10.

746 113 29
                                    

ცოტახნით ოთახში ავდივარ. საწოლზე ვწვები, მინდა დავიძინო, მაგრამ არ გამომდის. იძულებული ვარ სიმღერებს ვუსმინო. ნახევარი საათის შემდეგ კი ფეხზე ვდგები. თავში ჯიმინი მიტრიალებს, მინდა ყოველი წუთი მის გვერდით გავატარო, მაგრამ მაინც დისტანციას ვიცავ რომ რაიმე უაზრო არ გავაკეთო. ქვედა სართულზე ჩავდივარ, ზედმეტად სიჩუმეა. მისაღებში ჯიმინი არ მხვდება, ვპანიკდები. ოთახებში დავრბივარ, მაგრამ იქაც არ არის. ყველაფერი ადგილზეა, მისი ტელეფონის და თავად ჯიმინის გარდა. მაშინვე ვრეკავ, მაგრამ არ მპასუხობს.

- იდიოტი ხარ, ჯონგუკ. ძილი მოგინდა, არა. იდოტო, მესამედ კარგად უკვე, მესამედ,- ვყვირი, საკუთარ თავის ლანძღვაში ვარ გართული. სამზარეულოში შევდივარ და მაშინვე ვხედავ ფერად სტიკერს, რომელიც მაგიდის მაღლა კედელზეა გაკრული.

" დედასთან მივდივარ. მალე დავბრუნდები. არ დამელოდო. გაერთე შენს მეგობრებთან"

X პატარა მოჩი.

- დედასთან?- ვიმეორებ თუ არა მაშინვე მიტოვტივდება ის საშინელი ზარი. მოსაცმელს ვიღებ და მაშინვე პაკების სახლისკენ მივდივარ. ტაქსის მძღოლს მხოლოდ იმას ვუჩიჩინებ რომ რაც შეიძლება სწრაფად ატაროს. როგორც კი აჩერებს, თანხას ვაჩეჩებ, მაშინვე ვხტები იქიდან.

პაკების ეზოში გიჟივით შევრბივარ. კარები ღიაა შიგნიდან კი ვიღაც ხმაურობს. როგორც კი შევრბივარ ჩემს ფეხებთან მძიმედ სხეული ვარდება. ჯიმინი.

- ჯიმინ,- ვყვირი და წამოდგომაში ვეხმარები,- კარგად ხარ?

ის მხოლოდ თავს მიქნევს.

- შენც მისნაირი ხარ, არა? ორივენი გამოუსადეგარი არსებები ხართ. მეზიზღები ჯიმინ, მეზიზღები შენი გადაწყვეტილებებით, უბრალოდ გულისამრევი ხარ,- ყვირის და კვლავ რაღაცას წევს სასროლად, მაგრამ ხელიდან ვაგდებინებ.

He Doesn't Know Me || JikookWhere stories live. Discover now