3.

876 119 31
                                    

უცნაური შეგრძნებაა, როდესაც ვიღაცას ივიწყებ, ერთ მშვენიერ დღეს კი პირდაპირ გეცხადება. ძალიან დიდ გაუგებრობაში ვარ.

მე და ჯიმინი უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით, საუკეთესო მეგობრებიც ვიყავით, მაგრამ არასდროს გამაჩნდა ჯიმინსადმი ის გრძნობები, რომელიც მხოლოდ საუკეთესო მეგობრებს აქვთ ხოლმე. ეს რაღაც უფრო მეტი იყო, უფრო ლამაზი და ტკბილი. ჯიმინის ღიმილის დანახვაზე, მეც ვიღიმოდი. ჯიმინის ბედნიერება, ჩემსას ნიშნავდა. ჯიმინის სევდა, ჩემიც იყო. წლის ბოლოსთვის უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ გამემხილა მისთვის ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლო, ერთხელ და სამუდამოდ ფარდა ამეხადა.

საღამოს პარკი ნათურებით ჰქონდათ მორთული, გადაწყვეტილი მქონდა წამეყვანა და სწორედ იქ მეთქვა ყველაფერი. რამდენიმე საათით ადრე გავაფრთხილე კიდეც და ჯიმინისგან თანხმობა მივიღე. დათქმულ დროს კი პაკის სახლის წინ ვიდექი. თითქმის ათი წუთი ვაკაკუნე, საბოლოოდ კი მისის პაკი ვიხილე.

- გამარჯობა ჯონგუკ, აქ რამ მოგიყვანა?- კითხულობს ქალი და თბილად მიღიმის. ჩემთვის მეორე დედაა.

- გამარჯობა მისის პაკ, ჯიმინთან მოვედი, პარკში მივდიოდით გასართობად,- ურცხვად ვიტყუები და აციმციმებული თვალებით ვუყურებ როგორ ეცვლება ქალს სახე.- სად არის ჯიმინი?

ოდნავ თავს ვყოფ და ვათვალიერებ სახლს.

- ჯიმინი აქ არ არის, დღეს დილით წავიდა. შენთვის არ უთქვამს?- წარბს წევს ქალი და მეც  საჩუქრის ყუთი ხელიდან მივარდება.

- როგორ თუ წავიდა, მაგრამ დღეს ვისაუბრეთ და არაფერი უთქვამს ჩემთვის.- სახეზე ალბათ დიდი იმედგაცრუება მესახება .

- ოჰ, ალბათ არ უნდოდა შენი ნერვიულობა, ჯიმინი საზღვარგარეთ წავიდა. ჩვენთვისაც ისეთი მოულოდნელი იყო რომ გამოგვიცხადა, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება იყო და პატივი ვეცით,- კვლავ იღიმის მისის პაკი. ჯიმინი წავიდა, დამტოვა. სისულელეა, ასე გაუფრთხილებლად არასდროს მოიქცეოდა, არ ვიცი რა გავაკეთო, ისიც არ ვიცი სიმართლეა ეს ყველაფერი თუ არა.

He Doesn't Know Me || JikookWhere stories live. Discover now