1.

588 52 69
                                    

"მაპატიე, იუნგი, მტრედს ვთხოვე, წერილი შენთვის მოეტანა, მაგრამ უარით გამისტუმრა...

იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვა შენამდე.

იცი, პიროვნებები დავკარგე. დამეხმარე, რათა ვიპოვნო, თორემ გამიბრაზდებიან, ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევო. მერე რა შემოირიგებს...

შენ როგორ უმკლავდები მათ?
მე არ მიჯერებენ და სულ გამირბიან, ვეუბნები, გაჩერდით - მეთქი, მაგრამ არ ესმით, მაინც თავისას აკეთებენ. შენ რომ მოხვალ, ერთად მოვძებნოთ, კარგი? შენზე უკეთესს ვის ვეტყვი, გულწრფელად დამეხმარები.

გელოდები, იუნგი. მოდი, გთხოვ. მიყვარხარ."

შავთმიანი ბედნიერი სახით წევს იატაკზე, ფეხები კი კედელზე აქვს დალაგებული და წერილს ფერადი კალმებით აფორმებს. მის პირდაპირ ფანჯარაა, რომელსაც უკუღმა უყურებს თავისი წოლის მანერის გამო. უცებ, ფეხზე იჭრება და მასთან მიდის.

- მტრედო, მტრედო, შეგიძლია, ეს წერილი იუნგის გადასცე?

- არა, არ შემიძლია, შენთვის და იუნგისთვის არ მცალია, საქმე მაქვს! - მტრედი ბიჭს ზურგს აქცევს და მიფრინავს, ჯიმინი კი ქვედა ტუჩს წინ წევს, ბრუნდება და ისევ თავის ადგილს აშურებს.

𝙺𝚊𝚕𝚘𝚙𝚜𝚒𝚊 Where stories live. Discover now