაზავ. დავიღალე, დასვენება მინდა.

- მალე დაასრულებ?- მეკითხება თეჰიონი და ყავას წრუპავს, თან კი სკამზე ტრიალებს. ნაბიჭვარი, არც კი მეხმარება.

- რატომ ვასრულებ ბექიონის საქმესაც მე?- წუწუნით ვახეთქებ ტელეფონს მაგიდაზე, შემდეგ კი კვლავ სტატიების კითხვას განვაგრძობ. მთელი საღამოს განმავლობაში თეჰიონი ჩემი ნერვების მოშლას არ წყვეტს. მე კი ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო.

- დამღალე, თეჰიონ, ადექი და წაიღე ესენი,- ხელში ნაგვით სავსე პარკებს ვაჩეჩებ და ოფისიდან ვაგდებ. მარტო ვარ, სიჩუმე ისადგურებს, თვალებს ვხუჭვ და სკამის საზურგეს ვეყრდნობი, მაგრამ დასვენებას არ მაცდიან. აშკარად რობოტი ვარ რომ ამდენი გამძლეობა მაქვს.

- გისმენთ,- არც კი ვუყურებ ეკრანს ისე ვპასუხობ.

- სად ხარ ამდენ ხანს,- მესმის ჯიმინის ხმა და ლამის სკამიდან ვვარდები. საიდან გაიგო ჩემი ნომერი.

- ჯიმინ, შენ ხარ?- ვკითხულობ მაშინვე, ის კი ხვნეშის.

- აბა ვინ იქნება სხვა? თითქმის შუა ღამეა, სად ხარ ამდენ ხანს?

- ნერვიულობ?- ჯიმინი პასუხს არ მცემს. მართლა ნერვიულობს?

- სულაც არა, უბრალოდ დღეს ვნახე რომ გასაღები მაგიდაზე დაგრჩა, მე რომ კარები ჩავკეტო, მერე ვინ გაგიღებს. შენს გამო ძილს ვიკლებ, შენ კი მეღადავები,- ყვირის ტელეფონში. მე კი ჯიბეებს ვამოწმებ, გასაღები მართლაც არ მაქვს. იდიოტი ხარ, ჯონგუკ, იდიოტი.

He Doesn't Know Me || JikookWhere stories live. Discover now