2.

267 50 27
                                    

"მაპატიე, იუნგი, მტრედს ვთხოვე, წერილი შენთვის მოეტანა, მაგრამ უარით გამისტუმრა...

იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვა შენამდე.

კვლავ თეთრკედლებიან ოთახში ვარ. გაპარტახებული და ხმელი საწოლი მიმშვენებს ამ უკანასკნელ ოთხკუთხედ სივრცეს. ბალიში კი მაქვს, მაგრამ არც ისეთი რბილი და ფუმფულაა, რომ თავი კომფორტულად მაგრძნობინოს. დაბეჟილი სხეულით მიჭირს ძილი, მაგრამ არა უშავს, ასეც ნორმალურად ვარ, მომწონს.

პატარა სარკმელი იმდენად ზევითაა, თითის წვერებზე ვდგები ხოლმე, რათა მწვანე ბალახსა და ეზოს გადავხედო. შენც ხომ გიყვარს, იუნგი, მწვანე? აქედან რომ გამოვალ, ბუნებას ხშირად ვესტუმროთ და პიკნიკები მოვაწყოთ ხოლმე, კარგი? ოღონდ, ის ჯემიანი პურები აღარ მინდა, არ მომეწონა. შენი გიტარა წამოიღე და ერთად ვიმღეროთ ვარკვლავებით აკიაფებული ცის ქვეშ.

ვიცი, ალბათ, არ გცალია, მაგრამ არა უშავს, მე მაინც დაგელოდები. მოსვლამდე ჩემი საყვარელი შოკოლადი იყიდე, შიგნით ჟელიბონები რომ აქვს.

მიყვარხარ.

სიყვარულით, შენი ჯიმინი."

მომღიმარი შავთმიანი ლოგინზე ზის, ფეხები მოკეცილი აქვს, წინ კი წერილი უდევს, რომელიც სულ ფერად-ფერადი კალმებით გაუფორმებია. უცებ, ფეხზე იჭრება და გრაციოზულად მიდის პატარა სარკმელთან.

- მტრედო, შეგიძლია, ეს წერილი იუნგის გადასცე?

- არა, ჯიმინ, შენი იუნგისთვის სად მცალია. სხვა იპოვნე და მას დაავალე, მე მეჩქარება. - ფრინველი კუდს იბზუებს და მიფრინავს, ჯიმინი კი იმედგაცრუებული ბრუნდება საწოლზე.

𝙺𝚊𝚕𝚘𝚙𝚜𝚒𝚊 Where stories live. Discover now