დითხანს ვიწექით დივანზე ისე, რომ ხმა არ ამოგვიღია.
- ზეინ..- მალევე დავარღვიე სიჩუმე.
- გისმენ.
- ეს არ უნდა გვექნა.
- ხომ გკითხე დარწმუნებული იყავი თუ არა.
- ხო ზეინ, მაგრამ ეს ნიშნავს რომ გაპატიე.
- ანუ მაპატიე?
- არა არ მიპატიებია.
- აბა გაპატიეო.
- არა მე ვთქვი ნიშნავს თქო, არ მიპატიებია.
- რეებს მიედ მოედები.
- ზეინ არ შემიძლია ვერ გაპატიებ.- დივანიდან ავდექი, გადასაფარებელი გამოვიტანე და ზეინს მივაწოდე.- აქ დაიძინე მე ოთახში ავალ."დილით"
ოთახიდან ჩამოვდივარ, ზეინი უკვე წასულა. ცოტა არ იყოს მეწყინა, რომ არ დამემშვიდობა. სამზარეულოში შევედი ყავის მოსამზადებლად. მაგიდაზე რაღაც ფურცელი იდო, სკამზე დავჯექი და კითხვა დავიწყე.
ჩემო ანგელოზო, ჩემო პატარავ, ამ წერილს თუ წაიკითხავ ალბათ უკვე მკვდარი ვიქნები. თვითონაც იცი, რომ არასდროს არავისთვის წერილი არ დამიწერია, თუმცა დადგა ის დღეც როცა ეს უნდა გავაკეთო. ხელში კალამი მიჭერია და ვფიქრობ რა გითხრა, რითი გავიმართლო თავი. ვიცი ვიცი საშინლად მოგექეცი. მართალია მთვრალი ვიყავი და არაფერი მახსოვს, მაგრამ ეს არ მამართლებს. იციი მეგონა ცხოვრება სისულელე იყო სანამ შენ გაგიცნობდი. ბევრი გოგო მომწონებია, მაგრამ არცერთთან არ მიგრძვნია ის რასაც შენთან ყოფნისას ვგრძნობდი. სულ მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყავი, ჩაგყუტებოდი და არსად აღარ გამეშვი. იცი როგორ საშინლად ვიგრძენი თავი, როცა ჩემი ოთახის კართან ატირებული დაგინახე, შენი ცრემლების დანახვას, მერჩივნა მოვმკვდარიყავი. ამ რვა თვის განვმალობაში ყოველ დღე სიკვდილი მინდოდა იმიტომ, რომ ვერ გეხებოდი. მინდოდა მეყვირა, მეტირა არ შემეძლო იმის გააზრება, რომ ჩემთან აღარ იყავი. გული მტკიოდა როცა ვაანალიზებდი, შენთან გატარებული ყოველი წამი, შენთან ერთად ჩადენილი სისულელეები და ტკბილი მოგონებები, რომელიც ჩვენ ორს გვეხებოდა აღარასდროს დამიბრუნდებოდა. იცი როგორი ბედნიერი ვიყავი გუშინ, როცა შეგეხე. არ ვიცი რას ვგრძნობდი, როცა ამდენი ხნის შემდეგ ისევ ვიგრძენი შენი ნაზი და ტკბილი ტუჩების შეხება, მინდოდა ბედნიერებისგან ბოლო ხმაზე მეტირა. ვიცი არ შეგიძლია ჩემი პატიება, მე კიდევ შენს გარეშე სიცოცხლე. ვიცი ეს არ უნდა გავაკეთო, მაგრამ იმაზე სუსტი აღმოვჩნდი ვიდრე მეგონა. იდიოტივარ ენ იდიოტი, საშინლად გაწყენინე და სამუდამოდ დაგკარგე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამყაროში შენზე ძაან არასდროს არავინ მყვარებია, ძალიან დიდი ტკივილი მოგახენე. შენი გაცნობის შემდეგ მივხვდი როგორი ძლიერი ყოფილა სიყვაროლი, მივხვდი, რომ მეც მქონია გრძნობები რასაც შეეძლო ავეტირებინე. ყოველთვის მეგონა რომ ერთი ადამიანის დაკარგვით ცხოვრება არ მთავრდებოდა, მაგრამ შევცდი. მაგრამ ერთადერთი რაც ამ დროის განვმალობაში მაძლიერებდა ჩემი პატარა იყო. ვიცი საშინელებაა შენთვის ამის გახსენება, მაგრამ ჩემი შვილია და მიუხედავადიმისა, რომ ჯერ არ დაბადებულა სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, თუმცა შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ. მტკივა ძალიან მტკივა როცა ვიაზრებ, ჩემს გოგონას ხელში ვერასდროს დავიჭერ, მტკივა როცა ვხვდები ვეღარ ჩაგეხუტები. ვიცი ამას არასდროს მაპატიებ, არც მე მჯერა, რომ თავს ვიკლავ, თუმცა ამის მიზეზი მაქვს და ბოლოს, ძალიან მინდა ვინმე კარგი ბიჭი გაიცნო და შეიყვარო თუნდაც ეს ნაილი იყოს. რატომ ნაილი? იმიტომ, რომ ის ჩემნაირი სირი არ არის, თუ შეგიყვარა ბოლომდე ეყვარები და გულს არ გატკენს. ახლა კი დროა სამუდამოდ დაგემშვიდობო, მომენატრები საშინლად მომენატრები და იცოდე როცა იმ ქვეყნად წავალ მაინც მეყვარები და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. მიყვარხარ.
- ზეინი.- არა არა არა. როგორ შეუძლია ამის გაკეთება.- ფეხზე წამოვხტი და პიჟამოებით გარეთ გავვარდი. ტაქდი გავაჩერე და მდინარისკენ გავემართე, იმ იმედით რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და იქ დამხვდებოდა. გული გამალებით მიცემდა, ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით მსდიოდა, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი და მძღოლს ბოლო ხმაზე ვუყვიროდი, რომ სწრაფად ეარა.
როგორციქნა მივედი. ზეინი დავინახე რომელიც , მდინარის ნაპირზე იდგა და უკვე ვიცოდი რის გაკეთებასაც აპირებდა.
- ზეინ!- რაც შემეძლო ხმამაღლა დავუყვირე და მისკენ გავიქეცი.
- ენ აქ რას აკეთებ?- ტირილისგან სახე სულ სველი ქონდა და თვალები ჩაწითლებული.
- ზეინ არ მოგცემ ამის გაკეთების უფლებას. მიყვარხარ, სიგიჟემდე მიყვარხარ ზეინ, შენს სიკვდილს ვერ გადავიტან გესმის?! ყველაფერს გპატიობ, ყველაფერს ოღონდ ეს არ ქნა.
- არა ენ მე შენი ღირსი არ ვარ...
- ეგ მეორედ არ გაიმეორო! ერთადერთადერთი ხარ ვინც ჩემი გული ბოლომდე დაოპყრო, ერთადერთი ხარ ვისთვისაც შემიძლია ყველაფერი დავთმო, ერთადერთი ხარ ვისაც შემიძლია ვუთხრა რომ ყველას და ყველაფერს მირჩევნია.
- მაგრამ...
- არავითარი მაგრამ! თუ გადაზტები მეც გადმოგყვები.
- არა ენ ამას არ იზავ.
- კი ზეინ ვიზავ. ან ერთად ვიცოცხლებთ ან ერთად მოვკვდებით.- ტირილს ვერ ვწყვეტდი და ძეინს რაც შეიძლება მაგრად ჩავეძუტე.- აბა მივდივართ იმ ქვეყნად თუ დედამიწაზე ვრჩებით.
- ვრჩებით.- თავი ამაწევინა და ჩვენი ტუჩები შეაერთა.ამ დღის მერე მივხვდი რაოდენ ძლიერი იყო ჩვენი სიყვარული. მივხვდი, რომ არსებობდა ადამიანი რომელიც ყველაფერს მერჩივნა, რომელთანაც შემეძლო გულახდილი ვყოფილიყავი და ჩემი გული რომლის გამთელება არავის შეეძლო ისევ იმ ადამიანმა შეძლო ვინც გამიტეხა. მიუხედავად იმისა რა მოხდა წარსულში, ამ წამს უბედნიერესი ადამიანივარ და ვიცი ასე იქნება სამუდამოდ სანამ ზეინი ჩემს ცხოვრებაშია. თუ ჩვენმა სიყვარულმა შეძლო და ორი გატეხილი გული გაამთელა, მაშინ ვიცი, რომ ყველანაირი სირთულის გადალახვას შეძლებს.
დასასრული.
დავასრულე. ძალიან ბევრი ვიწვალე რომ ეს ფიკი დამეწერა, განსაკუთრებით ბოლო თავი და ძალიან მინდა რომ მოგეწონოთ.
მიყვარხართ⛦❤