4.

822 123 33
                                    

ნანახით ჯერ კიდევ შოკირებული ვდგავარ შუა ქუჩაში. ჯიმინი კი ისე მიყურებს ვითომდა მისთვის უცნობი ვიყო. უბრალო გამვლელი.

- მიცნობთ?- მხოლოდ ეს? ამდენი წლის შემდეგ ისევ ჩნდება ჩემს ცხოვრებაში და მეკითხება  ვიცნობ თუ არა. სასაცილოა, თანაც ძალიან, მაგრამ არ ვარ სიცილის ხასიათზე.

- მხოლოდ ეს შეგიძლია მითხრა იმის შემდეგ რაც გააკეთე? ახლა ჩემი გახსენებაც არ გსურს?- ნაწყენი ხმით ვამბობ. ვუყურებ ჯიმინს და ვხვდები რომ ძალიან, ძალიან შეცვლილია. ადრე ყავისფერი თმები ჰქონდა, ახლა კი ქერა გრძელი თმა, რომლის ნაწილიც უკან აქვს შეკრული. ახლა ჩვიდმეტი წლის მოზარდს კი არა, ოცი წლის ჩამოყალიბებულ ბიჭს ვუყურებ. დაუჯერებელია ასეთი გარდასახვა, მისი ყოველი ნაკვთი ზეპირად რომ არ მცოდნოდა, შეიძლება ვერც მეცნო.

- არ მსურს თქვენთან საუბარი, მეჩქარება,- თვალს მარიდებს და გზას აგრძელებს.

- უკვე თქვენობითზეც გადავედით, არა? ჯიმინ, სულელი არ ვარ და ძალიან კარგად ვხვდები ყველაფერს,- იმდენად მკაცრად ვამბობ, ჩემი ხმის მეც კი მიკვირს.

- გთხოვთ, მეჩქარება, მართლა არ გიცნობთ,- შეშინებული ცდილობს ჩემი ხელებიდან თავის დაძვრენას, თვალის კუთხიდან ვამჩნევ როგორ გამოდის თეჰიონი ოფისიდან და ჩვენსკენ მოიწევს, შემდეგ კი ჩემს ხელს ვუყურებ, მას ჩემი ეშინია.

- კიდევ შევხვდებით,- მოკლედ ვამბობ და ხელს ვუშვებ, ის კი მანამდე უჩინარდება, სანამ თეჰიონი ჩემამდე მოდის. ვერ ვიჯერებ, ასე ადვილად დავთმე. მეორედ.

- ჯონგუკ, კარგად ხარ,?- მეკითხება და ძირს დაგდებულ ჩანთას იღებს. არაფერს ვპასუხობ, ახლა არ მსურს საუბარი. შენობისკენ მივდივარ და შესვლისას ვხედავ კვლავ ჩემს უფროსს, ახლა რაიმე რომ მითხრას, თავს ვერ გავაკონტროლებ.

- მე მივხედავ,- მოკლედ უჭრის თეჰიონი და მე მომყვება. - გამაგებინე რა დაგემართა,- ოდნავ ხმამაღლა მეკითხება, როდესაც ტუალეტში შევდივარ.

He Doesn't Know Me || JikookWhere stories live. Discover now