მანქანაში ჩავსხედით და ჯემას სახლისკენ გავემართეთ. ტირილს ვერ ვწყვეტდი, რაზეც ლიამი გაბრაზდა და საჭეს მაგრად მოუჭირა. მთელი გზა არაფერი უთქვამს. სახლში რომ შევედი ჯემა, ბარბარა და სტელა მომცვივდნენ, სამივე მაგრად ჩამეხუტა. ლუი და ჰარიც აქ იყვნენ. ყველაფერი მოვუყევი, ლიამი კიდევ უფრო გამწარდა, მაგიდას მუშტი ძლიერად ჩაარტყა რაზეც შევხტი.
- დავახრჩობ მაგ სირს!- იყვირა და გასასვლელისკენ წავიდა.
- ლიამ სად მიდიხარ.- ჰკითხა ჯემამ.
- ზეინთან.
- არა ლიამ გთხოვ, არ წახვიდე.- ცრემლები გადმომიცვივდა.
- არა ენ ლიამი მართალია.- გამწარებული წამოხტა ლუი.
- მაგრამ...- ჰარიმ გამაწყვეტინა.
- არავითარი მაგრამ, არ აქვს უფლება ეგრე გესაუბროს!- ბიჭები სწრაფად გავარდნენსახლიდან."აგრძელებს ზეინი"
რაც ენი წავიდა უკვე, მეხუთე პაჭკა სიგარეტს ვეწევი. თავს ხან დამნაშავედ ვგრძნობ, ხან კიდევ ისევ ვეჭვიანობ და ძალიან ვბრაზდები. ჩემს ოთახში ლოგინზე ვწევარ, ჭერს ვუყურებ და ენზე ვფიქრობ, რა დროსაც კარი ინგრევა და ლუის ღრიალი მესმის.
- ზეინ მალიკ შენ მოგიტყნავ კეთილებს, სასწრაფოდ ჩამოეთრიე მანდედან!- როგორცკი დაბლა ჩავედი ლიამი საყელოში მეცა და მაგრად მომიჭირა.
- როგორ ბედავ ენთან ასეთ ლაპარაკს!- მიღრიალა და დივანზე დამაგდო.
- ეხლა მომისმინე შე სირო! მეორედ აღარ გაბედო მასთან ასეთი საუბარი, არანაირი ყვირილი და ბინძური წარმოდგენები გასაგებია?!
- ჯემა რო ჩემთან უფრო დიდ დროს ატარებდეს ვიდრე შენთან, რას იფიქრებდი?- ლიამი დასარტყმელად მოიწია, მაგრამ ჰარიმ გააჩერა.
- ზეინ დაფიქრდი რას ამბობ!
- რაზე დაცფიქრდე ჰარი? იმაზე, რომ ენი ნაილს უფრო დიდ დროს უთმობს ვიდრე მე?
- სულ გამოყლევდი ხო? ნაილზე როგორ ეჭვიანობ, ამდენი ხანია ძმაკაცები ვართ, ყველაზე კარგად მასთან ხარ და მეუბნები რომ ენი ნაილთან გღალატობს?- მიყვიროდა ჰარი და ახლა ლიამი აკავებდა.
- რა იყო შეუძლებელია?
- მაკიკ მოკეტე სანამ შეგიდე!
- ხო რათქმაუნდა სტელასთან არ გორაობს არავინ.- ბოლო ხმაზე ვუყვირე, ახლა ჰარი და ლიამი ლუის აკავებდნენ, ცოტა აკლდა და მომკლავდა.
- არ მესმის ეს დედააფეთქებული, როგორ შეგიძლია იფიქრო, რომ ნაილი ოდესმე ამას გაკადრებს, როგორ შეგიძლია დილით გაიღვიძო და საყვარელ ქალს უყვირო, აატირო და სახლიდან გააქციო, თან იმიტომ, რომ საუკეთესო მეგობარზე ეჭვიანობ.- ლუი თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.- მუხლებზე დაჩოქილი მოუხდი ბოდიშს, ენსაც და ნაილსაც თუ არა და, მე არ ვიყო ლუი ტომლინსონი თუ არ გადაგიტყნა მთენი გვარი.- სამივე გამწარებული გაცვივდნენ სახლიდან და კარი ისე მიაჯახუნეს მეგონა სახლი დაინგრეოდა. ფიქრით ტვინი რომ გადამიხურდა საღამოს ბარში წავედი. მაგრად დავთვერი, სახლში როგორ მივედი არ მახსოვს. დილას ძლიერი თავის ტკივილი მაღვიძებს. თვალებს ვახელ და ვცდილობ გავიხსენო, გუშინ რამე სირობა ხომ არ ჩავიდინე, ამ დროს ზურგზე შეხებას ვგრძნობ, თვალები მიფართოვდება და გვერძე ვბრონდები. ღმერთო ოღონდ ეს არა...