9.

799 123 17
                                    

ჯიმინი დილიდან ძილის საშუალებას არ მაძლევს, ვერ ვხვდები ასე უცებ რატომ შეიცვალა. ან საიდან აქვს ამდენი ენერგია. სახლიდან ძალით წამომათრია და პარკში აქეთ - იქით დამაწოწიალებს. სერიოზულად, დაიჟინა რომ თამაში და რაიმეს მოგება სურდა. სანამ მას ველოდებოდი როდის ითამაშებდა ტირს, სკამზე ლამის ჩამომეძინა. სამაგიეროდ დიდი დათუნია მოიგო და ძლივს დაათრევდა. მერე კი წუწუნებდა რომ ეგ მე უნდა მომეგო და მისთვის მიმეცა.

მგონი ძალიან არეულია, ვერც კი ხვდება რას ლაპარალოკობს. საბოლოოდ ეშმაკის ბორბალზე შემომთავაზა დაჯდომა. მე, ეშმაკის ბორბალზე. კარგი, ვნახოთ თუ შეეშინდება. ერთ - ერთ კაბინაში ვიკავებთ ადგილს, ჯიმინი ჩემს წინ ჯდება, მაგრამ ცოტახანში ადგილს იცვლის და გვერდით მიჯდება. შემდეგ კი ჩემს მკლავს მაგრად ეჭიდება. მგონი სისხლი მოძრაობას წყვეტს.

- ჯიმინ, იქნებ ცოტათი შემიშვა ხელი?- ვცდილობ თავი გავინთავისუფლო, მაგრამ არ გამომდის. - თუ გეშინოდა რატომ დაჯექი,- ბუზღუნით ვეუბნები და ფანჯრისკენ ვიყურები. სეული მართლაც რომ ულამაზესია.

- მალე ჩავალთ?- კითხულობს და წარბებს მაღლა ზიდავს, შემდეგ კი შიშით იყურება ფანჯრიდან.

- თითქმის მივედით,- მეცინება მის რეაქციაზე, მალევე ჩამოვდივართ, ჯიმინს სკამზე ვსვამ და წყალს ვყიდულობ. უკან დაბრუნებულს კი იქ არ მხვდება. პანიკა მიბყრობს. ყველაფერი ძირს მიცვივა. ნუთუ ისევ წავიდა, გაგიჟებული აქეთ - იქით ვაცეცებ თვალებს, მაგრამ ჯიმინი არსადაა.

ახლა ჭკუიდან შევიშლები. სად წავიდა, ასე უცებ სად გაქრა, იმ ტერიტორიაზე ვიწყებ ძებნას, გიჟს ვგავარ. საბოლოოდ კი ჯიმინს საჩუქრების მაღაზიაში ვპოულობ, თავზე გოჭის ყურებით. გული მიმშვიდდება და მისკენ სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ.

- ჯიმინ,- ვყვირი მის სახელს, ჩემსკენ ბედნიერი ბრუნდება და რომელიღაცა ცხოველის ყურებს მანახებს, მაგრამ ხელიდან უვარდება, როდესაც სხეულზე ვიკრავ.

He Doesn't Know Me || JikookWhere stories live. Discover now