"მაპატიე, იუნგი, მტრედს ვთხოვე, წერილი შენთვის მოეტანა, მაგრამ უარით გამისტუმრა...
იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვა შენამდე.
იცი, დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი. გახსოვს, მე და შენ ბალიშების ბრძოლას რომ ვმართავდით ხოლმე? საწოლზე ვხტუნავდით და ერთმანეთს რბილ მატერიებს ვურტყამდით, ზოგჯერ იხეოდა კიდევაც და ლამაზი ბუმბულები გარეთ იფინებოდნენ. მე ძალიან მიხაროდა, შენ კი ხანდახან ბუზღუნებდი, ამას რა მოწმენდსო. ვიცი, ეს შენც მოგწონდა, რადგან ჩემგან მალულად ბაგეებზე ღიმილი შეგეპარებოდა და მომეკრობოდი ხოლმე.
დღეს იგივე გავაკეთე. ჩემი რბილი ბალიში ავიღე, ბუმბულები გამოვაცალე და ჰაერში ავფანტე. თითქოს, თოვლი ჩამოვიდა დაბლა და ჩემ სხეულსა და სახეს სასიამოვნოდ მიელამუნა. ძალიან გამიხარდა და იგივე გავაგრძელე, სანამ ნაჭრიდან სრულიად არ გამოილია მასა. სირბილის შეგრძნობისას შენი შეხება მახსენდებოდა, იუნ, ის, თუ როგორ ასვენებდი საკუთარ გრძელ, ლამაზ და თბილ თითებს ჩემ ლოყებზე.
ვიღაც ქალი შემოვიდა, მეჩხუბა, ეს რა გიქნია ბალიშისთვის, არაფერს არ იმსახურებო და იატაკი ბუმბულებისგან გაწმინდა. ვეუბნებოდი, არ გინდათ - მეთქი, მაგრამ არ მომისმინა, მაინც გააგრძელა თავისი და გასვლის წინ მომაძახა, არ იმსახურებ რბილ ბალიშს და ამიტომ მის გარეშე დაიძინებო.
მეწყინა.
მე ხომ მხოლოდ გართობა და შენი გახსენება მინდოდა, არა?!
არა უშავს, ეს მაინც გავაკეთე, ჰქონდეს ის ბალიში თვითონ, სულ არ მჭირდება!მალე მოდი, იუნგი, გთხოვ. მიყვარხარ."
ჯიმინი ლოგინში ზის, საბანი ფეხებზე აქვს გადაფარებული, ზედ კი უდევს ფურცელი, რომელსაც ფერადი კალმებით აფორმებს.
ფეხზე დგება, ფანჯარასთან მიდის და მტრედს ეძახის:
- მტრედო, შეგიძლია, ეს წერილი იუნგის გადასცე?
- არ შემიძლია, მეჩქარება, შენ კი ეგ ბუმბულები თმიდან გამოიცალე! - მტრედი თავს მაღლა სწევს და მიფრინავს, ჯიმინი კი საკუთარი შავი თმიდან ჩამოვარდნილ ბუმბულს გაბრწყინებული თვალებით უცქერს.
YOU ARE READING
𝙺𝚊𝚕𝚘𝚙𝚜𝚒𝚊
Short Story"მაპატიე, იუნგი, მტრედს ვთხოვე, წერილი შენთვის მოეტანა, მაგრამ უარით გამისტუმრა... იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვა შენამდე." {𝐾𝑎-𝑙𝑜𝑝-𝑠𝑒-𝑎} 𝐺𝑟𝑒𝑒𝑘. 𝑇ℎ𝑒 𝑑𝑒𝑙𝑢𝑠𝑖𝑜𝑛 𝑜𝑓 𝑡ℎ𝑖𝑛𝑔𝑠 𝑏𝑒𝑖𝑛𝑔 𝑚𝑜𝑟𝑒 𝑏𝑒𝑎𝑢𝑡𝑖𝑓𝑢𝑙 𝑡ℎ𝑒𝑛 𝑡ℎ𝑒�...