Chapter 2

363 26 9
                                    

           უკვე ერთი საათია სტელა სისულელეებს გვიყვება, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძაან სასაცილოა. უცბათ ზეინს ტელეფონმა დაურეკა, გვერძე გავიდა და საუბარი დაიწყო. ინტერესით ვკვდებოდი ვის და რაზე ესაუბრებოდა.
- ბოდიში, უნდა წავიდე.- თქვა ზეინმა რაც გულზე ძალიან მომხვდა.
- ასე მალე? რამე ხო არ მოხდა?- ჰკითხა ლუიმ შეწუხებული სახით.
- არა ნუ ღელავ, არაფერი არ მომხდარა უბრალოდ, მშობლები ჩამოდიან და უნდა დავხვდე ხომ ხვდებით.
- რათქმაუნდა ზეინ, შენი ნებაა. გამიხარდა, რომ მოხვედი.- უთხრა ჯემამ და გადაეხვია.
-ნახვამდის ენნ- მითხრა და გადამკოცნა. მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. რა იყო ეს.
-ნახვამდის ზეინ- ვუთხარი და ძალით გავუღიმე. არ მინდოდა, რომ წასულიყო, მაგრამ რას ვიზამ. ღამით ჯემასთან დავრჩით. მარტო ცხოვრობს და ხშირად ვრჩებით მასთან. მთელი ღამე თვალი არ მომიძუჭავს, ზეინზე ფიქრით ტვინი მიხურდა. საშინლად მომშივდა. ავდექი და ბარბარას ოთახისკენ გავემართე, რომ გამეღვიძებინა. კარი ჩუმად გავაღე და მის ოთახში შევედი. როგორც ყოველთვის, ჰაროლდაზე იყო მიკრული. ასე ჩახუტებულებს როგორ ძინავთ ან რანაირად სუნთქავენ.
- ბარბარეეე... ბაბიი... ბარბ ადე გოგო
- რა გინდა ენნ -მითხრა და ისევ ჰარის აეკრო.
- კაი მოცილდი ცოტახანს შენს პრინცს, არავინ მოგტაცებს ნუ ღელავ.
- რო მომტაცონ.
- ოო ადე რაა ვჭამოთ -ჩურჩულით ვუთხარი და შევამჩნიე, რომ არაფერი ეცვა.
- შენ რა შიშველი ხარ?- ვკითხე გაოცებულმა.
- ოოო ენნ რა გინდა, რას მერჩი დამანებე თავი.
- ეხლა აბრძანდები და წამოხვალ სამზარეულოში თორემ ყველას ვეტყვი რომ ჰარისთან კოტრიალობ.
- მეზიზღები ენნ -მითხრა და დამებღვირა.
სამზარეულოში ჩავედით და ჭამა დავიწყეთ.
- აბაა რა მოხდა შენ და ჰარის შორის?- ვკითხე და წარბები ავათამაშე.
- და რა უნდა მომხდარიყო?- მესმის ჯემას ხმა.
- ჯემა! აქ რა გინდა?
- რავი მომშივდა და ჩამოვედი.- ბარბარას გვერდით მიუჯდა და ჭამა დაიწყო.
- აბა ქალბატონო დაფრქვი.- თქვა და ბაბის გახედა.
- რა დავფრქვა?
- ოჰ კაი ერთი, თავს ნუ იკატუნებ- სიცილი აგვიტყდა.
- ოო წავედი მე და თქვენ ჭამეთ.- ბაბი ადგა და სიცილ-კისკისით ოთახისკენ გაემართა.
- ჰაროლდა არ გაგიცივდეს მივაძახე რა დროსაც ჯემას გაეცინა და ცხვირიდან წვენი გადმოასხა.
რო გამეღვიძა უკვე 4-ის 15 წუთი იყო. ავდექი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. ყველა ამდგარი იყო.
- ოჰ გაიღვიძა მძინარე მზეთუნახავმა.- თქვა ლუიმ და სიცილი დაიწყო.
- მოკეტე ტომლინსონ- შევუღრინე და მეც გამეცინა.
- არ გშია?
- არა ნაილ მადლობა. მე წავალ კარგით?
- როგორც გინდა- მითხრა სტელამ და ლოყაზე მაკოცა.
- თუ გინდა გაგაცილებ.- წამოხტა ლიამი.
- მადლობა ლიამ ფეხით წავალ, თან გავისეირნებ.
ყველას დავემშვიდობე და სახლიდან გამოვედი. ჩემს საყვარელ კაფეში შევედი და რძიანი ყავა შევუკვეთე. უცბათ ვიღაც მომიახლოვდა.
- გამარჯობა ენნ.- ნუთუ ის არის, არ მჯერა.
- გამარჯობა ზეინ.
- წინააღმდეგი ხომ არ ხარ აქ რომ დავჯდე
- არა რას ამბობ.- გამიღიმა და წინ დამიჯდა. ბევრი ვისაუბრეთ, ერთმანეთი უკეთ გავიცანით. ისეთი მომხიბვლელი იყო როცა საუბრობდა კინაღამ დავდნი. სახლამდე მიმაცილა.
- არ შემოხვალ?
- ბოდიში დღეს არ შემიძლია, სხვა დროს იყოს.
- კარგი.- დავემშვიდობე და ლოყაზე ვაკოცე. მინდოდა შემეჭამა, მაგრამ არ იჭმება რა ვქნა. სახლში საქმე არაფერი მქონდა, ამიტომ პოპკორტი მოვხალე და ფილმს ჩავუჯექი, თან ზეინზე ვფიქრობდი და დებილივით ვიღიმოდი.

                                           იმედი მაქვს
                              მოგეწონებათ⛦❤

broken heart (დასრულებული)Where stories live. Discover now